მთავარი დაიჯესტი ფილარეტსა და მაკარის უარი ათქმევინეს ავტოკეფალიური ეკლესიის ხელმძღვანელობაზე

ფილარეტსა და მაკარის უარი ათქმევინეს ავტოკეფალიური ეკლესიის ხელმძღვანელობაზე

394
გააზიარეთ
ფილარეტსა და მაკარის უარი ათქმევინეს ავტოკეფალიური ეკლესიის ხელმძღვანელობაზე

უკრაინის ორი არაკანონიკური ეკლესიის _ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა დაკიევის საპატრიარქოს” _ წინამძღოლებმა ფილარეტმა (დენისენკო) და მაკარიმ (მალეტიჩი) კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეუსს მიმართეს წერილით, რომელშიც უარს ამბობენ თავიანთი კანდიდატურების წარდგენაზე ერთიანი ავტოკაფალიური ეკლესიის მეთაურის პოსტზე.

მაკარიმ თავის წერილში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინის საეპისკოპოსოს არც ერთ წარმომადგენელს არ აქვს სათანადო ავტორიტეტი და შესაძლებლობა, პრეტენზია განაცხადოს ახალი ეკლესიის მეთაურად არჩევაზე, ამიტომ უკრაინის არაკანონიკური ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა პატრიარქ ბართოლომეუსს სთხოვა, ამ თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან.

თავის მხრივ, ფილარეტმა, სანაცვლოდ იმისა, რომ არ წამოაყენებდა თავის კანდიდატურას ადგილობრივი ეკლესიის მეთაურის პოსტზე, მოითხოვა ახალი ეკლესიის სინოდის ხელმძღვანელად დანიშვნა. ამას გარდა, ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელად დაასახელა მიტროპოლიტი ეპიფანე _ პატრიარქის წარგზავნილი თავის არაკანონიკურ ეკლესიაში.

“ეს არის ფილარეტის პროტეჟე და მოსწავლე. მისი არჩევის შემთხვევაში ფილარეტი შეინარჩუნებს გავლენას, გაიმეორებს 1990-იანი წლების სიტუაციას, როცა კიევის საპატრიარქოს გამოყოფილ მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარ როლს ასრულებდა პატრიარქი ვლადიმერი (რომანიუკი), მაგრამ ეკლესიას, ფაქტობრივად, მართავდა ფილარეტი”, _ ასეთია რელიგიის ექსპერტების თვალსაზრისი.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ამ სტრუქტურის სათავეში თავისი კაცის დასმა სურს _ ბართოლომეუსისა და ფილარეტის გავლენისგან შორს მყოფი ადამიანის. შესაძლოა, ლაპარაკია მიტროპოლიტ სიმონზე (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია). სწორედ ამ საკითხის გადასაწყვეტად ხვდება პოროშენკო 13 ნოემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს. შეხვედრის ინიციატორი პირადად პრეზიდენტია, რომელიც შეეცდება, მიაღწიოს იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ეპისკოპოსმა უთხრას მიტროპოლიტ ონოფრეს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან წავიდეს.

ყველაფრის მიუხედავად, კონსტანტინოპოლს საკითხის მოგვარება სხვაგვარად სურს: 22 ნოემბერს შეიძლება ჩატარდეს არა გამაერთიანებელი, არამედ დამფუძნებელი კრება, რომელზეც სტრუქტურის ხელმძღვანელად აირჩევენ კონსტანტინოპოლში გავლენიან არქიეპისკოპოს იობს (გეჩას).

შეგახსენებთ: პოროშენკოს და განხეთქილების შემომტანთ სურთ, რომ წლის ბოლომდე მიიღონ ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ, მაგრამ ის შეიძლება მისცენ მხოლოდ გაერთიანებული ეკლესიის წინამძღოლს, რომელიც უნდა აირჩიონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელ კრებაზე. ამასთანავე, უკრაინის კანონიკურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. ამიტომ განხეთქილების მოსურნეები კრებას ვერ იწვევენ.

ვითარება მწვავდება ფილარეტის მომხრეთა შორის უთანხმოებითაც. მაგალითად, ფილარეტი და მაკარი აქამდე ვერ შეთანხმდნენ ახალი ერთიანი ეკლესიის დასახელებასა და წესდებაზე. ფილარეტმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ამ საკითხების განხილვაზე გამაერთიანებელი კრების ჩატარებამდე.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here