პოპულარული ამერიკელი მომღერალი ფერჯი, რომელმაც NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის წინ ამერიკის ჰიმნი თავისებურად შეასრულა, საყოველთაო ქილიკის ობიექტი გახდა. ტრანსლაციის წამყვანებმა მიიჩნიეს, რომ მომღერალმა ქალმა ჰიმნი ზედმეტად სექსუალურად შეასრულა. სპორტული ბლოგის Barstool Sports-ის ავტორი კი სულაც ფიქრობს, რომ ეროვნული ჰიმნის ასეთი შესრულებისთვის, ფერგი ქვეყნიდან გაძევებას იმსახურებს.
შესრულება მართლაც იმდენად უცნაური იყო, რომ დამსწრეები, მათ შორის კალათბურთელები, ღიმილს ვერ იკავებდნენ