Home რუბრიკები საზოგადოება “ფანტასტიკური ჩემპიონატი ფანტასტიკური ატმოსფეროთი”

“ფანტასტიკური ჩემპიონატი ფანტასტიკური ატმოსფეროთი”

1552
ვლადიმერ პუტინი

მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატი სატურნირო საფინალო ეტაპზეა ნათამაშები 54 მეტჩი 64-დან და უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ, მიუხედავად დასავლეთის გააფთრებული მცდელობებისა, არ დაეშვათ რუსეთში მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო ფორუმის ჩატარება, შემდეგ ბოიკოტი გამოეცხადებინათ და იზოლაციაში მოექციათ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი და მისი ორგანიზატორები, შეიძლება ითქვას, რომმსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 2018” წარმატებულია.

ამას თვით დასავლური მედიასაშუაშებები აღიარებენ, გამონაკლისია მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ არხის ე.წ. ფეხბურთის კომენტატორებმა, რომლებმაც ჩემპიონატის გახნის ცერემონიასა და რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის სტარტზე გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ფეხბურთის გარდა, თითქმის ყველაფერზე ილაპარაკეს _ დაპირისპირებაზე რუსეთსა და უკრაინას შორის, სირიის კონფლიქტზე და ა.შ. რუსეთი ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში დაადანაშაულეს, მაგრამ, როგორც ჩანს, საერთაშორისო პოლიტიკაშიც ისე ერკვევიან, როგორც, მაგალითად, ისტორიაში…

სპორტი ადამიანებს აერთიანებს, საზოგადოებრივი მაუწყებლების კომენტატორები კი უადგილო ქილიკითა და საერთაშორისო კონფლიქტებზე ლაპარაკით მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, რომელსაც 3 მლრდ-ზე მეტი ტელემაყურებელი ადევნებს თვალს, პოლიტიკური შოუს ელფერის მიცემას ცდილობდნენ. 28 ივნისს კი ბელგია-ინგლისის მატჩი წაიყვანეს ჰოლანდიის “ვიტესში” მოთამაშე ქართველ ფეხბურთელ გურამ კაშიასთან ერთად. რომლის მიერ ლგბტ პირებისთვის მხარდაჭერის გამოცხადების გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ლამის საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადეს. თანაც, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების შეფასებას სთხოვენ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც ისევე, როგორც თვითონ, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები, ტელეეკრანზე თუ აქვთ ნანახი, იმ ფეხბურთელების თვალსაზრისი კი, რომლებიც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში რეალურად მონაწილეობდნენ და ბურთებიც აქვთ გატანილი მოწინააღმდეგის კარში, იზოლირებულნი არიან. მაგალითად, მურთაზ ხურცილავა (1966 და 1970 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე), რევაზ ძოძუაშვილი (1970 წ.), თენგიზ სულაქველიძე (1982), გელა კეტაშვილი (1990), და, რა თქმა უნდა, ალექსანდრე ჩივაძე (1982 და 1986 წლები, 1 გოლი), მაგრამ ისინი ხომ საბჭოთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ, ბნელი საბჭოთა კავშირის…

რაც შეეხება თვითონ ტურნირს, სტადიონებზე მატჩებს 2,5 მლნმდე მაყურებელი დაესწრო (3 ივლისის მონაცემებით), საშუალოდ, მატჩს 46 ათასი ადამიანი. მატჩებზე დასასწრები ყველაზე მეტი ბილეთი კი, მასპინძელი ქვეყნის შემდეგ აშშის მოქალაქეებმა შეიძინეს _ 89 ათასი. შემდეგ მოდიან ბრაზილიელები _ 72 ათასი, კოლუმბიელები _ 65 ათასი და გერმანელები _ 62 ათასი. ამ სიაში ინგლისელები, რომლებსაც ხელისუფლება მოუწოდებდა, უარი ეთქვათ რუსეთში ჩასვლაზე მე-7 ადგილზე არიან _ 32,3 ათასი.

ჩემპიონატს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი; ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელგიის მეფე ფილიპი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, პანამის პრეზიდენტი ხუან კარლოს ვარელა როდრიგესი, პორტუგალიის პრეზიდენტი მარიო აბდო ბენიტესი, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა, საუდის არაბეთის პრინცი და თავდაცვის მინისტრი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი, სენეგალის პრეზიდენტი მაკი სალი, შვეიცარიის პრეზიდენტი ალენ ბერსე, სამხრეთი კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი, დანიის პრემიერმინისტრი ლარს რასმუსენი, ესპანეთის მეფე ფილიპე

ილსანდიელებმა რუსული სიმღერა „კალინკა“ შეასრულეს
ილსანდიელებმა რუსული სიმღერა „კალინკა“ შეასრულეს

დასავლური მედია მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ წერს, რომ ეს უდიდესი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი დადებითად აისახა რუსეთის იმიჯზე რუსეთის ქალაქებში ადგილობრივების სიხარული გულწრფელია _ ისინი თბილად მიესალმებიან და ეხუტებიან უცნობ ადამიანებს, მიუხედავად მათი წარმოშობისა და კანის ფერისა, ცეკვავენ და მღერიან, მხატვრების ჯგუფი გამოიმუშავებენ თანხას სახეებისა და ეროვნული დროშების ხატვით, გერმანელი პოლიციელი კი რუს კოლეგას ულოცავს ჩემპიონატის ასე კარგად ორგანიზებას”, _ წერს ესპანური გამოცემა EL Pais-ი.

ბრიტანული გამოცემა The Times-ი აღნიშნავს ჩემპიონატის კარგ ორგანიზებას, მოსკოვის მეტროპოლიტენის შესანიშნავ სისტემას და ხელისუფლების მისწრაფებას, წარმოაჩინოს ქვეყნის საუკეთესო მხარეები.

ჩემპიონატის უცხოელი სტუმრები განცვიფრდნენ სისუფთავით. კიდევ _ ძალიან ფართო ტროტუარებით, სახლებზეც მოწყობილია ბილიკები ველოსიპედისთვის, აგრეთვე, ტაქსის შედარებით იაფი მომსახურებით”, _ წერს Deutsche Welle.

“ვაშინგტონ პოსტი” მსოფლიოს პოლიტიკური მიმომხილველების თვალსაზრისის გათვალისწინებით, ასკვნის, რომ მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი _ ეს არის პუტინის ტრიუმფი მსოფლიოს არენაზე”.

გამოცემა Coal.com-ის მიმომხილველი სემ ლი თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველს: “ჩვენ ბევრი რამ მოვისმინეთ რუსეთის შესახებ ტურნირის დაწყებამდე. ადამიანები არ იყვნენ დარწმუნებული, ღირდა თუ არა რუსეთში ჩასვლა. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აქ შესანიშნავად გაატარებთ დროს. ყველა გულშემატკივარი ერთად მხიარულობს და ეს უნიკალური მოვლენაა”.

ეს ერთერთი საუკეთესო ჩემპიონატია, რომელზეც კი ვყოფილვართ. ფანზონები შესანიშნავია, არის ადგილები, სადაც შეიძლება გაერთოთ, კარგად დაისვენოთ”, _ განუცხადეს ტელეარხ Sky News ჩემპიონატის დაწყებისთანავე რუსეთში ჩასულმა ინგლისელმა გულშემატკივრებმა.

ზოგიერთი დასავლური გამოცემის აზრით, მოსკოვი ჰგავს საზეიმო კარნავალს, სადაც ყველა ქვეყნის გულშემატკივარი ერთად ცეკვავს და მღერის. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის პატივსაცემად ისლანდიელმა გულშემატკივრებმა რუსული სიმღერა “კალინკა” შეასრულეს.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ასე შეაფასა რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი:

ვოლგოგრადშიც და ნიჟნი ნოვგოროდშიც ყველაფერი შესანიშნავი იყო _ სტადიონები, ინფრასტრუქტურა, პირობები. სპორტული არენები განსაცვიფრებელია, ძალიან ლამაზი არქტექტორული ნაგებობებია”.

“ბევრ ტურნირზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ორგანიზება, სტუმართმოყვარეობა, მზრუნველობა არსად მინახავს. გმადლობთ, რუსეთო! ეს ფანტასტიკური ჩემპიონატია, ფანტასტიკური ატმოსფეროთი!” _ ეს კი პოლონეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტს, ცნობილი პოლონელი ფეხბურთელის ზბიგნევ ბონეკის სიტყვებია.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:

ჩემს შვილს უყვარს ფეხბურთი და თვალყურს ადევნებს ტურნირს რუსეთში. მათ მართლაც ფანტასტიკურად იმუშავეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად”.

ნიშანდობლივია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ფრაზა, რომელიც მან მოსკოვში ერთი კვირის წინათ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას დეტალების შესათანხმებლად ჩასულ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონს, რომელმაც კომპლიმენტი უთხრა პუტინს მსოფლიოს ჩემპიონატის კარგი ორგანიზებისთვის:

მინდა, მოგილოცოთ, რომ აშშმა მოიპოვა 2026 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უფლება (ეს ჩემპიონატი გაიმართება სამ ქვეყანაში _ კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში _ ნ.კ.). ჩვენ ამ შეჯიბრებას სათანადო დონეზე ვატარებთ. სიამოვნებით გაგიზიარებთ გამოცდილებას”, _ დაჰპირდა პუტინი ამერიკელებს.

ეს ფრაზა ზუსტად აჩვენებს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას _ პუტინმა დასავლეთის კარში კიდევ ერთი ბურთი გაიტანა.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here