Home რუბრიკები საზოგადოება უცნობი მესი

უცნობი მესი

რამდენიმე ფაქტი ლიონელ მესის შესახებ, რომელიც, ალბათ, არ იცოდით

1210
მესი

დღეს საფეხბურთო სამყაროში მესის მსგავსი არავინ არის და, როგორც ჩანს, არც მომავალში იქნება. არგენტინელი დიდოსტატი ერთადერთი და განუმეორებელია. ბურთის დამორჩილების მისი უნარი შეუდარებელია, “გოლების შიმშილშიკი შეიძლება მხოლოდ კრიშტიანე რონალდუ შეედაროს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მესის 5-ჯერ მიანიჭეს (ჯერჯერობით) და, ბევრი სპეციალისტის აზრით, ის საუკეთესოა ისტორიაში, საფეხბურთო მოედანზე გენიალური მესი ცხოვრებაში ძალიან მოკრძალებულია. ის იშვიათად ყვება თავისი პირადი ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელებსა და ინტერვიუებში. აი 5 ფაქტი მესის შესახებ, რომლებიც, ალბათ, არ იცოდით:

 მესი

#5. თავის პირველ კონტრაქტსბარსელონასთანქაღალდის ხელსახოცზე მოაწერა ხელი

დღეს მესის შეუძლია, რამდენიმე ასეულმილიონიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი ასობით ჟურნალისტის თვალწინ, მაგრამ წლების წინათ ყველაფერი მოკრძალებულად დაიწყო. მესის პირველი კონტრაქტი “ბარსელონასთან”, ფაქტობრივად, ქაღალდის ხელსახოცზე გაფორმდა.

მესის ნიჭი ყოველთვის ჩანდა და ყველასთვის ცნობილი იყო, მაშინაც კი, როდესაც ის 13 წლის გახლდათ. სწორედ 13 წლის მესით დაინტერესდა პირველად “ბარსელონას” ტექნიკური დირექტორი კარლეს რექსახი. ის ისე მოიხიბლა ყმაწვილი არგენტინელის ნიჭით, რომ მოისურვა, რაც შეიძლება სწრაფად გაეფორმებინა მასთან კონტრაქტი, მაგრამ მოლაპარაკების მომენტში, რომელიც ერთ-ერთ კაფეში მიმდინარეობდა, ხელთ არ ჰქონდა ფურცელი, ამიტომ კონტრაქტი შეადგინა ქაღალდის ხელსახოცზე და მესი “ბარსელონას” საკუთრება გახდა. ძნელი წარმოსადგენლი არ არის, როგორი შთაბეჭდილება დატოვა მოზარდმა ლეომ, როცა “ბარსელონას” ტექნიკური დირექტორი ფურცლის შოვნასაც არ დაელოდა კონტრაქტის გასაფორმებლად.

ახლა ეს ხელსახოცი სპეციალურ დამცავ ჩარჩოში ინახება. რაც უნდა იყოს, მის გარეშე ფეხბურთის ისტორია სხვანაირი იქნებოდა.

 მესი

#4 წითელი ბარათი მიიღო არგენტინის ნაკრების სადებიუტო მატჩში მოედანზე გამოსვლიდან 43 წმის შემდეგ

მესის არასდროს ჰქონია დისციპლინის პრობლემები, სწორედ ამიტომ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩში წითელი ბარათის მიღება და მინდვრიდან მისი გაძევება განსაცვიფრებელი ფაქტია.

მესიმ თავისი პირველი მატჩი ნაკრებში უნგრეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა (ეს იყო ამხანაგური შეხვედრა). ის მოედანზე 63-ე წუთზე გამოვიდა და 43 წამის შემდეგ მინდვრიდან გააძევეს უნგრელი ვანჩაკისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო.

მესი მეტოქის საჯარიმო მოედანზე შერბოდა, როცა ვანჩაკი მას მაისურაში სწვდა და ცდილობდა, რა თავი გაეთავისუფლებინა, იდაყვი შემთხვევით სახეში ჩაარტყა. მსაჯმა ეს წინასწარგანზრახულ საქციელად ჩათვალა და მესის წითელი ბარათი უჩვენა… დღე, რომელზეც მესი ბავშვობიდან ოცნებობდა, კოშმარად იქცა. მოგვიანებით ის გასახდელში თვალცრემლიანი ნახეს. ეს დღემდე ერთადერთი წითელი ბარათია ლიონელ მესის კარიერაში.

 მესი

#3 მესის გამობარსელონასსაფეხბურთო აკადემიაშიკოკაკოლასსავაჭრო აპარატები აიღეს

დღეს მესი შეიძლება ნახოთ საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ნებისმიერ სტადიონზე. ბევრი მას მიიჩნევს იდეალურ მოთამაშედ, რომელსაც ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა თავის გუნდში, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა.

ჭაბუკი მესი თავის კვების რაციონს ყურადღებას არ აქცევდა. ძალიან მოსწონდა “კოკა-კოლა”, რაც მისი ორგანიზმისთვის კარგი არ იყო. ეს შენიშნა ლა მასიის (“ბარსელონას” საფეხბურთო აკადემია) ახალგაზრდა მწვრთნელმა და გადაწყვიტა, ზომები მიეღო. ლა მასიაში “კოკა-კოლას” სავაჭრო ავტომატები მხოლოდ იმიტომ აიღეს, რომ მას ხშირად იყენებდა მესი.

 მესი

#2. მისი კარიერა კინაღამ დასრულდა სიმაღლის ჰორმონის დეფიციტის გამო

მესის თითქმის ყველა თაყვანისმცემელმა იცის, რომ ლეო ბავშვობაში სიმაღლის ზრდის ჰორმონის ნაკლებობას განიცდიდა, მაგრამ ბევრისთვის, ალბათ, ცნობილი არ არის, რომ ამის გამო მისი კარიერა კინაღამ დასრულდა.

ზრდის ჰორმონის დეფიციტი ხელს უშლიდა მესის სიმაღლის მატებაში და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც უქმნიდა. ამიტომ მის ფეხებში შეჰყავდათ სიმაღლის ჰორმონი, რათა ფეხბურთი ეთამაშა. მკურნალობას თვეში 900 დოლარი სჭირდებოდა, ეს თანხა მესის ოჯახს არ ჰქონდა, მის იმჟამინდელ კლუბს, ქალაქ როსარიოს “ნიუელს ოლდ ბოიზს”, არ სურდა ამ თანხის დაბანდება მოზარდ ფეხბურთელში. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც მოზარდმა მესიმ მშობლიური არგენტინა მიატოვა და კატალონიის ბარსელონაში გადაბარგდა, იყო ის, რომ კლუბი “ბარსელონა” მისი მკურნალობის ხარჯების გადახდას დათანხმდა.

#1. ის ახლა შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონი ყოფილიყო

მესის არასოდეს მოუგია მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი და ამას ძალიან ნანობს. არგენტინელმა ისიც კი თქვა, რომ ყველა ინდივიდუალურ ჯილდოზე იტყოდა უარს, ერთხელ მაინც რომ მოეპოვებინა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ამ ოცნების ასრულებასთან ის ახლოს იყო 2014 წელს, როცა არგენტინა ჩემპიონატის ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა გერმანიასთან.

საინტერესოა, რომ მესის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება გაცილებით ადრე შეეძლო, თუკი ახალგაზრდობაში მიღებულ შეთავაზებას დათანხმდებოდა.

როცა მესი ესპანეთში გადავიდა, 13 წლის იყო და მას შემდეგ “ბარსელონას” და ესპანური ფეხბურთის ნაწილია. ახალგაზრდა მესის კი შესთავაზეს მიეღო ესპანეთის მოქალაქეობა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. მესიმ უარყო ეს წინადადება, რადგან სურდა, წარმატებებისთვის არგენტინასთან ერთად მიეღწია…

როგორც ვიცით, ესპანეთმა მოიგო 2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, მესის კი ჯერაც არ აუწევია თავს ზემოთ ეს პრესტიჟული ჯილდო.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here