Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე უცნაური ქუჩები

უცნაური ქუჩები

2471
ებენეზერ პლეისი

გინესის რეკორდების წიგნი _ ეს არის არა მხოლოდ განსაცვიფრებელი ცნობარი, არამედ შესანიშნავი გიდი მოგზაურისთვის. გთავაზობთ, უჩვეულო და უცნაურ ქუჩებს, რომლებზეც გასეირნება ნამდვილად ღირს.

ყველაზე მოკლე ქუჩა

შოტლანდიის ქალაქ უიკში იუნიონ-სტრიტსა და რივერ-სტრიტს შორის მდებარე ქუჩა ებენეზერ-პლეისი მსოფლიოში ყველაზე მოკლე ქუჩად ითვლება და შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში. ებენეზერ-პლეისის სიგრძე 2,60 მ-ია. ქუჩაზე არის მხოლოდ ერთი სახლი _ ბისტრო, რომელიც სასტუმრო Mackays-ს ნაწილს წარმოადგენს.

ბოლდუინის ქუჩა
ბოლდუინის ქუჩა

ყველაზე ციცაბო ქუჩა

ახალი ზელანდიის სამხრეთში მდებარე ქალაქ დანიდინის ქუჩა ბოლდუინი ყველაზე ციცაბო ქუჩად ითვლება მსოფლიოში. ეს 350-მეტრიანი ქუჩა დასაწყისში მცირედ არის დახრილი, შემდეგ კი დახრა მკვეთრად იმატებს და აღწევს მაქსიმუმს _ 1:2,86-ს ანუ 19 გრადუსს.

ქუჩა ისეთი დახრილია, რომ მის ზედაპირს ბეტონით ფარავენ, ასფალტის ნაცვლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილ, მზიან დღეს მთელი ასფალტი ქუჩის დასაწყისში ჩამოიღვენთება.

ლომბარდ სტრიტი
ლომბარდ სტრიტი

ყველაზე მიხვეულმოხვეული ქუჩა

სან-ფრანცისკოს (აშშ) ქუჩა ლომბარდ-სტრიტიზე, რომელიც ციცაბო ფერდობზე მიიკლაკნება, ავტომობილის ნორმალურად ტარება შეუძლებელია, იმდენი მიხვეულ-მოხვეული აქვს.

“გველის ხეივნის” (ასე უწოდებენ ამ ქუჩას) მშენებლობა 1898 წელს დასრულდა. 84-მეტრიან მონაკვეთზე 8 მკვეთრი მოსახვევია და 17,8 მ-ზე (21%) ადის.

იანგ სტრიტი
იანგ სტრიტი

ყველაზე გრძელი ქუჩა

ტორონტოს (კანადა) ქუჩა იანგ სტრიტი მსოფლიოში ყველაზე გრძელ ქუჩად ითვლება. მისი სიგრძე 1896 კმ-ია. იანგ სტრიტი იწყება ტორონტოს ცენტრში, გარს უვლის ტბა ონტარიოს, შემდეგ კიდევ ერთ ტბას _ სიმკოს, უხვევს დასავლეთისკენ და მიდის შტატ მინესოტას (აშშ) საზღვრამდე.

იანგ სტრიტი _ ეს არის ისტორიის ნაწილი არა მხოლოდ ცალკე აღებული ქალაქისა, არამედ სრულად კანადის. თავდაპირველად ეს იყო ინდიელთა ბილიკი, შემდეგ ამ ბილიკით სარგებლობდნენ ევროპელები. სახელი მას სერ ჯორჯ იანგის პატივსაცემად დაარქვეს 1793 წელს.

დღეს ამ ქუჩაზე უამრავი მაღაზია, ბარი, სასტუმრო, კაფე თუ რესტორანია, არის თეატრები და კინოთეატრები, ტორონტოს საჯარო ბიბლიოთეკა, ჰოკეის დიდების დარბაზი.

გზა გიზიდან კაირომდე
გზა გიზიდან კაირომდე

ყველაზე ძველი ქუჩა

გიზიდან კაირომდე გზა დაახლოებით 4,5 ათასი წლისაა. ეს გზა შეიქმნა, როდესაც დაიწყეს პირამიდების აგება. იმის გათვალისწინებით, რომ გიზა ამჟამად კაიროს ნაწილია, გზაც ქალაქის საზღვრებშია და, შესაბამისად, შეიძლება ეწოდოს ქუჩა. ამ ქუჩის სიგრძე დაახლოებით 20 კმ-ია და მთავრდება ნილოსის ნაპირებთან.

საინტერესოა, რომ ეს გზა ცნობილი შეიქნა მას შემდეგ, რაც XX საუკუნის 90-იან წლებში მის შესახებ შეიტყვეს გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა.

9 ივლისის ქუჩა
9 ივლისის ქუჩა

ყველაზე ფართო ქუჩა

9-დე-ხულიო-ავენიუ (9 ივლისის ქუჩა) _ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის ქუჩა ყველაზე ფართო ქუჩაა მსოფლიოში. მისი სიგანე 110 მ-ია.

ქუჩის მშენებლობა 1937 წელს დაიწყო, ძირითადი ნაწილი 1960 წელს დასრულდა, საბოლოო სახე კი 9-დე-ხულიო-ავენიუმ 1980 წელს მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here