Home რუბრიკები პოლიტიკა უსაფრთხოება ან ერთია ყველასთვის, ან არავისთვის არ არის

უსაფრთხოება ან ერთია ყველასთვის, ან არავისთვის არ არის

რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების რევიზიას ახორციელებს

177

როგორ მოიქცევა საქართველო _ გახდება ყველასთვის ერთიანი უსაფრთხოების წევრი თუ დარჩება ქაოსის სივრცეში ნატოსა დადასავლელი სტრატეგიული მეგობრებისიმედად, რომლებსაც ჩვენთვის თითი თითზე არ დაუდიათ არასოდეს და არც აწი არ დაადებენ?

1 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წერილი გაუგზავნა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, აგრეთვე, აშშ-ისა და კანადის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებს. საზოგადოდ, მიმართვის ადრესატებს წარმოადგენენ ეუთო-ს ქვეყნები, ეს კი არის 57 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად. წერილში აღწერილია რუსეთის შეშფოთება მსოფლიოში მზარდი საფრთხეების თაობაზე, დეტალურად არის ასახული რუსეთის თვალაზრისი უსაფრთხოების გარანტიების საკითხების მიმართ აშშ-ის პასუხზე. კერძოდ, ნათქვამია:

“2022 წლის 26 იანვარს აშშ-ისა და ნატოს მხრიდან ჩვენს წინადადებებზე მიღებული პასუხი ადასტურებს არსებით განსხვავებებს ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის გაგებაში. აუცილებლად მიგვაჩნია დაუყოვნებლივ მოვფინოთ ნათელი ამ, დიალოგის პერსპექტივის კუთხით განმსაზღვრელ საკითხს:

ევროპის უსაფრთხოების ქარტია, რომელიც 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში ეუთოს სამიტზე გაფორმდა, აყალიბებს ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოების ძირითად უფლებებსა და ვალდებულებებს უსაფრთხოების განუყოფლობაზე. ხაზგასმულია თითოეული მონაწილე სახელმწიფოს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ან შეცვალოს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა, მათ შორის სამოკავშირეო ხელშეკრულებები, მათი ევოლუციის კვალობაზე, აგრეთვე, ნეიტრალიტეტი. ქარტიის იმავე პუნქტში პირდაპირაა განსაზღვრული თითოეული სახელმწიფოს ვალდებულება, არ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. იქვე ნათქვამია, რომ არც ერთ სახელმწიფოს, სახელმწიფოთა ჯგუფს ან ორგანიზაციას არ შეიძლება მიენიჭოს უპირატესი პასუხისმგებლობა ეუთოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე ან მისი რომელიმე ნაწილი მისი გავლენის სფეროდ მიიჩნიოს. 2010 წლის დეკემბერში ასტანაში ეუთოს სამიტზე ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა მოიწონეს დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს ურთიერთდაკავშირებული ვალდებულებების ამ ერთიან პაკეტს”.

ამ სიტყვების შემდეგ რუსული მხარე აღწერს, როგორ ესმის მას თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპი და დეტალურად მიუთითებს საერთაშორისო შეთანხმებებისა და ვალდებულებების პუნქტებს. ის აცხადებს, რომ დასავლეთი თვით პრინციპის ინტერპრეტაციას ეწევა და ხელშეკრულებებსა და ვალდებულებებს შერჩევითად (მათთვის მომგებიანობიდან გამომდინარე) იყენებს:

ნიშანდობლივია, რომ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარებაზე დიალოგისთვის მზადყოფნაზე საჯარო დასტურისას დასავლეთის წარმომადგენლები გულმოდგინედ ერიდებიან 1999 წლის ევროპული უსაფრთხოების ქარტიისა და ასტანის დეკლარაციის ხსენებას. ისინი იშველიებენ მხოლოდ ეუთოს ადრეულ დოკუმენტებს, განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ 1990 წლის პარიზის ქარტიას ახალი ევროპისთვის, რომელიც არ შეიცავს სხვების ხარჯზე საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების დაუშვებლობისუხერხულვალდებულებასდასავლეთში ასევე ცდილობენ, უგულებელყონ ეუთოს ერთერთი საკვანძო დოკუმენტი 1994 წლის ქცევის კოდექსი უსაფრთხოების სამხედრო და პოლიტიკური ასპექტების შესახებ, რომელშიც პირდაპირაა ნათქვამი, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების არჩევისას, მათ შორის გაერთიანებებში გაწევრებისას, სახელმწიფოებიგაითვალისწინებენ სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ლეგიტიმურ ინტერესებსთუმცა, დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ უსაფრთხოების პრინციპებიდან მხოლოდ მათთვის საჭირო პოზიციების ამოგლეჯას, კერძოდ _ სახელმწიფოს უფლებას, თავისუფლად აირჩიოს კავშირები მხოლოდ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უსაფრთხოება რომ არ იყოფა, ამ პრინციპს განმარტავენ არჩევითად და მიკერძოებით, ნატოს უპასუხისმგებლო გაფართოებისკენ აღებული კურსის დასაბუთების ჭრილში”.

შემდეგ რუსეთის საგარეო უწყება აჯამებს:

ასე საქმე არ გამოვა. უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ შეთანხმებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ უსაფრთხოება ან ერთიანია ყველასთვის, ან საერთოდ არავინ არ არის უსაფრთხოდქმედებები (ნატოს) ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ ზოგადევროპულ ვალდებულებებს, მათ შორის, აღნიშნული დოკუმენტებით დადგენილ ვალდებულებებსსიტუაცია მოითხოვს პოზიციის გულწრფელ გამორკვევას”.

ამას მოსდევს გზავნილის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი:

ჩვენ გვსურს, მკაფიო პასუხის მიღება კითხვაზე _ როგორ ესმით ჩვენს პარტნიორებს თავიანთი ვალდებულება, არ განამტკიცონ საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზეროგორ წარმოუდგენია თქვენს მთავრობას ამ ვალდებულების პრაქტიკული შესრულება თანამედროვე პირობებში? თუ თქვენ უარს ამბობთ მოცემულ ვალდებულებაზე, გთხოვთ, მკაფიოდ განაცხადოთ ამის შესახებ. თქვენი პასუხი დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ ჩვენი პარტნიორების უნარი, შეთანხმების საფუძველზე იკისრონ ვალდებულებები და დაიცვან ისინიველოდებით ოპერატიულ რეაქციას. ამან არ უნდა დაიკავოს დიდი დრო…”

დიპლომატიური ენიდან ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, რუსეთმა თითოეული ქვეყნისგან მოითხოვა პოზიციის გარკვევა-ჩამოყალიბება: თქვენ ვისთან ხართ: ჩვენთან თუ მათთან _ აშშსა და ნატოსთან?” და დააზუსტა, რომ ელოდება პასუხს უმოკლეს ვადაში. ამაზეა დამოკიდებული, რუსეთი ამა თუ იმ ქვეყანას მტრად განიხილავს თუ მეგობრად.

სერგეი ლავროვი ასევე მოითხოვს, რომ

“რეაქცია მოცემულ გზავნილზე იქნება ეროვნულ ფარგლებში, რადგან აღნიშნული ვალდებულებები თითოეული ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებული იყო ინდივიდუალურად და არა რაიმე ბლოკის სახელით ან მის შემადგენლობაში”.

.., ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვის მხარეს დაიკავებს; იმის მიუხედავად, რომელ სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სხვა კავშირში იმყოფება ის ამჟამად. სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე მხოლოდ დიდი პოლიტიკური პარტიის დასაწყისია. ამ პარტიის შემდეგ სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნება, ვიდრე ახლაა. რუსეთი ახორციელებს თავისი საერთაშორისო ურთიერთობების რევიზიას. უდავოა, რომ ასეთი რევიზია წინ უსწრებს მხოლოდ სერიოზული რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. თუ როგორი იქნება ეს ნაბიჯები, ნაწილობრივ შეიძლება გავიგოთ ამა წლის 4 თებერვლის რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადების ანალიზით.

საინტერესოა, რას უპასუხებს რუსეთის მოცემულ მოთხოვნას ოფიციალური თბილისი ან უფრო მართებული იქნებოდა გვეკითხა: დართავენ კი მას პასუხის გაცემის ნებას? ეყოფა ჩვენს ხელისუფლებას გამბედაობა და ნებისყოფა, სახელმწიფოებრივი ხედვა, გახდეს ყველასთვის ერთიანი უსაფრთხოების წევრი თუ დარჩება ქაოსის სივრცეში ნატოსა დადასავლელი სტრატეგიული მეგობრებისიმედად, რომლებსაც ჩვენთვის თითი თითზე არ დაუდიათ არასოდეს და არც აწი არ დაადებენ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here