მთავარი ყველაზე ყველაზე უნიკალური ლიფტები

უნიკალური ლიფტები

563
გააზიარეთ
ფუტურისტული ლიფტი ლუვრში

მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად იყენებს ლიფტს სწრაფი და იოლი გადაადგილებისთვის, თუმცა ბევრი კლაუსტროფობიასაც განიცდის. ყველაზე ლამაზი და უჩვეულო ლიფტები განსხვავდება იმ ჩაკეტილი და პატარა სივრცის მქონე გადაადგილების საშუალებებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. მინის უჩვეულო კაფსულები, ორიგინალური დიზაინი _ ეს არ არის კინორეჟისორის გამოგონება. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე საოცარ ლიფტებს.

ფუტურისტული ლიფტი ლუვრში

ლუვრში არსებული ჰიდრავლიკური ლიფტი მუზეუმის ერთ-ერთი თავისებურებაა. ჩვეულებრივი კაბინის ნაცვლად იატაკიდან აღმართულია ცილინდრის ფორმის პლატფორმა, რომელსაც დამთვალიერებლები მეორე სართულზე აჰყავს. ლიფტის შახტის გარშემო განლაგებულია უჩვეულო სილამაზის ხრახნული კიბე.

უმედას ოფისების შენობის ლიფტი
უმედას ოფისების შენობის ლიფტი

უმედას ოფისების შენობის ლიფტი

ოფისების შენობა Umeda Hankyu Building-ი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მდებარეობს. აღჭურვილია მინის უზარმაზარი ლიფტებით. ნიუ იორკში არის სტუდია, რომელშიც არის უფრო ნაკლები ზომის ლიფტები, მათში 80-ზე მეტი ადამიანი ეტევა. მიზეზი, რომლის გამოც ლიფტები უზარმაზარი ზომებისაა, არის ის, რომ მე-15 სართულს ზევით არის ოფისები და იქ მომუშავე ადამიანთა დიდ რაოდენობას ერთდროულად უწევს ასვლა-ჩასვლა.

“გლობან არენა”
“გლობან არენა”

გლობან არენა

“გლობან არენა” _ სტოკჰოლმში (შვედეთი) მდებარე ნაციონალური სტადიონია. შენობა, რომელიც აგებულია 110 მ დიამეტრის სფეროს სახით, დღეს ყველაზე დიდ სფეროსებრ ნაგებობად ითვლება. “გლობან არენას” გარეთა მხარეს დამონტაჟებულია ლიფტი _ თავისებური გადასახედი მოედანი. ორ სფეროსებრ ვაგონს დამთვალიერებლები 20 წუთის განმავლობაში აჰყავს შენობის ყველაზე მაღალ წერტილზე და მათ ქალაქის ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

გისოსებიანი ლიფტი საზღვაო მუზეუმში
გისოსებიანი ლიფტი საზღვაო მუზეუმში

გისოსებიანი ლიფტი საზღვაო მუზეუმში

მუზეუმ “ვიქტორიის” საზღვაო განყოფილებაში არის ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი ლიფტი, რომლითაც ფრინველები გადაჰყავთ. მუზეუმის შენობაში ოდესღაც იყო სასამართლო, ლიფტი კი განკუთვნილი იყო ბრიტანეთის კოლუმბიის უზენაესი მოსამართლე თეოდორ ლევისთვის. ლიფტის მოოქროვილი და ლურჯი ნაწილები პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.

კორპორაცია “ლოიდის” ლიფტი
კორპორაცია “ლოიდის” ლიფტი

კორპორაციალოიდისლიფტი

სადაზღვევო კომპანია “ლოიდის” ლონდონში მდებარე ოფისი თანამედროვე არქიტექტურული აზრის ნათელი ნიმუშია. თვით შენობას მისი გაბედული დიზაინის გამო უწოდებენ “სახლს შიგნიდან”. ყველა მილი, კიბე თუ ლიფტი შიგა სივრცის ეკონომიისთვის განლაგებულია გარეთა მხარეს.

სასტუმრო “ლუქსორის” დახრილი ლიფტები
სასტუმრო “ლუქსორის” დახრილი ლიფტები

სასტუმროლუქსორისდახრილი ლიფტები

ლას-ვეგასში (აშშ) მდებარე სასტუმრო-სამორინე “ლუქსორის” ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს დახრილი ლიფტები. აღსანიშნავია, რომ თვით სასტუმრო ეგვიპტის ერთ-ერთ პირამიდას ჰგავს. სასტუმროს ლიფტები საკმაოდ განიერია და მოძრაობს 39 გრადუსით დახრილ სიმაღლეზე.

ლიფტი “მოქცევა”
ლიფტი “მოქცევა”

ლიფტიმოქცევა

ლიფტი “მოქცევა” დამონტაჟებულია მსოფლიოში ყველაზე დიდ საკრუიზო ლაინერ Oasis of the Seas-ის ბორტზე. ლიფტის შიგნით მოწყობილია ბარი, პირველი გემბანიდან ბოლო გემბანზე ასვლას 8 წუთი სჭირდება.

Autostadt Silos
Autostadt Silos

Autostadt Silos

ნაგებობა Autostadt Silos-ი მდებარეობს ქალაქ ვოლფსბურგში (გერმანია), კომპანია “ფოლკსვაგენის” მთავარი ოფისის ახლოს. ეს არის მრავალდონიანი შენობა, რომელიც გადაკეთებულია ავტოფარეხების კომპლექსად, 800 მ სიგრძის მიწისქვეშა გვირაბიდან სპეციალური სატრანსპორტო ლიფტით ავტომობილები აჰყავთ ბუნკერამდე, საიდანაც სატრანსპორტო საშუალება სპეციალური ამწეკრანით მიაქვთ ქარხანა “ფოლკსვაგენის” სპეციალურ ადგილამდე.

ფოლკერკის ბორბალი
ფოლკერკის ბორბალი

ფოლკერკის ბორბალი

ეს არის გემების ასაწევი მბრუნავი ლიფტი, რომელიც ააგეს შოტლანდიის ქალაქ ფოლკერკში. მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. ორიდან ერთ ნაკვეთურში შედის გემი და იწვევს ბორბლის ბრუნვას _ ზედა ნაკვეთური ეშვება ქვევით, ხოლო ქვედა _ ადის მაღლა. ნაგებობის სიმაღლე 24 მეტრია.

აკვასახლი
აკვასახლი

აკვასახლი

ბერლინის (გერმანია) სასტუმრო “რედისონ ბლუს” აკვასახლი წარმოადგენს გასართობ კომპლექს Berlin SeaLife Centra-ის ნაწილს. ამ შენობაში ლიფტი გამჭვირვალეა და მდებარეობს უზარმაზარ აკვარიუმში, რომელშიც 3 ათასამდე თევზი ბინადრობს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here