მთავარი საზოგადოება უნგრეთი მილიარდებს ხარჯავს დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად

უნგრეთი მილიარდებს ხარჯავს დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად

312
გააზიარეთ
ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი, საზოგადოების ფართო მხარდაჭერით, უარს ამბობს მოსახლეობის შევსებაზე საერთო ევროპული სქემით _ მიგრანტებით

მასალაში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, მოთხრობილია დემოგრაფიული კრიზისის წინაშე მყოფ ევროკავშირის წევრქვეყანა უნგრეთში შექმნილ ვითარებაზე. 10-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მთავრობა ყველანაირად ცდილობს, საკუთარი ძალებით მოაგვაროს დემოგრაფიული პრობლემები და უარს ამბობს, ეს პრობლემა სხვადასხვა ქვეყნიდან მიგრანტების შეყვანით გადაწყვიტოს, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, საფრანგეთი ან გერმანია. მიუხედაად ამისა, ევროპისწამყვანისახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან უნგრეთის ხელისუფლების მცდელობას, გაზარდოს შობადობა და ქვეყანა იხსნას დემოგრაფიული კატასტროფისგან, ხოლო დასავლური მედია უნგრეთის ხელისუფლებას ნაციონალისტებს უწოდებს. და, როცა ევროკავშირის წევრ ქვეყანას ასეთ დღეში აგდებენუფროსი ძმები”, ხომ წარმოგიდგენიათ, რას დამართებენ ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, თუკი გადავწყვეტთ, უნგრეთს მოვბაძოთ.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ცნობით, უნგრეთის ხელისუფლებამ ახალი ზომები მიიღო ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად.

ადრე უნგრეთის მთავრობამ ახალგაზრდა წყვილებს მილიონი ფორინტის (დაახლოებით 36 ათასი დოლარი) უპროცენტო კრედიტები დაურიგა ვალად, რომელიც ავტომატურად გაუქმდება, თუკი წყვილი 3 შვილს იყოლიებს. ამას გარდა, უნგრეთის მთავრობამ შეღავათიან ფასად დაიწყო ბინების მშენებლობა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გამრავლებას აპირებენ. და აი ახალი ინიციატივა: ოთხშვილიანი ქალები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, თანაც _ სიცოცხლის ბოლომდე.

…თუ ფიქრობთ, რომ დასავლურ მედიასაშუალებებს გულწრფელად უხარია უნგრეთისა და მისი მცირერიცხოვანი, მაგრამ ამბიციური, ხალხის წარმატებები, ეს ასე არ არის. პირიქით _ ბრიტანულიგარდიანი პროგრესული საზოგადოებრიობის საერთო აზრს გამოხატავს საავტორო სვეტში სათაურით “ნაციონალისტი დამრბევები ქალის სხეულის გაკონტროლებას ცდილობენ”. ნაციონალისტების დანაშაული შემდეგია: ანტიქალური პოლიტიკა ინიღბება ქალების დახმარებითიდეა _ ღარიბების თითქოსდა დახმარება _ დამოკიდებულია მათ აღწარმოებაზე (შობადობაზე), ანტიუტოპიას ესაზღვრება.

უნგრეთის გარდა, სტატიაში გალანძღულია პოლონეთი (აქ ქალებს 500 ზლოტს უხდიან ყოველთვიურად ყოველ მომდევნო შვილზე) და ბრაზილია (სადაც სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, კარგა ხანია, მომწიფდა დემოგრაფიული კრიზისი). ასეთი პოლიტიკა უტილიზებულს ხდის ქალის სხეულს მიზნებისთვის, რომლებიც დასახულია ყველაფრისთვის, ოღონდ არა თანასწორობისთვის”, _ ასკვნის მოწინავე სტატიის ავტორი.

…სინამდვილეში მიზეზები, რომელთა გამოც უნგრეთში ასე ზრუნავენ შობადობის მომატებაზე, ასე ვთქვათ, “კომპლექსურია”. რა თქმა უნდა, აქ ადგილი აქვს რადიკალური ფემინიზმის მოდურ სიგიჟეს, რომლის თანახმად, თუ ქალს არ იცავენ _ ეს დანაშაულია მის წინააღმდეგ; თუ იცავენ _ დამამცირებელი პატრონიზმი და, აქედან გამომდინარე, დანაშაული; თუ ქალით აღტაცებულნი არიან _ ეს მისი გადაქცევაა სექსუალურ ობიექტად; თუ ყურადღებას არ აქცევენ _ ეს მისი გაუფასურებაა; თუ შვილის ყოლის გამო ფულს აძლევენ _ ეს ექსპლუატაცია და სექსუალური მონობაა; თუ ფულს არ აძლევენ _ მაშინ ეს ბინძური გენდერული კონკურენციაა და ა.შ., თუმცა არის კიდევ სხვა შემადგენელიც. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, საზოგადოების ფართო მხარდაჭერით, უარს ამბობს მოსახლეობის შევსებაზე საერთო ევროპული სქემით _ მიგრანტებით.

მიღებული ევროპული (ამერიკული, ავსტრალიური და ა.შ.) სქემის მიხედვით, წამყვანი ერები კი არ კვდებიან, არამედ ხდება “დემოგრაფიული გადასვლა”. ეს შინაარსობრივად იგივეა, თუმცა მოსასმენად უფრო სასიამოვნო. თუ მოწინავე ერში ხანდაზმულთა რაოდენობა ძალიან ბევრია, მუშახელი კი _ ცოტა, მუშახელის დანაკლისი სხვა ქვეყნებიდან უნდა შეივსოს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სარგებლიანია (ეს ხომ უკვე გამზადებული სამუშაო ხელია); მეორე და მთავარი _ იმიტომ, რომ პლანეტაზე ისედაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ისინი საკმაოდ ბევრს ჭამენ, სვამენ წყალს, ხარჯავენ რესურსებს და იკავებენ ადგილებს თავიანთი არაეკოლოგიური ავტომობილებით. და, თუ წაიყვან ჭარბ მოსახლეობას იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც შობადობის მხრივ საქმე კარგად არის, სამუშაოს მხრივ კი _ ცუდად, დაასახლებ ქვეყნებში, რომლებშიც შობადობის მხრივ საქმე ცუდად არის, პარალელურად იმუშავებ სხვა ქვეყნებში შობადობის შემცირებაზე, მაშინ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მსოფლიოში დამყარდება სასიამოვნო დემოგრაფიული ბალანსი.

და ამ სქემის მიუხედავად, უცებ იწყებს ურჩობას ევროპული ქვეყანა, რომელიც აცხადებს, რომ სურს, ჰყავდეს თავისი ბავშვები და არ უნდა მოსახლეობის შეცვლა. ეს არასასიამოვნოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ 10-მილიონიან უნგრეთში შეიძლება დაეტიოს მილიონზე მეტი აფრიკელი, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს სხვა ქვეყნებს.

…თუმცა ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო სხვა რამეა. საქმე ის არის, რომ უნგრეთის პრემიერი მართლაც უპრეცედენტო ზომებს მიმართავს ერის კვდომის შესაჩერებლად (უნგრეთის მოსახლეობა წელიწადში 32 ათასი ადამიანით მცირდება). მაგალითად, ორბანი ატარებს ექსპერიმენტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის.

სახელდობრ: ფაქტობრივად, დღესვე, საველე პირობებში დგინდება, სურს თუ არა მოსახლეობას გამრავლება ევროპული ქალაქური ტიპის უბრალო აღწარმოებისთვის (ეს ხდება მაშინ, როცა ქალს 2 შვილი ჰყავს). აქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი _ შვედეთზე თუ იაპონიაზე, რუსეთზე თუ ბრაზილიაზე, უნგრეთზე თუ ჩინეთზე.

ყველაფერი ეს _ ქალაქური ცივილიზაცია, აშენებულია (მცირე თუ დიდი წარმატებით) კეთილდღეობის მიზნით სამოქალაქო ვარიანტით, ანუ საზოგადოება ფორმალურად შეიძლება იყოს რელიგიური (როგორიც არის, მაგალითად, პოლონეთში ან ირანში), მაგრამ იქ ბედნიერებად ითვლება არა ორი და მეტი შვილის აღზრდა, “როგორც მოუწოდებენ წინაპრები და რელიგია”, არამედ ცხოვრების კომფორტულად მოწყობა და თვითრეალიზაცია.

შემთხვევითი არ არის, რომ მოწინავე ერებში “გამამრავლებლები” არიან რელიგიური თემები, რომლებიც ჯიუტად მისდევენ ტრადიციონალიზმს; აშშ-ში _ ამიშები და მორმონები; ისრაელში _ ორთოდოქსები; საფრანგეთში _ პირველი ორი თაობის აფრიკელი მიგრანტები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ წარმოდგენა მშვენიერებაზე; რუსეთში _ “ერთგული მორწმუნეები”: ქრისტიანები და მუსლიმები. ეს ადამიანები დემოგრაფიულად ეფექტიანები არიან, იმიტომ, რომ აქვთ ტიპური თანამედროვე წარმოდგენა ბედნიერებაზე. ამ კონტექსტში უნგრეთი, ურბანიზებული ქვეყანა, საკმაოდ სარწმუნო პასუხს იძლევა შეკითხვაზე _ “სიცოცხლისუნარიანია თუ არა თანამედროვე სოციალური მატრიცა” თვითწარმოების კუთხით, თუკი ყველა მეთოდით ხდება შობადობის წახალისება? თუთანამედროვე ქალაქური ტიპისადამიანები არ გამრავლდებიან, მაშინ სოციალური წყობის ახალი ფორმები იქნება გამოსაგონებელი.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here