მთავარი საზოგადოება უმდაბლეს ნიშნულზე შემოსავალია, უმუშევრობის დონე კი არა, ბატონებო, იმ მოსახლეობის შემოსავალი, რომელზეც,...

უმდაბლეს ნიშნულზე შემოსავალია, უმუშევრობის დონე კი არა, ბატონებო, იმ მოსახლეობის შემოსავალი, რომელზეც, წესითა და რიგით, უნდა იდგეს სახელმწიფო!

351
გააზიარეთ
ტაქსი

თავდაპირველად კახა ბენდუქიძემ თქვა ხმამაღლა და გარკვევით: რატომ ეძახითტაქსისტებსუმუშევრებს?! ისინი მუშაობენ და ამ საქმით ოჯახსაც არჩენენ, დასაქმებულები არიანო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და, ბედითა თუ უბედობით, “ტაქსისტებისრაოდენობამ საქართველოში ისე მოიმატა, თამამად შეიძლებოდა თქმა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ საქმით არჩენდა ოჯახს და ეს ის შემთხვევაა, როცა არანაირი სტატისტიკა საჭირო არ არის _ ყველგან, დიდ თუ პატარა ქალაქში, “ტაქსიქალაქის განუყოფელი ნაწილია და მათი რაოდენობა ძალიან ბევრია.

“ტაქსების” განსაკუთრებული სიმრავლე დედაქალაქში შეინიშნებოდა და ეს გასაგებიც იყო. რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობის უმრავლესობა, სწორედ “ტაქსაობით” ირჩენდა თავს, არჩენდა ოჯახს და შესაბამისად, “ტაქსი” არ იყო ძვირი. “ტაქსების” სიიაფეზე აქცენტი წინა ხელისუფლებას არ გაუკეთებია, თავდაპირველად არც ახალ ხელისუფლებას ამოუღია ხმა, მაგრამ, როგორც კი დედაქალაქის მერად კახა კალაძე აირჩიეს, ერთ-ერთი პირველი, რაც მან გააკეთა, “ტაქსების” სიმრავლესა და მგზავრობის სიიაფეზე გაამახვილა ყურადღება. მეტიც, მან აღნიშნა, რომ იტალიაში ცხოვრებისა და ევროპაში მოგზაურობისას დავრწმუნდი, “ტაქსი” ფუფუნებაა და მისით სარგებლობის შესაძლებლობა ყველას არ აქვსო. ჰო, ამას ამბობდა ქალაქის მერი, რომელიც ხელფასს არც ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას იღებდა და არც მერობისას იღებს, ქველმოქმედებას ახმარს და ეს იმიტომ, რომ საკმარისი შემოსავალი აქვს. ნამდვილად არ ვაპირებთ, კალაძის შემოსავლები დავთვალოთ, მით უმეტეს, რომ მან ფული საკუთარი შრომითა და ოფლით იშოვა, მაგრამ ევროპის შედარება საქართველოსთან, რბილად რომ ვთქვათ, დიდი სისულელეა.

დავიწყოთ იმით, რომ თუტაქსიევროპაში ფუფუნებად ითვლება, იმავე ევროპაში თვეში მინიმალური ხელფასი იმდენია, რამდენიც საქართველოში პენსიონერის წლიური პენსია. ჰოდა ურიგო არ იქნებოდა, კალაძეს ჯერ ხელფასების მომატებაზე დაეწყო ზრუნვა და შემდეგ იმ რეგულაციებზე, რომლებიც “ტაქსებისთვის” მოიფიქრა. ფრთიანი ფრაზა _ “ტაქსისტს” ორი დიპლომი უნდა ჰქონდეს” _ სულაც არ იყო რეალობიდან შორს. “ტაქსაობა” უმრავლესობამ ხომ მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახური დაკარგა და არ უნდოდა, მხართეძოზე წამოწოლილს ეწუწუნა, ფული არ მაქვს, ვერ ვმუშაობო, გაიჭირვა, მანქანა იყიდა და ქუჩაში გავიდა. ეს ადამიანები ახლა უმუშევრები დარჩნენ და ახლა იმასაც ვიგებთ ნელ-ნელა, რომ ყველაფერი მარტივი და ლამაზი არ ყოფილა. უფრო კონკრეტულად კი…

დედაქალაქში მომუშავე ყველა “ტაქსი” თეთრი რომ უნდა იყოს, კი იცით. გადაღებვა-გადაკვრამ რომ ჩაიარა, მერე გაირკვა, რომ “ტაქსზე” რეკლამის განთავსება ყველას დამოუკიდებლად არ შეეძლება, საამისოდ ლიცენზიას კონკრეტული კომპანია ფლობს და, რაც მთავარია, ხელშეკრულება 2-3 წელზე იქნება გათვლილი, ანუ მიაკრავთ “ტაქსს” სარეკლამო სტიკერს და, თუ ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტთ, რომ “ტაქსაობა” აღარ გინდათ, ხელშეკრულების თანახმად, მაინც მოგიწევთ რეკლამიანი ავტომანქანით გადაადგილება, რადგან იმ “ტაქსმა” ქალაქში უნდა იმოძრაოს და რეკლამა ხალხს ანახვოს. არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ყურადღებას ჯერჯერობით არავინ აქცევს, მაგრამ დღის წესრიგში ეს პრობლემა აუცილებლად დადგება. ყველაზე მარტივი მაგალითი ვთქვათ: რუსთავიდან თბილისში ღამის ორ საათზეტაქსითწამოსვლას იმ მიზეზით ვერ მოახერხებთ, რომ რუსთავისტაქსიარ არის თეთრი, არ აქვს ლიცენზია და, თბილისში რომ შემოვიდეს, პატრულმა, შესაძლოა, 200 ლარით დააჯარიმოს. რა გამოდის? მოქალაქე ვალდებულია, “ტაქსითბილისიდან გამოიძახოს და დროის გარდა, თანხობრივადაც სერიოზულად იზარალოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ საქმე თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე რუსთავს ეხება, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც მიზეზის გამო, თბილისშიტაქსითწამოსვლა, მაგალითად, ბათუმიდან, მესტიიდან ან ამბროლაურიდან მოგიწიოთ? რა ხდება ამ დროს? მოდიხართ “ტაქსით” და აჩერებინებთ თბილისის შემოსასვლელში, სადაც ახალი “ტაქსი” უნდა გამოიძახოთ, რათა დედაქალაქში გადაადგილება შეძლოთ. სხვაგვარად არ გამოვა, რადგან დასავლეთიდან წამოსული “ტაქსი” თბილისში 200-ლარიან ჯარიმას ხელს აუცილებლად გამოჰკრავს.

ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემას მალე მოაგვარებს და ტაქსებისთეთრად გადაღებვა და ლიცენზიის აღება მალე, ალბათ, საქართველოს მასშტაბით იქნება სავალდებულო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტს ზუსტად ისეთივე სატრანსპორტო კოლაფსი ელის, როგორიც დღეს თბილისშია შექმნილი. გარდა იმისა, რომტაქსებიარ არის საკმარისი, გადააგილება კარგ შემთხვევაში გაორმაგებულია დატაქსიუკვე მართლა გახდა ფუფუნების საგანი. საუბარი მხოლოდ ფუფუნებაზე არ არის, ტაქსების რაოდენობა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ათასობით (და არა ასობით) ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა; იმას ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახს პურის ფულის პრობლემა შეექმნა და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვართ. რამდენიც უნდა იძახონ ახლა კალაძემ თუ მერიის სხვა მაღალჩინოსნებმა, პრობლემა დარეგულირდებაო, ვერ დარეგულირდება, რადგან თუ ვინმეს იმ რეფორმაში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, რომელიც მერიამ გაატარა, მიიღებდა კიდეც. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგა ხანს იქნება ასე და დედაქალაქის ხელისუფლება ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ცენტრალური ხელისუფლება _ შეეცდება თემა მიაძინოს და მიავიწყოს ყველას. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა პრობლემას ყოველდღიურად წააწყდებიან თბილისის მცხოვრებნი და მიძინება, უბრალოდ, არ გამოვა.

ის ადამიანები კი, რომლებიც “ტაქსზე” იძულებით, სამსახურის დაკარგვის გამო დასხდნენ, ახლა მეორედ, ისევ ხელისუფლების ძალისხმევით, რჩებიან საარსებო წყაროს გარეშე და როგორ გინდა, ამ ყველაფრის შემდეგ დაიჯერო, რომ თურმე საქართველოში უმუშევრობის დონე ყველა პერიოდთან შედარებით უმდაბლეს ნიშნულზეა. უმდაბლეს ნიშნულზე უმუშევრობის დონე კი არა შემოსავალია, ბატონებო, იმ მოსახლეობის შემოსავალი, რომელზეც, წესითა და რიგით, უნდა იდგეს სახელმწიფო. მაგრამ გვითხარით, რა არის ჩვენს ქვეყანაში წესისა და რიგის მიხედვით, ეს რომ იყოს? არაფერი, საერთოდ არაფერი და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების უმრავლესობა საზღვარგარეთ წავა სარჩოს საძებნელად. იქ ან გაუმართლებს, ან არა და საქართველოს მოქალაქის გამოთავისუფლებულ ადგილს ისინი დაიკავებენ, ვისაც ასე უშურველად ვურიგებთ მოქალაქეობას და სასათბურე პირობებსაც ვუქმნით.

სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და კარგად გათვლილი. პრობლემის მოგვარებას თურმე არავინ არ შეეცდება და, როგორც ამბობენ, ყველაფერი ცოტა ხნის შემდეგმარტივადმოგვარდება _ ქალაქშიტაქსებისარასაკმარისი რაოდენობის გამო გამოცხადდება ტენდერი, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ კომპანიაზე. ეს კომპანია იქნება ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლის (უფრო ქალაქის მერიის რომელიმე მესვეურის) და შემოვა დედაქალაქში ახალიტაქსები”, რომლებიც მძღოლებს ზუსტად ისე დაუწესებენ ყოველდღიურსტავკას”, როგორც ეს ყვითელი სამარშრუტოტაქსებისშემთხვევაში მოხდა და ფული, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ათასობით ადამიანის ჯიბეში მიდიოდა, წავა ერთ კონკრეტულ ჯიბეში. ჰო, აბა როგორ გინდათ, თქვენ, ათასებმა პურის ფული იშოვოთ და აგერ, ვიღაცეებს კუნძულის საყიდლად რამდენიმე მილიონი დააკლდეთ?!

თუ ეს მოლოდინი გამართლდება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ჯოხით იქნება გასაგდები. იმიტომ, რომ მოსახლეობის ჯიბეში ხელის ფათური არავის არ უნდა ეპატიოს. ეს ადამიანები არ იპარავდნენ, არ ძარცვავდნენ, ისინი დილიდან საღამომდე მუშაობდნენ იმისთვის, რომ ოჯახები ერჩინათ და ეს სამსახური მათ სახელმწიფომ წაართვა. ჰო, სწორედ სახელმწიფომ და სწორედ რომ წაართვა. ვინც გაბედა და ლიცენზიის გარეშე გადაწყვიტატაქსაობა”, პატრულმა ოპერატიულად დააჯარიმა. თბილისში კლიენტის წამოყვანის შესაძლებლობა მოესპოთ რეგიონებისტაქსისტებსდა როგორც გითხარით, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

ვერ გეტყვით, შეეცდებიან თუ არა ეს ადამიანები წართმეული სამსახურის დაბრუნებას საპროტესტო აქციით, მაგრამ თუ ეს მოხდება, იმედია, პოლიტიკოსები არ გააფუჭებენ ყველაფერს. ეს ხალხის, რიგითი ადამიანების პროტესტი უნდა იყოს და იქ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა გამოჩნდეს, რადგან გასაპროტესტებელი, პოლიტიკა კი არა, ყოველდღიური ყოფაა; ყოფა, რომელიც რამდენიმე ათას ადამიანს ერთ დღეში დაუმძიმდა და თავზე დაემხო.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here