Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინული სცენარი ანტიოქიის ეკლესიისთვის?

უკრაინული სცენარი ანტიოქიის ეკლესიისთვის?

667
უკრაინული სცენარი ანტიოქიის ეკლესიისთვის?

საინფორმაციო სააგენტოებმა ცოტა ხნის წინათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა უკრაინის ეკლესიის მსგავსად ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიბანურ და სირიულ ნაწილებად გაყოფის თაობაზე. ლაპარაკია ერთერთ უძველეს აღმოსავლურქრისტიანულ საპატრიარქოზე. გადმოცემის თანახმად, წმინდა მოციქულებმა _ პეტრემ და პავლემ ის დაახლოებით 37 წელს დააარსეს. ახალი აღთქმის მიხედვით, წმინდა მოციქულთა საქმეების გამო იესო ნაზარეველის მიმდევრებმა პირველად სწორედ ანტიოქიაში უწოდეს თავიანთ თავს ქრისტიანები.

დღეს ანტიოქიის საპატრიარქო პატივის მიხედვით მესამეა მსოფლიოს 15 მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. თუ ალექსანდრიის ეკლესია აერთიანებს აფრიკის ხალხებს, ანტიოქიის ეკლესია თავის მისიას ახორციელებს არაბული სამყაროს ქრისტიანებს შორის. მათ იურისდიქციაშია სირია, ლიბანი, ერაყი, ქუვეითი, გაერთიანებული არაბული საამიროები, ბაჰრეინი, ომანი, აგრეთვე, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში დასახლებული არაბული წარმოშობის მრევლი.

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია 22 ეპარქიისგან შედგება, მათგან 6 სირიაშია, 6 _ ლიბანში. მრევლის რაოდენობა ომამდე შეადგენდა 2 მლნ-ს, მათგან 1 მლნ სირიელია (მოსახლეობის 5%) და 400 ათასი ლიბანელი (10%). სამოქალაქო ომის პერიოდში ისლამისტების ტერორის გამო სირიელი ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებული იყო, ლიბანში გაქცეულიყო. დღეს სირიაში მცხოვრები ქრისტიანების რეალური რაოდენობის, ისევე როგორც მსხვერპლის, შეფასება რთულია, თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მოხსენებების თანახმად, სირიამ დაახლოებით მილიონამდე ქრისტიანი დაკარგა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ეკლესიაა, ხოლო რუსეთის ფედერაცია ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ეხმარება სირიელებს სამოქალაქო ომის შედეგების აღმოფხვრაში, ამასთანავე, არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ეხმარება სირიელ დაჭრილებსა და ხეიბრებს _ ისინი სამკურნალოდ მიჰყავთ რუსეთის კლინიკებში.

ანტიოქიის პატრიარქი
ანტიოქიის პატრიარქი

პატრიარქი იოანე X ხშირად უხდის მადლობას რუს დებსა და ძმებს დახმარებებისთვის, იმისათვის, რომ “გადაარჩინეს სირია და შეუნარჩუნეს ღირსება და პატივი მის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ისტორიულ და წმინდა მიწაზე, რომელიც მოწმეა ქრისტეს ცხოვრებისა უკვე 2000 წელზე მეტია.

ამა წლის თებერვლის დასაწყისში პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის საზეიმო ღონისძიებებზე მოსკოვში ჩასულმა ანტიოქიის პატრიარქმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საგულისხმო სიტყვა წარმოთქვა:

ჩვენ გვინდა, ჩვენი სიმართლის ხმა შესმენილ იქნას, იმიტომ, რომ ჩვენს დროს გაჩუმება უღირსი საქციელია. ჩვენ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ამაზე ხმამაღლა. ამიტომაც მოვუწოდებდით და კვლავაც მოვუწოდებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, სხვა ადგილობრივ ეკლესიებს, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის, თანამშრომლობის გზასჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს მეშვეობით ცდილობენ საეკლესიო პრობლემების ცალმხრივად გადაწყვეტას, რომელსაც შედეგად ამ სამყაროს გახლეჩვისკენ მივყავართ”.

ჟურნალისტების პირდაპირ შეკითხვაზე უკრაინის ეკლესიის მაგალითზე არის თუ არა ანტიოქიის ეკლესიის გახლეჩვის მცდელობა სირიასა და ლიბანში, იოანე X-მ თქვა: “თუ ლაპარაკია მცდელობაზე, რომლებსაც ახორციელებენ გარე ძალები, ანტიოქიის ეკლესიის დასასუტებლად, მაშინ ეს საიდუმლო არავისთვისაა”. თუმცა პატრიარქი დარწმუნებულია, რომ სირიელი ქრისტიანები “მიმდევრები არიან საერთო საქმის, საერთო ამოცანების, საერთო პრინციპების ლიბანსა და სირიაში” და მათთვის მიუღებელია დაყოფა და დანაწევრება. მან, აგრეთვე, აღნიშნა, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი.

2018 წლის ოქტომბერში ანტიოქიის ეკლესიის სინოდის წევრებმა, მოსკოვის პატრიარქის მიერ ყველა ეკლესიისთვის გაგზავნილი წერილის მიღების შემდეგ, მოეწვიათ კრება და განეხილათ ბართოლომეოსის ეკუმენისტური საპატრიარქოს შეჭრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე უკრაინაში, მხარი დაუჭირეს მოსკოვის პატრიარქის წინადადებას საყოველთაო მართლმადიდებლური შეკრების მოწვევის თაობაზე. 2018 წლის 5 ოქტომბერს ბალამანდრის მონასტერში მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ანტიოქიის ელესია გამოხატავს დიდ შეშფოთებას იმ მოქმედებების გამო, რომლებიც იწვევს მართლმადიდებელი ეკლესიების გეოგრაფიის შეცვლას და მიიჩნევს, რომ ისტორიის ცალმხრივად განხილვა არ ემსახურება მართლმადიდებელთა ერთობას, პირიქით _ აღვივებს სიძულვილს და ხელს უწყობს ერთი ეკლესიის შვილების განცალკევებას”.

19 ოქტომბერს ბელგრადში შეხვედრისას სერბეთის პატრიარქ ირინეისა და ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-ის შეხვედრისას ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას. პატრიარქებმა მოუწოდეს ეკუმენისტ პატრიარქს, “აღადგინოს ძმური დიალოგი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რათა ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის წარმომადგენელთა მხარდაჭერითა და მონაწილეობით მოგვარდეს კონფლიქტი ცარეგრადსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის და აღდგეს მშვიდობა მართლმადიდებელ ეკლესიაში”.

ბოლო უნდა მოეღოს სახიფათო ვითარებას მართლმადიდებელ სამყაროში, რომელიც შეიქმნა უკრაინაში, რადგან ეს დანაწევრებით ემუქრება მართლმადიდებელ ეკლესიას”, _ ნათქვამია ორი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ განცხადებაში.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here