Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინელი ქალიშვილის გერმანიაში მკვლელობის შემაძრწუნებელი დეტალები

უკრაინელი ქალიშვილის გერმანიაში მკვლელობის შემაძრწუნებელი დეტალები

541
ნატალიას ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო

რუსსკაია ვესნამგაავრცელა ინფორმაცია ჩერნიგოვის ოლქის მკვიდრის, 25 წლის ქალიშვილის _ ნატალია მიხაილუკის სისხლიანი მკვლელობის შესახებ. პოლიციამ იპოვა მისი დასახიჩრებული სხეული და დააპატიმრა ეჭვმიტანილი _ 64 წლის გერმანელი მოქალაქე, რომელიც იქვე იმყოფებოდა.

გაირკვა, რომ ნატალიას მისი ნათესავები და მეგობრები ეძებდნენ: “არ დაურეკია გარკვეული დროის განმავლობაშიო”. ეტყობა, შეშფოთდნენ, რამე ხომ არ დაემართაო, და პოლიციეს მიმართეს. პოლიციამ იმ ბინასთან სისხლის კვალი შენიშნა, რომელშიც ნატალია ცხოვრობდა და მუშაობდა. შეამტვრიეს კარი და თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალათ: ახალგაზრდა ქალის გვამი, რომელსაც სხეულზე მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სავარძელში იდო. სახლის პატრონიც იქვე იყო.

ნატალია ქალიშვილთან ერთად
ნატალია ქალიშვილთან ერთად

არავითარი ყვირილი წინა დღით არავის გაუგონია.

“მე ამ ქალს არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავდი, რომ ზოგჯერ აქ დიდ ძაღლს ასეირნებდა”, _ აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა. ნატალიას ნაცნობმა ქალმა გვაცნობა, რომ ქალიშვილი ამ ხანშიშესულ გერმანელს უვლიდა. “ძაღლსაც ასეირნებდა, ასმევდა და აჭმევდა პატრონს, ბინას ალაგებდა. თავდაპირველად ბინას ქირაობდა, მაგრამ დიასახლისთან პრობლემები გაუჩნდა: ქირის გადასახადი გაუძვირა ბინის პატრონმა დედაკაცმა. ნატაშა იძულებული შეიქნა, პენსიონერის ბინაში გადასულიყო საცხოვრებლად. მან ცალკე ოთახი გამოუყო, მაგრამ, ქალაქში გასვლა რომ სჭირდებოდა, ბერიკაცი არ უშვებდა, პასპორტიც კი დაუმალა. ეტყობა, შეშინდა, რომ არავინ მოუვლიდა. დაბოლოს მოკლა. დაიღუპა არა მაინცდამაინც 25 რიცხვში, როგორც წერენ, არამედ გაცლებით ადრე. მისი სხეული ბინის პატრონს დამალული ჰქონდა. საშინელებაა!” _ წუხს ნატალიას მეგობარი.

ბინის პატრონი დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი. პოლიციამ ინვალიდის სავარძელში ჩამჯდარი და ზეწარგადაფარებული გამოიყვანეს შენობიდან, ჩანს, ჟურნალისტებს უმალავდნენ.

პოლიცია სხვას არაფერს იუწყება და დუმილს გამოძიების სპეციფიკით ამართლებს. ნატალიას უკრაინაში, მშობლიურ ქალაქ ზასტავნაში 8 წლის გოგონა _ ნასტია დარჩა. ბავშვი დაღუპულის მშობლებთან ცხოვრობს; ასევე დარჩა ქმარი _ ალექსანდრე, ბუკოვინაში ცნობილი სპორტსმენი.

ნატალიას ჰყავდა ძაღლი, რომელიც “მუშა ძაღლების სკოლაში” დაჰყავდა. ამ კლუბის წევრებმა პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია ტრაგედიის შესახებ.

გერმანიაში საშოვარზე კარგა ხნის წინათ ნატალიას მამა დადიოდა. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახის უფროსი იქ სამ თვეს რჩებოდა, შემდეგ უკრაინაში ბრუნდებოდა, როგორც ყველა აქაური, რომლებიც ცდილობენ, ცოტათი მაინც შეეხიდონ საკუთარ ოჯახებს მატერიალურად, ფინანსურად”, _ ამბობს ოჯახის მეგობარი.

ნატაშამაც გადაწყვიტა, საშოვარზე წასულიყო ევროპაში. იყო რამდენიმეჯერ. უმართლებდა. თუმცა ფულის მშოვნელის ამპლუაში ყოფნა მაინცდამაინც არ მოსწონდა. შინ დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს. ქალიშვილი თურმე ეუბნებოდა ერთ მეგობარს, რომ აღარ სურდა გერმანიაში ჩასვლა საშოვარზე.

ნატალიას მეგობრებმა დაკრძალვის თანხა შეაგროვეს, ახლა ოჯახის დასახმარებელ თანხას უყრიან თავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here