Home რუბრიკები ეკონომიკა უკრაინელები ვეგეტარიანელებად აქციეს: ხორცი და “სალო” ძალიან გაძვირდა

უკრაინელები ვეგეტარიანელებად აქციეს: ხორცი და “სალო” ძალიან გაძვირდა

1482
უკრაინელები ვეგეტარიანელებად აქციეს: ხორცი და “სალო” ძალიან გაძვირდა

იანვრის ბოლოს უკრაინაში .. ხორცის კალათის ღირებულებამ საშუალოდ 529 გრივნას (19,5 აშშ დოლარს) მიაღწია, რაც ერთი წლის წინანდელზე 40 პროცენტით მეტია. სავაჭრო ქსელების მიმწოდებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსეი დოროშჩენკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემდეგი მონაცემები:

“ერთი წლის განმავლობაში ხორცის ყველა სახეობა 29-დან 80 პროცენტამდე გაძვირდა: კერძოდ, “სალო” (დამუშავებული ქონი) _ 80 პროცენტით, ღორის ხორცი _ 55 პროცენტით, მოხარშული ძეხვი _ 34 პროცენტით, ქათამი _ 31 პროცენტით, ქათმის ფილე _ 30 პროცენტით, საქონლის ხორცი _ 29 პროცენტით”.

მანვე აღნიშნა, რომ 2017 წელთან შედარებით ერთი კილოგრამი ღორის ხორცის ფასი 39 გრივნით გაიზარდა (1,44 დოლარი), “სალოს” _ 32 გრივნით (1,18 დოლარი), საქონლის ხორცის _ 26 გრივნით (0,98 დოლარი), მოხარშული ძეხვისა და ქათმის ფილესი _ 21-21 გრივნით (0,78 დოლარი), ქათმის _ 13 გრივნით (0,48 დოლარი).

დოროშჩენკოს აზრით, გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here