Home სხვადასხვა დაიჯესტი უზბეკეთი სატრანზიტო მატარებლებს დაძრავს აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით

უზბეკეთი სატრანზიტო მატარებლებს დაძრავს აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით

768
უზბეკეთი სატრანზიტო მატარებლებს დაძრავს აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით

კომპანიაუზბეკეთის რკინიგზაგეგმავს 2020 წლის გაზაფხულისთვის სატრანზიტო მატარებლები აამოძრაოს საქართველოსა და აზერბაიჯანისკენ, იუწყება კომპანიის საინფორმაციო სამსახური.

20 დეკემბერს ტაშკენტში გაიმართა აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელების შეხვედრა ამ ხუთ ქვეყანას შორის მულტიმოდალური საერთაშორისო მარშრუტის განვითარების საკითხებზე. აღნიშნული მარშრუტით პირველი საპილოტო სატრანზიტო მატარებლის გავლა დაგეგმილია 2020 წლის პირველ კვარტალში.

სხდომის მონაწილეებმა დაადგინეს სატრანზიტო ტარიფებისა და ტვირთების გადაზიდვის ერთიანი პირობები, განიხილეს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის საკითხები. შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ერთიან საკოორდინაციო კომიტეტს, რომელშიც შევლენ მონაწილე ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელები. კომიტეტის თავმჯდომარეობა დაეკისრება უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დამთავრდა 2017 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 6,5 მილიონ ტონაზეა გაანგარიშებული. წლის განმავლობაში ნავარაუდევია მილიონამდე მგზავრის გადაყვანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here