Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრანსგენდერმა პენსიონერმა 5,5 მილიონი დოლარი მოიგო და ქალიშვილად იქცა

ტრანსგენდერმა პენსიონერმა 5,5 მილიონი დოლარი მოიგო და ქალიშვილად იქცა

2368
მელისა ედი

57 წლის მელისა ედმა ეროვნულ ლატარიაში 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი (5,5 მილიონი დოლარი) მოიგო და გადაწყვიტა, გაახალგაზრდავებულიყო სახის კორექციის საშუალებით. კოსმეტიკური პროცედურები ამ ქალბატონს 3 ათასი დაუჯდა.

შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 57 წლის ქალბატონმა შეიშხაპუნა ბოტოქსი, მოიცილა ღაბაბი, ნაოჭები, დაიბერა ტუჩები, რაღაც სხვა პროცედურებიც ჩაიტარა და, როგორც ზღაპარში გომბეშოდან ლამაზი ასული,  მომხიბლავ ქალიშვილად გამოგვეცხადა.

მილიონერის საქმრომ რეიჩელ ნასონმა აღიარა, რომ საცოლე ახლა უფრო მოსწონს, რადგან სრულად შეესაბამება მის გემოვნებას, ხოლო მისი რჩეულის “ყოფილ სახის კანს” გაპუტული ინდაურის კანს ამსგავსებს.

მელისა კი მიღწეულით არ კმაყოფილდება და აპირებს, გაიკეთოს ოპერაცია, რომელიც მის სახეს უფრო გაანაზებს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here