Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველოს მარკშაიდერი პრეზიდენტი

სტალინი და საქართველოს მარკშაიდერი პრეზიდენტი

1470
სტალინი

ბერნარდ შოუს სიტყვები რომ გცოდნოდათ, მარკშაიდერო, იმ სისულელეს ხომ არ წამოროშავდით, რომლისთვისაც დაგცინიან?!

მესმის, რომ ეს წერილი გულს ატკენს თქვენს აღმატებულებას, მაგრამ რა გაეწყობა? თვალი უნდა გავუსწორო სიმართლეს, რარიგ არასასიამოვნოც უნდა იყოს იგი, და არ მეშინოდეს სიმართლის თქმისა, რარიგ არასასურველიც უნდა იყოს იგი

ამონარიდი სტალინის წერილიდან ჩერჩილისადმი,

1941 წლის 3 სექტემბერი

“სტალინი ძალიან ბევრს კითხულობდა და წაკითხულს უამრავ კომენტარს უკეთებდა. კითხულობდა არა მხოლოდ, როგორც უმაღლესი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე კითხულობს დოკუმენტებს, არამედ კითხულობდა, როგორც მთავარი რედაქტორი და უზარმაზარი სახელმწიფოს მთავარი პოლიტიკური და სულიერი ცენზორი; კითხულობდა, აგრეთვე, როგორც ჩვეულებრივი დაინტერესებული და, ამასთანავე, მგზნებარე ადამიანი, რომელიც იქვე, წიგნზე, სტატიაზე, სახელმძღვანელოზე, რომანისა თუ კინოსცენარის ხელნაწერზე ტოვებდა კომენტარებს. აი, ეს არის, თუმცა მცირე, მაგრამ მაინც ხელჩასაკიდი მასალა, რომელიც შეიძლება სტალინის სულში შეღწევაში დაგვეხმაროს”.

ქალბატონო პრეზიდენტო! ცოდნა არც ქათმის გრიპია და არც ღორის, რომ გადაგედოს. სარკეში პოზირების გარდა, ისტორიის წიგნშიც რომ ჩაიხედოთ, ცუდი არ იქნება, მაგრამ არა, არ მგონია, აწი რამე ისწავლოთ, თქვენ აქამდე უნდა გესწავლათ და უკვე მიღებულ ცოდნას ახლა იმ მაღალ თანამდებობას უნდა ახმარდეთ, რომელზეც ბრძანდებით.

არადა, ორად ორ წინადადებაში სრულად გამოამჟღავნეთ უახლესი ისტორიის უცოდინარობა, მსოფლიოს წინაშე თავი მოიჭერით. ქვეყნის პირველი დიპლომატის (სააკაშვილისდროინდელი), ქვეყნის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიერ მსოფლიოს პირველ დიპლომატად აღიარებული და ყველა დროის უდიდესი მხედართმთავრის, დედამიწის ერთი მეექვსედის მფლობელის ისეთი დახასიათება, რაც ფრანგულ ტელევიზიაში განაცხადეთ, სრული ნონსესია!

ზემომოყვანილი ამონარიდი ბორის ილიზაროვს ეკუთვნის, თუმც კი დაქირავებულს, მაგრამ ოდნავ ნამუსშენარჩუნებულ მკვლევარს სტალინის ფენომენისა და ავტორს წიგნისა “სტალინი _ შტრიხები პორტრეტისათვის მისი ბიბლიოთეკისა და არქივის ფონზე”. მას განხილული აქვს სტალინის ბიბლიოთეკის თაროებზე არსებული 20 000 სქელტანიანი ტომი, რომლებიც აჭრელებულია სხვადასხვა შენიშვნითა და ჩასწორებით.

არაკომპეტენტური, უცოდინარი ცილისმწამებლის განცხადებაა ის, რომ სტალინმა რუსული ენა ცუდად იცოდა. ეს მაშინ, როდესაც სტალინს უამრავი იმხანად ცოცხალი კლასიკოსის ნაწარმოები აქვს ჩასწორებული, რომ არაფერი ვთქვათ საბჭოთა ჰიმნის ტექსტზე, რომელიც მიხალკოვმა და ელრეგისტანმა შექმნეს, და ამ ჰიმნს ერთ-ერთი სტროფი სწორედ სტალინის მითითებით დაემატა.

თეოლოგიის პროფესორი სერგეი ნიკოლოზის ძე პავლოვი ამბობს:

კოსმოსური მასშტაბის სისულელეა იმის მტკიცება, რომ თითქოს სტალინმა რუსული არ იცოდა და თავის მშობლიურ ქართულშიც მოიკოჭლებდა. ასეთი ხმები მას ტროცკიმ დაუყარა, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში სტალინი ტლუ, გაუთლელ ადამიანად რომ წარმოეჩინა და მისი კომპრომეტაცია მოეხდინა, მაგრამ, რით დასრულდა ეს მცდელობა, ისტორიას ახსოვს… დავიწყოთ იმით, რომ სტალინი არა მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებს ფლობდა ბრწყინვალედ, არამედ მან სრულყოფილად იცოდა სომხური და აზერბაიჯანული ენებიც. ხოლო სემინარიაში სწავლის პერიოდში სტალინი ლათინურის ცოდნით აოცებდა მასწავლებლებს. გარდა იმისა, რომ უზადოდ ფლობდა “მკვდარ ენას”, რამდენიმე ტექსტიც კი თარგმნა რუსულად და მხოლოდ იმიტომ არ გამოქვეყნდა ისინი, რომ სემინარიელი ჯუღაშვილი რევოლუციური მოღვაწეობისთვის სასწავლებლიდან გარიცხეს. როგორც პარტიული არქივების გამოკვლევების შედეგად გაირკვა, სტალინმა სულ ცხრა ენა იცოდა _ ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ლათინური, ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ესპანური”.

პავლოვის შეფასებას ადასტურებს ჩანაწერები სტალინის ძველი მეგობრისა და თანამებრძოლის _ არტემ სერგეევისა, რომლის ვაჟიც შემდგომში სტალინის შვილობილი გახდა. ჩანაწერებში ვკითხულობთ:

“1909 წელს მე და კობა ჟენევაში ლენინთან გავემგზავრეთ, რათა ემიგრაციაში მყოფი ილიჩისა და სხვა ამხანაგებისთვის ექსპროპრირებული 25 ათასი ოქროს მანეთი ჩაგვეტანა, რომლებსაც ისინი ფრანკებზე ცვლიდნენ და ცხოვრებისა და პროპაგანდისტული მუშაობისთვის იყენებდნენ. კობას ღვთისმეტყველი ივანე ლაზარევის საბუთი ედო ჯიბეში და ცალ-ცალკე ვმგზავრობდით, გვერდიგვერდ კუპეებში. თანხა მე მქონდა გადამალული ორფსკერიან საკვოიაჟში, რომელიც ათასი წვრილმანით იყო გამოტენილი. მე და კობა წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები, რომ, თუკი შევფერხდებოდით, ერთმანეთს მთავარი ფოსტის შენობასთან შევხვედროდით, რომლის ახლოსაც ლენინი ცხოვრობდა. მე საბაჟო წარმატებით გავიარე და ფეხი ავითრიე, კობას გამოსვლას ველოდი, მაგრამ ის ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა და პიროვნების დასაზუსტებლად ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა…”

მოგვიანებით, ერთ-ერთმა მაშინდელმა რიგითმა პოლიციელმა, მომავალში კი გენერალმა ფრიც მაიერმა, თავის მემუარებში (გამოქვეყნდა 1957 წელს) ასე აღწერა სტალინის იდენტიფიცირების სცენა: “იმ პერიოდში შვეიცარიაში უამრავი რუსი რევოლუციონერი-ემიგრანტი ცხოვრობდა. მათთან კი ხშირად ჩამოდიოდნენ ვიზიტორები და რუსეთის “ოხრანკა” მათზე ინფორმაციის მოწოდებას გვთხოვდა. თუკი ვიზიტორები ძებნილები აღმოჩნდებოდნენ, ჩვენ უნდა დაგვეკავებინა და მათი რუსეთში ჩაყვანა უზრუნველგვეყო. ჩვენ გვქონდა რევოლუციონერ-ძებნილთა აღწერილობები. ერთერთ აღწერილობას ნაწილობრივ ემთხვეოდა ივანე ლაზარევის პასპორტის მქონე ახალგაზრდა კაცის მონაცემები. ჩვენ ის იქვე, პოლიციის განყოფილებაში მივიყვანეთ. დაკავებული ისე მშვიდად იყო, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ის რუსეთის იმპერიის მიერ ნომერ პირველი ძებნილი იოსებ ჯუღაშვილი, იგივე კობა, მოგვიანებით კი _ სტალინი იქნებოდამან გვითხრა, რომ კათოლიკე მღვდელი იყო და თავისი სიტყვების დასტურად ლათინურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე სახარების ფრაგმენტები ზეპირად წაგვიკითხა. ბოლოს დააყოლა, რომ შვეიცარიაში მოძმე კათოლიკების მოსანახულებლად და ახალაგებულ ტაძარში მოსალოცად ჩამოვიდაამ სიტყვების შემდეგ დაკავებული მაშინვე გავუშვით და ეჭვიც არავის შეჰპარვია მისი ნათქვამის სიმართლეში…”

სტალინმა ბევრი უტრიალა “ვეფხისტყაოსნის” ბალმონტისეულ თარგმანს, რამდენჯერმე ჩაასწორა, მაგრამ სასურველ დონემდე მაინც ვერ აიყვანა. ის უკმაყოფილო იყო რუსულ ენაზე “ვეფხისტყაოსნის” დაბალ დონეზე თარგმნისა, სანამ შალვა ნუცუბიძის მიერ რუსულ ენაზე ნათარგმნი ვერსია არ ნახა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა, რომ სტალინს “ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე თავი უკვე ნათარგმნი ჰქონდა რუსულ ენაზე.

ნუცუბიძის მიერ ნათარგმნ და 1940 წელს გამოცემულ “ვეფხისტყაოსნის” სასიგნალო ეგზემპლარში სტალინმა გარეკნიდან დაწყებული ბოლო აბზაცამდე 300-მდე შესწორება შეიტანა. სტალინის მიერ ნათარგმანი ერთი სტროფი კი შესულია “ვეფხისტყაოსნის” რუსული თარგმანების ყველა ვარიანტში.

სტალინმა რუსულად თარგმნა ბესიკის ურთულესი ლექსი “ტანო ტატანო” და ჩახრუხაძის რამდენიმე ლექსი, რომლის თარგმანებიც “გოსიზდატის” უფროს ჩაგინის მეუღლემ სტალინის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს გადმოსცა.

შალვა ნუცუბიძის მიერ რუსულად ნათარგმნი “ვეფხისტყაოსნის” მთავარ რედაქტორად სტალინი იყო მითითებული, მაგრამ მისი მკაცრი გაფრთხილება ჩაგინის მიმართ, სიტყვა სტალინი არ ყოფილიყო გამოყენებული “ვეფხისტყაოსნის” გამოცემაში, კანონად იქცა.

ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე იაკოვლევი იგონებს:

სტალინი გამართული რუსული ენით, მაგრამ ოდნავ შესამჩნევი კავკასიური აქცენტით ლაპარაკობდა. ხშირად ვიწრო წრეში საკითხის განხილვისას ფურცელსა და ფანქარს გადასწევდა ხოლმე ვინმესკენ და ეუბნებოდა: _ დაწერეთ, თვითონ კი კარნახობდა; უმოწმებდა, როგორ წერდა იგი. მეც რამდენჯერმე მომიწია მისი კარნახით ავიაციის საკითხებზე დადგენილების დაწერა. იგი გკარნახობთ, ხანდახან უკან ჩერდება და დახედავს, რა გამოგდის. ერთხელ ჩემთანაც შეჩერდა, დააცქერდა დაწერილს და ჩემივე ხელით ფანქრით მძიმე დასვა.

სხვა დროს არც ისე მოხდენილად გავმართე ფრაზა. მან მითხრა:

_ ქვემდებარე, მგონი, თავის ადგილზე არ არის, აი, როგორ უნდა. და გაასწორა.

ამის შემდეგ ყურადღებით გადავიკითხე რუსული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო.

_ თუ ადამიანს არ ძალუძს თავისი აზრის წიგნიერად და ზუსტად გამოთქმა, _ თქვა ერთხელ სტალინმა, _ მაშასადამე, იგი ასევე უსისტემოდ, ქაოსურად აზროვნებს. როგორ მოუვლის ასეთი კაცი მინდობილ საქმეს?”

ანდრეი გრომიკო: “ არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, სტალინის სმენას გამოჰპარვოდეს ან არასაკმარისი სიზუსტით გაეგოს პარტნიორების რამე მნიშვნელოვანი გამონათქვამი კონფერენციაზე. პირდაპირ ნთქავდა მათი სიტყვების აზრს. მისი ყურადღება, მეხსიერება, თუ დღევანდელი დროით ვიმსჯელებთ, ელექტროგამომთვლელ მანქანასავით იყო. ლივადიის სასახლეში სხდომის დროს მივხვდი, რა შეუდარებელი ღირებულებები ჰქონდა ამ ადამიანს”.

პაბლო პიკასო
პაბლო პიკასო

ქალბატონო პრეზიდენტო, ამას თქვენთვის ვწერ, რომ მომავალში ისეთი სისულელე არ წამოროშოთ, როგორიც საფრანგეთში. პაბლო პიკასო, როგორც ვიცი, ქალბატონო პრეზიდენტო, წარმოშობით ესპანელი ფრანგი მხატვარი იყო, ნუთუ მისი გამონათქვამი სტალინზე, რომელმაც სრულიად მსოფლიო მოიარა, არ გსმენიათ?

პაბლო პიკასოს მიერ დახატული სტალინი
პაბლო პიკასოს მიერ დახატული სტალინი

იყო სტალინი, ჩემი წარმოდგენით, ძალიან ბევრს ნიშნავს მსოფლიოში. ის გენიალური ადამიანი იყო და ამაში ეჭვი არავის ეპარება _ არც ქუჩის მხატვარს მონმარტრიდან, არც მეცნიერს, რომელიც ბრწყინავს (წოდებით) აკადემიაში, არცროლსროისისინჟინერსა და არც გალვანურობის აღმომჩენს. ის მაღალი ხელოვნების თვალსაზრისითაც გენიალურია. უბრალო ადამიანური თვალსაზრისითაც კიმასში თავმოყრილი იყო სახელმწიფო მოღვაწის _ იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენია, ციცერონის მჭევრმეტყველების დამაჯერებლობა და აზრის გადმოცემის სისხარტე, მაგრამ ის მათზე მაღლა დგას, გაცილებით მაღლა. ისინი, ყველანი, მასში არიანდა, თუ მსოფლიო ისტორიაში სამი, ოთხი კაცის სახელი დარჩება, ერთერთი მათგანი, უდავოდ, სტალინი იქნება (“ფიქრები დიდ ადამიანებზე”. პარიზი, 1961 წლის აგვისტო).

კანდიდ ჩარკვიანი, საქართველოს იმჟამინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, სტალინთან ყველაზე ხშირად ნასაუბრები და ყველაზე ბევრჯერ ღამენათევი და ახლოს მდგომი, ასე გადმოგვცემს სტალინის ცხოვრებისა და ხასიათის ზოგიერთ შტრიხს:

“თუ ორნი ვიყავით, სტალინი, როგორც წესი, ქართულად ლაპარაკობდა, რაც მის ნაამბობს ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლების შესახებ განსაკუთრებულ კოლორიტს აძლევდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ, თუ საუბარს არაქართველებიც ისმენდნენ, სტალინი იმ ამბებს რუსულადაც გამომსახველობით ყვებოდა.

_ მამაჩემი და მეზობლად მცხოვრები მღვდელი ჩარკვიანი უახლოესი მეგობრები იყვნენ, _ მიამბო სტალინმა, _ ერთად სმა და დროსტარება ყველაფერს ერჩივნათ. კვირაში ორჯერ მაინც, როგორც კი წირვა-ლოცვას მორჩებოდა, მღვდელი მამაჩემს მიაკითხავდა. ისიც სახელოსნოს სასწრაფოდ მიკეტავდა და სამიკიტნოსკენ გაემართებოდნენ. ხშირად ხედავდნენ, ხელგადახვეულები, აუწყობელი სიმღერით როგორ ბრუნდებოდნენ შინ კარგად გამომთვრალი მოძღვარი და მეწაღე.

_ “საპოჟნიკი” კი ხარ, მაგრამ კაი კაცი ხარ, ბესო, _ ეუბნებოდა მღვდელი მამაჩემს.

_ მღვდელი ხარ, მაგრამ რა მღვდელი, შენს სულს ვენაცვალეო, _ მიუგებდა მამაჩემი და მათ კოცნა-პროშტნას დასასრული არ უჩანდა.

დედაჩემს დიდად არ მოსწონდა მღვდლისა და მამაჩემის ასეთი მეგობრობა და ერთხელ მოძღვარს შეჰკადრა: მამაო, რა არის ამდენი სმა, ნუ გამილოთებთ ქმარს, ოჯახი დამენგრევაო.

_ კატო, ჩემო შვილო, იცოდე, ზედაშეს არავინ წაუწყმედია და ბესოსაც კარგად შეერგება, _ უპასუხა მღვდელმა.

მაგრამ სტალინის დედის შიში გამართლებულა, ბესო ჯუღაშვილი მღვდელსა და სხვა მეინახეებთან ხანგრძლივმა თანამესუფრეობამ გაალოთა და ბოლოს ნამდვილ ალკოჰოლიკად აქცია. მან მუდმივ სამუშაოს თავი მიანება და ღვინის ფულს შემთხვევითი საქმეებით შოულობდა. ეს 90-იანი წლების დასაწყისისთვის მოხდა, _ თქვა სტალინმა.

_ ოჯახში უკვე არაფერი შემოჰქონდა. პირიქით, მოითხოვდა, რომ დედაჩემს, მრეცხავს, მძიმე შრომით ნაშოვნი ორიოდე გროში მისთვის გაენაწილებინა. დედა ძლიერი ნებისყოფის ქალი იყო. ეცადა, გამოესწორებინა გზასაცდენილი ქმარი, მაგრამ, როცა მიზანს ვერ მიაღწია, სახლიდან დაითხოვა”.

ამის შემდეგ ბესო ჯუღაშვილი ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა: ხან ერთ ქალაქს ესტუმრებოდა, ხან _ მეორეს. ყველგან ცოტას წაიმუშავებდა და ისევ გზას გაუდგებოდა. პირველ ხანებში, როდესაც გორში დაბრუნდებოდა, ცოლ-შვილსაც მიაკითხავდა, მაგრამ ოჯახის მთლიანობა საბოლოოდ დარღვეული იყო.

“მამაჩემს გაეგო, რომ სემინარიის სტიპენდიასთან ერთად სიონის ქოროს მგალობლის გასამრჯელოსაც ვიღებდი, _ განაგრძო სტალინმა, _ ერთხელ პანსიონის დარაჯმა გადმომცა, _ მამა გეწვიაო. გავედი, ვხედავ, მართლაც ის არის. ჩემი ამბავი არც უკითხავს, პირდაპირ მომახალა:

_ ვაჟბატონო, მამა სულ დაივიწყე, არა? ცოტა ფული მომეცი, სხვაგან სამუშაოდ წასვლას ვაპირებ.

_ მე იმდენი ფული სადა მაქვს, შენ რომ დაგეხმარო? _ ვუპასუხე.

_ ბევრს ნუ ლაპარაკობ, სამი მანეთი მაინც გამომიტანე, ნუ ხარ დედაშენივით ძუნწი და ქვაწვია, _ აუწია ხმას მამაჩემმა.

_ ნუ ყვირი, აქ პანსიონია, თუ ახლავე არ გაეცლები აქაურობას, დარაჯს დავუძახებ და ძალით გაგიყვანენ, _ ვუთხარი.

მუქარამ გაჭრა. მამა ბუზღუნით გავიდა ქუჩაში”.

1945 წლის ოქტომბერში სტალინმა საქართველოს ისტორიის ავტორებთან შეხვედრა მოისურვა, რაც კანდიდ ჩარკვიანის განკარგულებით შესრულდა კიდეც. საუბრისას სტალინმა განაცხადა:

“ქართული ტომები წარმოიშვნენ ხეთებისა და სუბარებისაგან _ მონათესავე ხალხებისაგან, რომლებმაც ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნეს წინა აზიაში მძლავრი სახელმწიფოები და მაღალი კულტურა.

_ მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში, _ ამბობდა სტალინი, _ ხეთების სახელმწიფო დაეცა, მაგრამ განა შეიძლებოდა ასე მრავალრიცხოვანი და მძლავრი ხალხი სულ გამქრალიყო? რასაკვირველია, არა. ძლევამოსილი მტრების მოწოლის გამო ხეთებისა და სუბარების ტომები, რომლებსაც შავი ზღვის სანაპიროები ეჭირათ და ზღვაოსნობაც ემარჯვებოდათ, აიყარნენ და ზღვის დასავლეთისკენ გაეშურნენ. სხვა მათი ტომები კი, რომლებიც მცირე აზიის მთიან ადგილებში და დასავლეთ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ, ადგილზე დარჩნენ. მალე მათ ისევ დაიკავეს ზღვის სანაპირო მდინარე ღალისამდე და, შეიძლება, დასავლეთითაც. ამ მიწა-წყალზე დარჩენილმა ხეთ-სუბარებმა შექმნეს მძლავრი პოლიტიკური გაერთიანებები, მათ შორის ურარტუს სახელმწიფო. მათი ჩამომავლები არიან ქართველური ტომები _ იბერები, კოლხები და სხვები.

_ მაგრამ რა დაემართათ დასავლეთისკენ წასულ ხეთებსა და სუბარებს? _ განაგრძობდა სტალინი, _ მათ ადვილად დაიპყრეს კულტურულად უფრო დაბალ დონეზე მყოფი აბორიგენები, დაიკავეს ბალკანეთის, აპენინის, პირინეის ნახევარკუნძულები და შექმნეს იქ მაღალი ცივილიზაცია არიელების _ ბერძნებისა და რომაელების _ მოსვლამდე გაცილებით ადრე. მხოლოდ ერთ ჰიპოთეზაშია საიდუმლო გასაღები, კერძოდ, პელასგებისა და ეტრუსკების გამოცანის ამოსახსნელად, რომელთა კულტურა საფუძვლად დაედო ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციას; უეჭველია, მეცნიერები ეტრუსკების ეპიგრაფიკას ქართული ენობრივი ფაქტებიდან რომ მისდგომოდნენ, იგი მათ დიდი ხნის გაშიფრული ექნებოდათ. იგივე ითქმის ხეთურ იეროგლიფებზე და, ალბათ, ლურსმულ წარწერებზეც, რომელიც თითქმის ამოიკითხეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრ შეუცნობსა და გაუგებარს შეიცავს.

სტალინის აზრი ქართველთა შორეული წინაპრების ერთი ნაწილის სამხრეთ ევროპაში გადასახლების შესახებ მე ადრეც ვიცოდი. ჩვენი ისტორიკოსებისათვის კი ამ თვალსაზრისის უშუალოდ სტალინისაგან მოსმენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი განსაკუთრებით იმან გაახარა, რომ სტალინს ქართული ენა მიაჩნდა ხეთურ-ეტრუსკული წერილობითი ძეგლების გაშიფვრა-ამოცნობის ინსტრუმენტად. ქართველი ისტორიკოსებიც ხომ ამ აზრს ავითარებდნენ თავიანთ კრიტიკულ გამოსვლებში ცნობილი ჩეხი ორიენტალისტის, . ჰროზნის, თეორიის ირგვლივ 30-იანი წლების მეორე ნახევარში.

საუბარი ჰროზნისა და მის აღმოჩენებზე გადავიდა.

_ ჰროზნის ნამუშევრები თუნდაც იმით არის საინტერესო, რომ მათ ახალი ძალით მიაქციეს ხეთების პრობლემას მეცნიერული სამყაროს ყურადღება, _ თქვა სტალინმა. _ როგორც ჩანს, ჰროზნიმ დიდ წარმატებას მიაღწია ხეთების ლურსმული წერილობითი ძეგლების ამოკითხვაში, მაგრამ მისი დასკვნა, რომ ხეთები ინდოევროპელები იყვნენ, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს სწორი. ისიც უნდა ითქვას, რომ ჰროზნი ყველა ხეთურ ხალხს არ აკუთვნებს ინდოევროპელებს. ბოღაზქეის ტაბულებში ჰროზნიმ, მისი სიტყვით, აღმოაჩინა ორი სისტემის ენები. მათგან უფრო ახლები ინდოევროპული სისტემისანი არიან, უფრო ძველები კი ამჟღავნებენ ინდოევროპული ენების ნათესაობას. ასე თუ ისე, მაგალითები, რომლებითაც ჰროზნი ფიქრობს, დაამტკიცოს, ხეთინესიტები და ხეთური ჯგუფის ზოგიერთი სხვა ხალხი ინდოევროპული ოჯახის იყვნენო, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის ძალიან ვიწრო თვალთახედვით უდგება მოპოვებული ფაქტების ახსნას”.

_ წინასწარ აღებული აზრითაც, _ შეავსო სტალინის ნათქვამი ჯანაშიამ, _ როცა ჰროზნი 1936 წელს საქართველოში ჩამოვიდა და თბილისში ლექციები წაიკითხა თავისი აღმოჩენების შესახებ, ქართველმა მეცნიერებმა ბევრი მისი დებულება საჯაროდ გააკრიტიკეს.

_ თქვენ მართალი ხართ, _ უპასუხა სტალინმა ჯანაშიას, _ ჰროზნი, უფრო მოსალოდნელია, ცდება გვიანი ეპოქის ხეთების ეთნიკური კუთვნილების განსაზღვრაში, მაგრამ მას ხელთ აქვს, შეიძლება, სადავო, მაგრამ მაინც რაღაც საბუთები. თქვენ კი? რას უპირისპირებთ თქვენ მის თეორიას მეცნიერების ახალი არსენალიდან? _ არაფერს. საჭიროა, აღზარდოთ ხეთოლოგთა კადრები, დაიწყოთ სერიოზული მუშაობა ამ სფეროში. მე კი მჯერა, რომ წინა აზიაში ახლაც ბევრი რამ მოწმობს ქართველთა წინაპრებისა და ქართული ტომების ადრინდელ ბინადრობას. აიღეთ, თუ გნებავთ, ტოპონიმიკა. ტოპონიმიკა მეტად გამძლეა. ხალხები მოდიან და მიდიან, ადგილების, მთების, მდინარეების ბევრი სახელწოდება კი რჩება. ასეთ მოვლენებს ხშირად ვხვდებით, მაგალითად, მცირე აზიაში. განა ღალისი, მდინარე ყიზილ-ირმაკის წინანდელი სახელი, ქართველური წარმოშობის არ არის? ღალი, გალი მეგრულად, თუ არ ვცდები, ხეობას, ხევს, მდინარეს ნიშნავს. ბევრ გეოგრაფიულ სახელწოდებას მცირე აზიის რაიონებში აქვს წმინდა ქართული დაბოლოებები “ხევ”, “თავი”, კიდევ უფრო ხშირად _ “ეთი”, “ითი”, მაგრამ ეს დაბოლოებები დაუმახინჯებიათ ბერძნებს ბგერა “ს”-ს მიმატებით. 36 თუ 37 წელს ამ საკითხზე ცენტრალურ პრესაში გამოვიდა ალ. სვანიძე. მან უდავო მაგალითები მოიყვანა იმისა, როგორ ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს მცირე აზიასა და საქართველოში შემონახული ბევრი ტოპონიმი.

სვანიძის სტატია კარგად მახსოვდა. იქიდან განსაკუთრებით ჩამრჩა მეხსიერებაში მთების მწვერვალების სახელწოდებები _ “დიდიმა” და “დიდიმენა”, ანუ “დინდიმა” და “დინდიმენა”, მათი ავტორისეული განმარტება. მე ეს სიტყვები სტალინს მოვაგონე და დავძინე:

_ ეს ტოპონიმები ხომ აშკარად ქართულ-მეგრულია და, მართლაც, ბევრ საგულისხმოს უნდა ეუბნებოდეს მკვლევარს ამ ადგილების წარსულზე.

_ სწორია, სწორი, _ მიპასუხა სტალინმა, _ ეს წარმართული ღვთაების სამყოფელ მწვერვალთა აღმნიშვნელი სახელწოდებებია. ისინი ამ ფორმით აქვს შემონახული ჰეროდოტეს, შემდეგ კი _ სტრაბონს. “მა”, “მენა”, “ნანახეთური ღვთაების _ ნაყოფიერების ქალღმერთის _ სამი სხვადასხვა სახელია. რომაელები მას ეძახდნენმაგნა მა”-, რაც იმავე ქართველიდიდი მა”- პირდაპირი თარგმანია. რომელიმე დიდი მკვლევარი რომ ამ ტოპონიმების ეტიმოლოგიას ქართული ენის ეპიზოდებიდან მისდგომოდა, საკითხი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა. ხალხები, რომელთა პანთეონში იყო ღვთაებადიდი მაანდიდი მენა”, არ შეიძლებოდა, მეცნიერებას ქართველთა წინაპრებად არ ეღიარებინა”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here