მთავარი ისტორია სტალინი და… ორი იდიოტი

სტალინი და… ორი იდიოტი

1666
გააზიარეთ
სტალინი

მითი _ ხალხთა კოლექტიური ფანტაზიის ქმნილება, რომელიც განზოგადოებულად ასახავს სინამდვილეს ზოგადკონკრეტული პერსონიფიკაციისა და სულიერი არსების სახით. მითოლოგია სინამდვილეს ხატოვანი ფორმით გადმოსცემს, იგი ახლოს დგას მხატვრულ ლიტერატურასთან” (ქართული ენციკლოპედია, ტომი 6. გვ. 681). წერილი ენციკლოპედიის ენით იმიტომ დავიწყე, რომ მინდა, ზოგიერთს განვუმარტო მითის ცნება და დავარწმუნო, რომ წიგნის სათაურშივე სისულელეს ამბობენ, ასე უფრო იოლი იქნება მათი დარწმუნება წიგნის შინაარსის სისულელეზეც. “სამეზობლო”, როგორც ქართულ მეტყველებაში, ისე სოციალურ ყოფაში, ფრიად ხატოვანი და მიმზიდველი სიტყვაა, რომლითაც ხშირად ლამაზდება სიტყვაკაზმული ქართული ლიტერატურა, მაგრამ სტალინზე “13 მითის შექმნასრა აკავშირებს ნიდერლანდების სამეზობლოსთან, გაუგებარია. დღევანდელ თბილისში გასაკვირი არაფერია, ჩვენს დიდ დასახლებაში (დიღომში) ბევრია ირანული, თურქული, არაბული, ჩინური, ინდური და სხვა ათასი ჯურის, ფერისა და ენისსამეზობლო”, მაგრამ არსად შემხვედრია ნიდერლანდური სამეზობლო, რომლის წარმომადგენლებიც არიან წიგნის “13 მითი სტალინის შესახებავტორები _ ლევან ცუცქირიძე და ბონდო კუპატაძე.

ბონდოსა და ლევანს მითოლოგიზებულად დაუწყიათ წიგნის ყდის გაფორმება და გენერალისიმუსისთვის, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კაცისთვის, თვალებზე წითელი ფერის საღებავი წაუდღაბნიათ, თვითონ კი ღიმილიანი სახით გამოიყურებიან.

აღნიშნული წერილი ორ ნაწილად უნდა გავყო: პირველი, რომელსაც ახლა ვწერ მიეძღვნება დიდ “მკვლევარსა და მეცნიერს” _ ლევან ცუცქირიძეს, რომელმაც 13 მითიდან 3 თვითონ შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული 3 მითი ერთი შეხედვით ყველაზე ფალსიფიცირებულად გამოიყურება, უპირველესად, მათ მინდა გავცე პასუხი.

სანამ პასუხის გაცემას დავიწყებ, უნდა განვმარტო, რომ, რადგან აღნიშნული სისულელეები ვერ აკმაყოფილებს მითის მოთხოვნებს, ისინი, უბრალოდ, ერთი ადამიანის ნააზრევის “აჯაფსანდალს” წარმოადგენს.

ფითი #1: “მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო”.

რადგან თემა წყალწყალაა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მომზადდა, ამიტომ მას პირობითად არა მითი, არამედ ფითი დავარქვი (აზერბაიჯანული კერძის სახელია).

ფითი #1-ში ლევან ცუცქირიძე წერს: “ფაშისტური გერმანიის დამარცხების წარმოჩენა სტალინის პირად დამსახურებად არასწორია”.

ბონდო კუპატაძე
ბონდო კუპატაძე

აი ამის “მტკიცებულებაც”:

“განსაკუთრებით 1939 წლიდან მოყოლებული დიდი ბრიტანეთის ლიდერობითა და შეერთებული შტატების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელის უშუალო მონაწილეობით მეორე მსოფლიო ომში, მათ შორის გერმანიის საზღვაო ბლოკადის შენარჩუნებით, გერმანია საგრძნობლად დასუსტდა, როგორც სამხედრო, ისე მატერიალური თვალსაზრისით. სტრატეგიულ დონეზე ჰიტლერი იძულებული გახდა, ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ფრონტზე ებრძოლა და თავისი სამხედრო ძალები დაენაწევრებინა. ეს ითვლება გერმანიის, თვით ჰიტლერის დაუშვებელ სტრატეგიულ შეცდომად, რაც დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურება იყო. განსაკუთრებით გამორჩეული მასშტაბური სამხედრო კამპანიები და ოპერაციები, რომელთაც გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდათ, იყო ბრძოლა ბრიტანეთისთვის, ბრძოლა ატლანტის ოკეანისთვის, სამხედრო კამპანია ჩრდილოეთ აფრიკაში და, რა თქმა უნდა, ნორმანდის დასკვნითი ოპერაცია, მისი თანმდევი კამპანიით მოკავშირეთა ჯარების ევროპაში შეხვედრითა და მესამე რაიხის სწრაფი განადგურებით რომ დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის როლის დაკნინება შეუძლებელია, მათი მონაწილეობის გარეშე, ან დიდი ბრიტანეთის ომიდან გამოთიშვის შემთხვევაში, რთულია, ითქვას, რამდენად გაუმკლავდებოდა მოუმზადებელი, არასათანადოდ აღჭურვილი, გამოუცდელი და გენერლების მორიგი “წმენდით” დასუსტებული საბჭოთა არმია “ფაშისტური ღერძის” მობილიზირებულ, მაღალტექნოლოგიურ და კონცენტრირებულ იერიშებს, რომ არაფერი ვთქვათ გერმანიის დამარცხებაზე.

სტალინს უპირობოდ დიდი ბრალი მიუძღვის ჰიტლერის წაქეზებასა და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში, ხოლო ამ ომში გერმანიის დამარცხებაში მისი პირადი როლი მეტად გაზვიადებულია. მითი იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო, საბჭოთა პროპაგანდის შექმნილია და თანამედროვე პერიოდში მას აქტიურად ავრცელებს ავტორიტარული ანტიდასავლური მედია”.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

მსოფლიოში არ მოიძებნება ადამიანი, არათუ ისტორიკოსი, რომელიც ამდენ სისულელეს ერთად მოაგროვებდა, დალაგებდა და მითად თუ ფითად წარმოადგინდა.

უისტონ ჩერჩილის მემატიანე როი ჯენკინსი თავის წიგნში “ჩერჩილი” წერს:

“1941 წლის 27 მაისიდან 4 ივნისამდე დიუნკერკიდან და მისი მოსაზღვრე სანაპირო ზოლიდან ბრიტანეთისა და საფრანგერთის შეიარაღებული ძალები იქნა ევაკუირებული, სულ 335 000 ჯარისკაცი, ნაცვლად ჩერჩილის მიერ ნავარაუდევი 50 000-სა, მათგან ბრიტანელი იყო 224 000 ჯარისკაცი, დანარჩენი 110 000 კაცი კი _ მოკავშირეთა ძალები. დიუნკერკიდან ევაკუაციას ბრიტანელები უფრო გამარჯვებად მიიჩნევდნენ, ვიდრე განსაცდელიდან თავის დაღწევას, ამის გამო თემთა პალატაში 4 ივნისს ჩერჩილმა მტკიცედ განაცხადა: “ჩვენ ევაკუაციით ომს ვერ მოვიგებთ”. 17 ივნისს ჩერჩილმა საფრანგეთის კოლაბორაციონისტული მთავრობის მეთაურ ანრიფილიპ პეტენს დეპეშა გაუგზავნა. ალექსანდრე კადოგენი შეეცადა, ჩერჩილის ტონი ცოტა შეერბილებინა. ჩერჩილი წერდა, რომ, თუ პეტენი და ვიგანდი საფრანგეთის ფლოტზე გერმანელებთან სისუსტეს გამოიჩენდნენ, თქვენი სახელები კიდევ ათასი წელი შეარცხვენენ ისტორიასო. 18 ივნისს საფრანგეთი დაეცა. ჩერჩილი სიტყვით გამოვიდა:

“საფრანგეთისთვის ბრძოლა დამთავრდა, ბრიტანეთისთვის ბრძოლა მალე დაიწყება. ეს ბრძოლა გადაწყვეტს, ქრისტიანული ცივილიზაცია არსებობას გააგრძელებს თუ ვერა, ძალიან მალე მტერი მთელი ძალითა და მძვინვარებით ჩვენკენ შემობრუნდება. ჰიტლერმა კარგად იცის, თუ ჩვენ ამ კუნძულზე არ გაგვტეხა _ ომს წააგებს, თუ ჰიტლერს წინ აღვუდგებით _ მთელი ევროპა გათავისუფლდება; თუ დავეცით _ სრულიად მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით უფსკრულში ჩაიძირება და დამახინჯებული მეცნიერული აზროვნების წყალობით ახალმა, ბნელმა ხანამ შეიძლება მეტ ხანს იარსებოს. მოდი, მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს და ჩვენი ვალი მოვიხადოთ, თუ ბრიტანეთის თანამეგობრობას და იმპერიას კიდევ ათასი წლის არსებობა უწერია, ჩვენზე იტყვიან, ეს მათი ცხოვრების საუკეთესო წლები იყოო”.

იუნსტონ ჩერჩილი
იუნსტონ ჩერჩილი

აგვისტოს დასაწყისში გერმანელები ნორმანდიასა და ბრეტანისთვის განკუთვნილ თვითმფრინავებს ინგლისის დასავლეთ ნაწილსა და უელსის სამხრეთში რეიდებისთვის იყენებდნენ. 31 ივლისს ბომბები ჩამოყარეს ქორნვოლში, დევონში, სომერსეტში, გლოჩესტერშირშსა და სამხრეთ უელსში რეიდებს 258 ადამიანი შეეწირა, აგვისტოს დაბომბვას _ 1075, ხოლო, როცა სექტემბერში გერმანელებმა აღმოსავლეთ ნაწილში ინდუსტიულ ქალაქებსა და ლონდონზე დაიწყეს თავდასხმა, მსხვერპლმა 6500-ს მიაღწია.

7 სექტემბერს, დღისით, ლონდონის პირველი მასირებული დაბომბვა დაიწყო, რომელასაც სხვა ქალაქების დაბომბვები და უკვე ღამის რეიდები მოჰყვა. 31 ოქტომბერს თავდასხმები არ დამთავრებულა, ლონდონისთვისაც და პროვინციული ქალაქებისთვისაც ნოემბერიც არანაკლებ საშინელი იყო. 1945 წელს დრეზდენის განადგურებამდე ისტორიული ძეგლებისადმი ასეთი სისასტიკე არსად არ გამოვლენილა.

ჩერჩილი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ომის მოგების ვერანაირ გზას ვერ ხედავდა. ის ძალიან შეაშფოთა ატლანტიკის ჩრდილოეთში ბევრი გემის დაკარგვამ, თავისი გამჭრიახობით რენტგენზე გაშუქებულივით მკაფიოდ ხედავდა საფრანგეთის მხოლოდ ნაწილიდან გერმანული ბომბდამშენების ახალი თავდასხმის საფრთხეს. 8 დეკემბერს ჩერჩილმა რუზველტს 4000-სიტყვიანი წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა:

ალან ბრუკი
ალან ბრუკი

თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა ბრძოლის უნარს დაკარგავს, ბატონო პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ ნაციზმისა და ფაშიზმის ტირანიის დამარცხებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ წერილს მხოლოდ დახმარების თხოვნად ნუ ჩათვლით, ეს მოწოდებაა, საერთო საქმეში მინიმალური წვლილი შეიტანოთ”.

“ჩერჩილისა და ბრიტანეთის მომავლისთვის პერსპექტივა საშინელი ჩანდა. საჰაერო რეიდებმა ბრიტანეთს დიდი ზარალი მიაყენა. ლივერპულის დოკში ღუზის ჩასაშვები 144 ადგილიდან 69 გამოუსადეგარი გახდა.

…”საქმე თითქმის ყველგან ცუდად მიდიოდა. 6 აპრილს ჰიტლერი იუგოსლავიასა და საბერძნეთში შეიჭრა. გერმანული არმიის 13 ნაწილი ბელგრადში იდგა. სამეფო ოჯახმა თავს უშველა, მაგრამ იუგოსლავიელი პარტიზანები მთელი 4 წელი შეუპოვრად იბრძოდნენ. აპრილის ბოლო დღეებში ბრიტანელებმა კიდევ ერთი ევაკუაცია დაიწყეს. 55 ათასი ჯარისკაციდან დაახლოებით 12 000 დაიღუპა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბრიტანელები თუ რამეთი ჯობდნენ გერმანელებს, ეს მაღალ დონეზე განხორციელებული ევაკუაცია იყო. კრეტიდან 16 000 ჯარისკაცი ალექსანდრიაში დაბრუნდა, ნორვეგიიდან მოყოლებული კრეტა უკვე დამამცირებელი ევაკუაციის მეოთხე შემთხვევა იყო. მწერალმა ივლინ ვომ ომის თემაზე შექმნილ ტრილოგიაში შესანიშნავად აღწერა ეს პერიოდი.

“მომდენო 2 კვირის განმავლობაში ბრიტანელები ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანულმა ძალებმა ერვინ რომელის ხელმძღვანელობით ძალიან ცუდ დღეში ჩაყარა. როგორც ჩერჩილმა დაწერა, ეს იყო ყველაზე მწარე დარტყმა. ჩერჩილს ბედნიერი დილა გაუთენდა 22 ივნისს _ ჰიტლერი რუსეთს დაესხა თავს. საღამოს ჩერჩილმა ქოლვილს უთხრა, რომ, ანტიკომუნისტობის მუხედავად, მისი პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით შემდეგნაირად გამოიხატებოდა:

“ჰიტლერს ჯოჯოხეთი რომ დაეპყრო, მე ეშმაკთან ვარჩევდი საქმის დაჭერას”. ჩერჩილმა რამდენიმე საათი რადიოგამოსვლას დაუთმო. შესავალ სიტყვაში თქვა:

ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩემისთანა ოპონენტი კომუნიზმს არ ჰყოლია. ადრე ნათქვამი არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, მაგრამ სანახაობა, რომელიც ახლა ჩემ წინაშე გადაიშალა, ყველაფერს აბათილებს. წარსული, თავისი დანაშაულებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ტრაგედიით გაქრა. ჩვენ ერთი საბოლოო მიზანი და საბრძოლველად ერთი მიზეზი გვაქვს: ჩვენ ჰიტლერი და მასთან ერთად ნაციზმის ყველა კვალი უნდა აღმოვფხვრათ, ამ გზიდან ვერაფერი გადაგვახვევინებს, ვერაფერინებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ნაციზმის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ჩვენს დახმარებას მიიღებს, ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი ქვეყანა, თუ ჰიტლერს გვერდით ამოუდგება, ჩვენი მტერია. აქედან გამომდინარე, რუსეთსა და რუს ხალხს ყოველნაირად დავეხმარებით.

ბრიტანეთისა და ამერიკის მილიტარისტურ წრეებში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ვერმახტი წითელ არმიას მალე მიწასთან გაასწორებდა. საკამათო მხოლოდ ის იყო, ერთ თვეში მოამთავრებდნენ ამ ამბავს თუ სამში.

ზამთრის დადგომასთან ერთად ნათელი შეიქნა, რომ საბჭოთა ჯარი უკეთ იბრძოდა, ვიდრე მისგან მოელოდნენ. სეზონიც მათთვის სასარგებლო დადგა. რუსული ზამთარი, მოგეხსენებათ, დამპყრობლისთვის როგორი სახიფათოა, მოსახლეობამ ვრცელი ტერიტორია დატოვა, მაგრამ მოსკოვსა და ლენინგრადს იცავდა. მოკავშირეების წარმოდგენა წითელ არმიასა და მის შესაძლებლობაზე მცდარი აღმოჩნდა. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ სტალინმა პოლიტიკური ურთიერთობებიც ყველასთვის მოულოდნელად საკმაოდ პირქუშად დაიწყო. დახმარებისათვის მადლიერებას კი არ გამოთქვამდა, ბუზღუნით იღებდა და თითქოს არც თავისი სტრატეგიის შესახებ აპირებდა რაიმეს გამხელას ვინმესთვის.

კრემლს მალევე შეეტყო, რომ მეტ ინტერესს იჩენდა ამერიკელებისადმი, რომლებიც ჯერ ომში არ მონაწილეობდნენ, ვიდრე ბრიტანელებისადმი, რომლებმაც თავიდანვე გაილაშქრეს ჰიტლერის წინააღმდეგ და ერთ წელიწადს მარტონი იბრძოდნენ. სტალინმა თავისი დამოკიდებულება ამერიკისადმი ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გამოავლინა, როცა ჰოპკინსი ამერიკელების აგებული და ბრიტანელებით დაკომპლექტებული ბომბდამშენით მოსკოვში ჩავიდა. სტალინმა და ჰოპკინსმა ექვს საათს ისაუბრეს და ამ ექვს საათში სტალინმა გაცილებით მეტი პატივისცემა და გულახდილობა გამოავლინა, ვიდრე ინგლისელ კრიპსთან მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ის რუსეთში მსახურობდა. ჩერჩილისათვის ეს პირველი მინიშნება იყო, რომ რუსეთი დიდი ქვეყნის ინტერესს უფრო გაითვალისწინებდა, ვიდრე პატარა კუნძულისას.

1942 წლის 14 იანვარს ჩატარდა არკადიის კონფერენცია. ამ კონფერენციაზე, პირველ რიგში, დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მომზადდა დეკლარაცია, რომელზეც ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა მოაწერეს ხელი. დეკლარაციას ხელი მოაწერეს დანარჩენი ქვეყნების ელჩებმაც. მოკავშირე ძალების დედაქალაქად ვაშინგტონი აღიარეს, აღმოსავლეთის იმპერატორად _ სტალინი.

23 იანვარს კრიპსი 19 თვე რუსეთში ელჩად მსახურობის შემდეგ ლონდონში დაბრუნდა. ის მაინცდამაინც წარმატებული ელჩი არ ყოფილა. ჩერჩილს კიდევ ერთი სერიოზული საზრუნავი გაუჩნდა _ კრიპსი ჰყავდა დასაბინავებელი. რუსეთიდან ახალდაბრუნებული ყოფილი ელჩის ასკეტიზმი სიმბოლურად საბჭოთა ხალხის სიმამაცითა და თავგანწირვით მიღებულ შთაბეჭდილებას ეფუძნებოდა, მაგრამ სტალინის ასკეტიზმისგან განსხვავდებოდა. კრიპსი ვერც სტალინს დაუახლოვდა ისე, როგორც ეს ბივერბრუკმა და ჰარიმანმა მოახერხეს, მაგრამ მისი 8 თებერვლის რადიოგამოსვლა ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა: “ქვეყანაში ისეთი განწყობა სუფევს, (რუსეთში) თითქოს ჩვენ ომის მონაწილეები კი არ ვართ, არამედ მაყურებლები”.

1941 წლის დეკემბერში ბრიტანელებმა ორი დიდი გემი დაკარგეს, ამ ამბავმა ჩერჩილი ძალიან ცუდ გუნებაზე დააყენა. შემაშფოთებელი იყო ის ფაქტიც, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სათანადოდ ვერ იბრძოდნენ. პირველი ეჭვი 1940 წელს ნორვეგიაში გაჩნდა. საფრანგეთის ლაშქრობა და 1942 წელს უკვე სინგაპურის დანებება ეჭვებს სულ უფრო აღრმავებდა. 11 თებერვალს ჩერჩილმა ვაიოლეტ კარტეს _ ძალიან ძველ მეგობარს, რომელსაც ყველაზე გულწრფელად უშლიდა ხოლმე გულს, დიდი წუხილი გაუზიარა: “ჩვენი ჯარისკაცები თავიანთი მამებივით ვერ იბრძვიან. 1915-ში ერთი ჭურვიც რომ ჰქონოდათ დარჩენილი, საშინელი დაბრკოლებების მიუხედავად, ბრძოლას განაგრძობდნენ. ესენი მოპიკირე ბომბდამშენებს ვერ უმკლავდებიან. იმდენი კაცი გვყავდა სინგაპურში, იმდენი _ ასე როგორ წახდნენ”.

ალან ბრუკმაც სინანულით ჩაწერა დღიურში:

თუ არმიას უკეთესად ბრძოლა არ შეუძლია, მაშინ ღირსნი ვართ, იმპერია დავკარგოთ”.

წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევდა. 21 ივნისს ჩერჩილმა მიიღო ცნობა, რომ ლიბიის საპორტო ქალაქ ტობრუკში განლაგებული ბრიტანელთა 35 000-კაციანი გარნიზონი გერმანელებს დანებდა. ჩერჩილი რუზველტთან, ჰოპკინსსა და ისმეისთან ერთად ოვალურ დარბაზში იჯდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს შეტყობინება გადასცეს. “უსიტყვოდ გადმომაწოდა, _ იხსენებს ჩერჩილი, _ თვალებს ძლივს დავუჯერე”, _ უთქვამს პრეზიდენტს.

ლონდონში დაბრუნებულ ჩერჩილს პარლამენტში არასასურველი სურათი დახვდა. დებატები აუცილებელი ხდებოდა. ჩერჩილის კომპეტენტურობა ომის საკითხებში დასაზუსტებელი იყო. დებატები პირველ და ორ ივლისს დაინიშნა.

დებატებში ჩერჩილმა ძველი მეგობრების დახმარებით პრემიერმინისტრის სავარძელი შეინარჩუნა: “პრემიერმინისტრი დებატებს დებატებზე იგებს და ბრძოლას ბრძოლაზე აგებს”. ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ჩერჩილი კამათისას ისე იბრძვის, როგორც ომში უნდა ებრძოლა, ომში კი ისე, როგორც კამათს შეეფერება”, _ განაცხადა ბევინმა. შემდეგ არმიას გადასწვდა, აღნიშნა: არმიაში კლასობრივი დაპირისპირება და მცდარი შეხედულებებია გამეფებულიო. ბრიტანულ არმიას, ერვინ რომელი რომ ჰყოლოდა, ჯერ კიდევ სერჟანტი იქნებოდაო. ჩერჩილი ოპერაცია “ტორჩის” დაწყებას აგვიანებდა, რაც ერთანაირად აღიზიანებდა სტალინსა და რუზველტს, რის გამოც 22 ივლისს სტალინმა ჩერჩილს საკმაოდ მკაცრი ტელეგრამა გაუგზავნა. ამან აიძულა პრემიერმინისტრი, სახიფათო გადაწყვეტილება მიეღო და თვითონ ხლებოდა “კაციჭამიას თავის ბუნაგში”.

10 აგვისტოს ჩერჩილმა თეირანამდე 6 საათი იფრინა, თეირანიდან მოსკოვამდე კი _ 10 საათი და საღამოს უკვე სტალინს შეხვდა. ჩერჩილს ჰარიმანი და კერი ახლდნენ, შეხვედრა 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

4 COMMENTS

    • სტალინის როლი და დამსახურება ეჭვგარეშეა და მავანთა უსაგნო ჭყლოპინი ვერ გააფერმკრთალებს.პირველი და სასტიკი დარტყმა საბჭოთა ხალხმა მიიღო თავის თავზე,თურქეთი ჩასაფრებული იყო და კავკასია რომ დაცემულიყო,მსოფლიოს ბედი სხვაგვარად წარიმართებოდა.ამერიკამ 300 000 ჯარისკაცი დაკარგა,პატარა საქართველომ ბევრად მეტი.ამერიკულმა ბიზნესმა უამრავი ფული იშოვნა,პლიუს მთელი გერმანიიდან მოხდა მეცნიერთა გადასახლება აშშ-ში,იქნებ კვანტუნის არმია გაანადგურეს “მოკავშირეებმა”?მათ უდანაშაულო იაპონელები ამოწყვიტეს,როცა ამის საჭიროება არ იყო.რისთვის და რატომ,ამაზე წერას და მსჯელობას დიდი დრო და ფიქრი უნდა.ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.სტალინი ბუმბერაზი პიროვნება და მოღვაწე იყო კაცობრიობის ისტორიაში და ასეთად დარჩება.რაც შეეხება რეპრესიებს,ბევრი უდანასაულო ადამიანი შეეწირა,მაგრამ მარტო სტალინი არ ყოფილა მისი შემოქმედი.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here