Home ახალი ამბები მსოფლიო სტალინის საფლავზე 13 500 მიხაკი მიიტანეს

სტალინის საფლავზე 13 500 მიხაკი მიიტანეს

3801
სტალინის საფლავზე 13 500 მიხაკი მიიტანეს

რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მომხრეებმა იოსებ სტალინის საფლავზე კრემლის კედელთან 13 500 მიხაკი მიიტანეს. აქციაორი მიხაკი ამხანაგ სტალინსბელადის 139- წლისთავს დაუკავშირეს.

რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ გაისად ანიშნავენ სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავს, ხოლო 2020 წელს _ ლენინის დაბადების 150 წლისთავს.

სტალინის საფლავზე წელიწადში ორჯერ მიაქვთ ყვავილები – 18 და 21 დეკემბერს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არ არსებობს ერთიანი აზრი მისი დაბადების თარიღზე.

იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) სიცოცხლის დროს და სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მისი დაბადების ოფიციალურ თარიღად ითვლებოდა 1879 წლის 21 დეკემბერი. მოგვიანებით, სტალინის მშობლიური გორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დოკუმენტების დახმარებით, დადგინდა სხვა თარიღი _ 1878 წლის 18 დეკემბერი.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here