მთავარი მსოფლიო სოროსი და მაკრონი შფოთავენ დასავლური იდეოლოგიის კრიზისის გამო

სოროსი და მაკრონი შფოთავენ დასავლური იდეოლოგიის კრიზისის გამო

475
გააზიარეთ
სოროსი და მაკრონი შფოთავენ დასავლური იდეოლოგიის კრიზისის გამო

მიმდინარე წლის მაისში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება. უნდა აირჩიონ 705 დეპუტატი, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის 27 წევრიქვეყნის თითქმის 500 მილიონ მოქალაქეს. ამ არჩევნებზე ლაპარაკობს დღეს ბევრი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ცნობილი ფინანსური სპეკულანტი ჯორჯ სოროსი. სხვადასხვა თაობის წარმომადგენელ ამ განსხვავებულ ფიგურებს ერთმანეთთან აახლოებს მათი პანიკური განწყობა ევროპის აწმყოსა და მომავალზე.

ჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი

ყოფილი ევროპელი ჯორჯ სოროსი, რომელსაც შეარქვეს “ადამიანი, რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა”, შეშფოთებას ვერ მალავს. 88 წლის ფინანსური სპეკულანტი, რომელმაც ევროპისადმი წაყენებული პრეტენზიების სიაში პირადი მტერი, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანიც შეიყვანა, გაიძახის, რომ “ყველაფერი მოძველდა”: “სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე (ევროპარლამენტის 2019 წლის მაისში _ გ.გ.) ანტიევროპულ ძალებს ექნებათ უპირატესობა. ამისთვის არსებობს რამდენიმე მიზეზი… გერმანიაში ალიანსი ქდკ-ქსკ (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი _ ქრისტიან-სოციალური კავშირი) კარგად მუშაობდა, სანამ მნიშვნელოვანი მემარჯვენე პარტიები გამოჩნდებოდნენ… ვითარება შეიცვალა ექსტრემისტული “ალტერნატივა გერმანიისთვის” (ASD) აღმავლობის შემდეგ… დიდ ბრიტანეთში მოძველებული პარტიული სტრუქტურები ხელს უშლის ხალხის ნამდვილი ნების გამოხატვას. ლეიბორისტები და კონსერვატორები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მათ ლიდერებს კი, შესაბამისად _ ჯერემი კორბინსა და ტერეზა მეის, ისე მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბრექსიტის ჩატარება, რომ ამ საკითხზე თანამშრომლობასაც კი დათანხმდნენ. იტალიაში ელექტორატი, რომელიც მხარს უჭერდა ევროპასა და იმიგრაციას, ხელში ჩაუვარდა ანტიევროპელ პოლიტიკოსებს: პარტია “ლიგას” და “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას”… საერთოევროპული ალიანსები სრულიად ექვემდებარებიან პარტიული ხელმძღვანელობების ანგარებიან ინტერესებს. რთული წარმოსადგენია, როგორ შეძლებენ პროევროპული პარტიები მაისში დანიშნულ არჩევნებში გამარჯვებას, თუკი თავიანთ ინტერესებზე მაღლა ევროპის ინტერესებს არ დააყენებენ”.

ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

ხანდაზმული სოროსისგან განსხვავებით 41 წლის ემანუელ მაკრონმა ფრანგებისა და ევროპელებისადმი მიმართვაში, რომელიც მიმდინარე წლის 4 მარტს Le Parisien-ში მოქვეყნდა, წამოაყენა ლოზუნგი “ევროპული რენესანსისთვის!”, მაგრამ ევროპის აწმყოს შეფასებისას (“ყველაფერი მოძველდა”) სოროსისა და მაკრონის მოსაზრებები ემთხვევა.

ევროპა, _ ამბობს მაკრონი, _ ასეთი დიდი საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა. ამის სიმბოლოდ იქცა ბრექსიტი. ის არის ევროპაში კრიზისის სიმბოლო, რომელმაც ვერ შეძლო თავისი ხალხების მოთხოვნებზე რეაგირება დიდი რყევებისგან დაცვისას. ის სიმბოლოა, აგრეთვე, ევროპული ხაფანგისეს არის ხაფანგი სიცრუისა და უპასუხისმგებლობისა, რომლებსაც შეუძლია გაანადგუროს ევროკავშირი. ბრექსიტის შემდეგ ვინ უთხრა ბრიტანელებს სიმართლე მათი მომავლის შესახებ? ვინ დაელაპარაკება მათ ევროპის ბაზრის დაკარგვის შემდეგ? ვინ ახსენა ირლანდიაში მშვიდობის საწინააღმდეგო რისკები ადრინდელი საზღვრების აღდგენის შემდეგ?

და ეს ხაფანგი ემუქრება სრულიად ევროპას…”

ორივე _ სოროსიც და მაკრონიც _ ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან “ანტიევროპული” ძალების ტრიუმფთან აიგივებენ. ორივე ლამობს, ევროპის ხალხებისა და კულტურების მრავალფეროვნება ნაციონალური სისტემის გარეშე მართვის ერთფეროვნებაზე დაიყვანოს. ოღონდ ევროპული ცხოვრება უკვე უარყოფს ამ მცდელობებს. მაკრონმა თავის ვრცელ მიმართვაში ფრანგებისა და ევროპელებისადმი ჩამოთვალა აქტუალური პოლიტიკური და საზოგადოებრივი პრობლემები, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებიაყვითელი ჟილეტებისმოძრაობა, თითქოს პარიზის ქუჩებში რამდენიმე უფროსკლასელი ან ფეხბურთის ფანი ხმაურობდეს. სხვათა შორის, ამ მოძრაობაში ერთიანდებიან ძალები, რომლებიც სწორედ ევროპის რენესანსისკენ (აღორძინებისკენ) მოუწოდებენ. ამ მოძრაობით საფრანგეთი “არა”-ს ეუბნება გლობალისტი ბანკირების ხელისუფლებას. ევროპის ერთ-ერთ დიდ ქვეყანაში წარმოიქმნა სოციალური ქარიშხალი, რომლის მსგავსიც ფრანგებს არ უნახავთ, ალბათ, 1968 წლის შემდეგ. ცნობილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის _ როლან გორის თქმით, “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობამ თვალი აუხილა ფრანგ საზოგადოებას მთავრობის მიერ გატარებულ “ნეოლიბერალური ტექნოფაშიზმის” პოლიტიკაზე; მთავრობისა, რომელმაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ნაწილი ზენაციონალურ კოსმოპოლიტურ ხელისუფლებას გადასცა.

დაჩაჩანაკდა არა ევროპა, არამედ თავსმოხვეული ნეოლიბერალური იდეური კომპლექსი, დაჩაჩანაკდა მითოლოგია დემოკრატიისა, რომელიც XXI საუკუნეში საზოგადოების ცნობიერებაზე მანიპულაციების ტექნოლოგიად გადაგვარდა.

XIV-XVI საუკუნეში ევროპის რენესანსი დაკავშირებული იყო ნაციონალური ძალების გამოღვიძებასთან. რენესანსის ეპოქა პოლიტიკაში აღინიშნა ერების მოძრაობით სუვერენიტეტისკენ, და ეს დასრულდა 1648 წლის ვესტფალიის ზავით, აგრეთვე, სუვერენული სახელმწიფოების “ვესტფალიის სისტემის” დამტკიცებით.

შეძლებს კი თავისი ადგილის მოძებნას სხვა თანამედროვე იდეოლოგიებს შორის უნივერსალურ ჭეშმარიტებაზე უარის მთქმელი დასავლური ნეოლიბერალიზმი, რომელიც დაიღალაჯვაროსნული ლაშქრობებისგანბალკანეთზე, ავღანეთში, ერაყში, სირიაში, ლიბიაში? თუ იდეების სამყაროში საყოველთაო ბატონობაზე გლობალურ მმართველობაში უარის თქმა გამოიწვევს დასავლური (პოსტკაპიტალისტური) ცივილიზაციის დაცემას?

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here