მთავარი ახალი ამბები „სნაიპერების აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით ვადასტურებ, რომ ისინი ნამდვილად სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ”

„სნაიპერების აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით ვადასტურებ, რომ ისინი ნამდვილად სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ”

2247
გააზიარეთ

სამხედრო ექსპერტი ტრისტან  წითელაშვილი “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში აცხადებს, რომ მაიდნის სისხლიან პროცესებში მონაწილე სნაიპერების აღიარებით ჩვენებებზე დაყრდნობით, სნაიპერები ნამდვილად სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ.

სამხედრო ექსპერტის განმარტებით, უკრაინის სასამართლოს  უკვე აქვს ოფიციალური ჩვენებები მაიდნის მკვლელობაში მონაწილე სნაიპერების, სადაც ისინი სააკაშვილს ადებენ ხელს.

 „2014 წელს მაიდნის  საკითხზე პირველი შეფასება გავაკეთე, სადაც სააკაშვილის სახელი ფიგურირებდა და დღეს უკვე სნაიპერების აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით ვადასტურებ, რომ ისინი ნამდვილად სააკაშვილის დავალებით მოქმედებდნენ. საქმე ეხება მათ ჩაყვანას და მაიდანზე ორგანიზებულად მოქმედებას. მაშინდელი ბილეთებიც მაქვს მტკიცებულებად, რომ უკრაინაში როგორ გადაფრინდნენ, ამას ერთვის აღიარებითი ჩვენებები მაიდნის პროცესებში მონაწილე სნაიპერების და ამ ადამიანებს დღეს ევროპის ქვეყნებში თავშესაფარიც აქვს უკვე მიცემული“, – განაცხადა წითელაშვილმა.

2014 წელს კიევში მაიდანზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალოვანებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად 106 ადამიანი დაიღუპა.

2017 წლის დეკემბერში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადვოკატებმა, კიევში სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ 2014 წლის მაიდანის მოვლენებში ქართველი დაქირავებული სნაიპერები მონაწილეობდნენ.

ნოემბერში კი, უმაღლესი რადას დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მაიდანზე განვითარებულ მოვლენებთან კავშირი მიხიელ სააკაშვილს აქვს, რომელმაც ქვეყანაში სნაიპერები ჩამოიყვანა.

თავად სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

 

 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here