Home ახალი ამბები მსოფლიო სირიის ტერიტორიის 90 პროცენტი ტერორისტებისგან გათავისუფლებულია

სირიის ტერიტორიის 90 პროცენტი ტერორისტებისგან გათავისუფლებულია

976
სირია

სირიის ტერიტორიის 90 პროცენტის ტერორისტებისგან გათავისუფლების შესახებ იუწყება დსთის წევრი სახელმწიფოების ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიციის გენერალპოლკოვნიკი ანდრეი ნოვიკოვი, რომელსაც ამ თემაზე  “რიანოვოსტისჟურნალისტი ესაუბრა.

ტერორისტების განადგურებაში სირიის სახელმწიფო არმიას აქტიურად ეხმარება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები. ამ დღეებში რუსეთის ავიაციამ მოსპო “ჯებჰათ-ან-ნუსრის” უდიდესი არსენალი, რომელიც განლაგებული იყო დასახლებული პუნქტის აბუ-ედ-დუჰარის მახლობლად, ასევე _ ტერორისტების შტაბი, რომელშიც ტერორისტების დაჯგუფების ლიდერები თათბირს ატარებდნენ. ამ თათბირის ჩატარების შესახებ ინფორმაცია სამხედრო დაზვერვამ სარდლობას ოპერატიულად მიაწოდა. დაბომბვის შედეგების ეფექტიანობა დაადასტურა სირიის სამხედრო დაზვერვამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here