Home რუბრიკები ისტორია სეით მილდიანი _ შინსახკომის წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი ოფიცერი

სეით მილდიანი _ შინსახკომის წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი ოფიცერი

1324
სეით მილდიანი მეუღლესთან, ჩიტო ჩხეტიანთან ერთად

ჩვენს წამოწყებას, შევქმნათ პირველი ძლიერი ქართული ინტერნეტრესურსი დიდი სამამულო ომის შესახებ, ჩვენი ინტერნეტგამომწერების, აგრეთვე, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმკითხველების გამოხმაურება მოჰყვა.

რესურსი “დიდი სამამულო” (didisamamulo.ge), ფაქტობრივად, ონლაინენციკლოპედიად ყალიბდება. ქართულად ვთარგმნით ენციკლოპედიურ ცნობებს დიდი სამამულო ომის საკვანძო თემებსა და ამ ომში ქართველების მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, ვებგვერდზე არის რუბრიკა “ჩემი მამაცი წინაპარი”, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების მიერ დიდ სამამულო ომში მებრძოლი თავიანთი წინაპრების შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების მოწოდებას გამოქვეყნების მიზნით. ეს ინფორმაციები ელექტრონული სახით დაცული იქნება ჩვენს ვებგვერდზე. ამ საკითხზე ტელეფონით დამიკავშირდა “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველი, ქალბატონი ლამარა მილდიანი, დიდი სამამულოი ომის მონაწილის, შინსახკომის ოფიცრის _ სეით დავითის ძე მილდიანის ქალიშვილი. ქალბატონმა ლამარამ მოგვაწოდა თავისი სახელოვანი მამის, წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრის ფოტო, რომელზეც სეით მილდიანი მეუღლე ჩიტო ჩხეტიანთან ერთად არის აღბეჭდილი: აქვე წარმოგიდგენთ ამ ულამაზესი ქალბატონის, ლამარა მილდიანის, ახალგაზრდობის ფოტოსაც:

სეით მილდიანის ქალიშვილი ლამარა მილდიანი
სეით მილდიანის ქალიშვილი ლამარა მილდიანი

რაც შეეხება უფროს ლეიტენანტ სეით მილდიანს, იგი 1912 წელს დაიბადა მესტიის რაიონში. საშუალო სკოლა გაგრაში დაამთავრა, შემდეგ _ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. ახალგაზრდობაში სამხედრო საქმემ გაიტაცა და შინსახკომის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა, მონაწილეობდა ფაშისტური გერმანიისგან კავკასიის დაცვაში, მიღებული აქვს ორდენი და მადლობის წერილი საქართველოს უშიშროების მინისტრისგან. აღსანიშნავია, რომ სეით მილდიანი ომამდე სპეცდისციპლინების ლექტორი იყო. გარდა სამხედრო საქმიანობისა, მუშაობდა რუსულქართულსვანური ლექსიკონის შექმნაზე.

წითელი ვარსკვლავის ორდენი
წითელი ვარსკვლავის ორდენი

როგორც უკვე აღვნიშნე, სეით მილდიანი წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი იყო. წითელი ვარსკვლავის ორდენი საბჭოთა კავშირში 1930 წელს დაარსდა, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (უმაღლესი საბჭოს წინამორბედი ორგანო) 5 მაისის დადგენილებით. ამ ორდენს ანიჭებდნენ საბჭოთა კავშირის დაცვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიან პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”.

საქ. სსრ უშიშროების მინისტრ რუხაძის მილოცვის წერილი
საქ. სსრ უშიშროების მინისტრ რუხაძის მილოცვის წერილი

ისტორიკოს ანდრეი ჟუკოვის მიერ მოძიებულ შინსახკომის საარქივო მასალებში მოხსენიებულია სეით მილდიანის წოდება და ჯილდო, ეს ინფორმაცია კი გამოქვეყნებულია ჟუკოვის მიერ შექმნილ ინტერნეტრესურს

nkvd.memo.ru-ზე:

სეით დავითის ძე მილდიანი

წოდება: უფროსი ლეიტენანტი.

ჯილდო: წითელი ვარსკვლავის ორდენი.

წყარო: სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1949 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება (ნაწილი მე-4).

სამწუხაროდ, სეით მილდიანის ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. იგი შეეწირა თავის პრინციპებს, პატიოსნებას, არ გადაუხვია სტალინისა და ბერიას ხაზს და 1953 წელს ხრუშჩოვისა და მისი ბანდის რეპრესიების მსხვერპლი შეიქნა. სწორედ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას დაიკარგა წითელი ვარსკვლავის ორდენი, მაგრამ ქალბატონ ლამარას შემორჩა ამ ჯილდოს მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი _ უშიშროების მინისტრ რუხაძის მილოცვა სეით მილდიანის სახელზე და მას სათუთად ინახავს. გთავაზობთ ამ წერილის ფოტოს:

უღრმეს მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ლამარას ამ მასალის მოწოდებისთვის!

სკრინშოტი ინტერნეტიდან: წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი მილდიანი
სკრინშოტი ინტერნეტიდან: წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი მილდიანი

აქვე აღვნიშნავ, რომ დამიკავშირდა ქალბატონი ლია ხუნდაძე, სტალინგრადის ბრძოლის მონაწილის, ვლადიმერ ივანეს ძე ხუნდაძის, ქალიშვილი, რომელიც დამპირდა, რომ მომაწვდის მასალებს მამის შესახებ. ონლაინენციკლოპედია “დიდი სამამულო”, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან” ერთად, კვლავაც გააგრძელებს ამ საშვილიშვილო საქმეზე ზრუნვას და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საქმიანობაში ხელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ღირსეული წარმომადგენლები შეგვიწყობენ.

გულბაათ რცხილაძე,

მოძრაობასაქართველოს უკვდავი ჯარისდამფუძნებელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here