Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო _ საცდელი პოლიგონი და ბოცვრები უფასოდ

საქართველო _ საცდელი პოლიგონი და ბოცვრები უფასოდ

საქართველოს არ აქვს სამომავლო სტრატეგია და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტენ უცხოელი “პარტნიორები”

1162
მამუკა ბახტაძე

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ემიგრანტებთან შეხვედრის დროს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარი უბედურების წყარო რუსეთია. მეტიც, იმის მიუხედავად, რომ რუსეთში უფრო მეტი ემიგრანტი ცხოვრობს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში ერთად, ნომერ პირველ მტრად მაინც რუსეთს მივიჩნევთ და, რაც მთავარია, ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, ბოლომდე ეომოს ჩრდილოელ მეზობელს.

“მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა დავასრულოთ მშვიდობიანი გამარჯვებით”, _ ეს იყო შესავალი იმ სიტყვისა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავსტრიაში სიტყვით გამოსვლისას თქვა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იგულისმხება მშვიდობიან გამარჯვებაში ან რისი და ვისი იმედი აქვს კობახიძეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები _ პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე _ რუსეთთან დიალოგის დაწყების შესაძლებლობას გამორიცხავენ.

მაშინ რა გამოდის? თუ დიალოგს არ ვაპირებთ, როგორ უნდა დავაჯეროთ რუსეთი, რომ მშვიდობიანი მიზნები გვამოძრავებს და გვინდა ურთიერთობის დამყარება და მშვიდობიანი გამარჯვება”?!

ისევ კობახიძესა და ავსტრიას დავურბუნდეთ.

“აშკარაა, რომ რუსეთი არ ასრულებს დაპირებას აფხაზი და ოსი ხალხებისადმი. მოსკოვი კვლავ აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით, ხოლო მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება უმნიშვნელოა ან, საერთოდ, არ გვარდება. ამრიგად, ორივე რეგიონში სულ უფრო იზრდება გამოუვალი მდგომარეობის განცდა”, _ განაცხადა ბატონმა ირაკლიმ.

სხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომრეს რომ ეთქვა ეს სიტყვები, ხმას არ ამოვიღებდით, მაგრამ… ორივე რეგიონში სულ უფრო იზრდება გამოუვალი მდგომარეობის განცდა”-, რამ გათქმევინათ, ბატონო სპიკერო?! იცით, რომ საქართველოში, სადაც ვცხოვრობთ, გამოუვალი მდგომარეობის განცდა კი არ იზრდება, გაჯერებულია ამ განცდით ირგვლივ ყველა და ყველაფერი, აღარავის სჯერა, რომ გვეშველება და უკეთესობისკენ წავალთ, იმიტომ, რომ თქვენ, ჰო, თქვენ და თქვენი პარლამენტი, არ ფიქრობთ ამაზე, არ მოქმედებთარ გჯერათ?! ხალხში გადით და მათ ჰკითხეთ. თუ გეზარებათ, მაშინ ჩვენ გკითხავთ _ დაგვისახელეთ თქვენ მიერ მიღებული ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქა? ვერ დაასახელებთ, იმიტომ, რომ არ გაგიკეთებიათ, არ შეგიქმნიათ… სად არის თქვენ მიერ დაპირებული სამუშაო ადგილები? სად არის სამართლიანობის აღდგენა? სად არიან საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები? სად არის გაუმჯობესებული ყოფა, სად? თუ იმ კონსტიტუციას თვლით თქვენს მონაპოვრად, რომელიც ვითომ ხალხთან შეთანხებით მიიღეთ, ანუ გამართეთ შეხვედრები და რეალურად ხალხამდე ვერ მიიტანეთ ის, რისი მიტანაც გსურდათ, რადგან თურმე ხალხს შესაბამისი განათლება არ აქვს? მაგრამ იმდენი განათლება ხომ მაინც აქვს, გაუფასურებული ლარი რომ დათვალოს, გაძვირებულ პროდუქტებზე ფასი რომ დაინახოს, გაძვირებულ ენერგომატარებლებში სისხლის ფასად ნაშოვნი ფული გადაიხადოს?! თურმე აფხაზეთსა და სამაჩაბლოშია ეს განცდა… ვინ გითხრათ? ვინ მოგიყვათ? თქვენ იქ არ ყოფილხართ და.., გიყვებიან. და ვინც ამას გიყვებათ, ერთხელ მაინც არ ჰკითხეთ: იმ ტერიტორიაზე რა ხდება, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ? გამახსენდა… 180 თეთრი პიკაპი შეუკვეთა ხელისუფლებამ, შავი ჯიპების დრო დასრულდაო და, სულ ცოტა, 5 მილიონი ამ მიმართულებით წავა. აბა, იმ ფულს დახარჯვა ხომ უნდა, გასულ წელს ბიუჯეტში რომ დაგრჩათ, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განახორციელეთ?!

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

სამაგიეროდ, ყველაფრისთვის მზად ხართ, მაშინ, როცა საქმე ევროპასა და ამერიკას ეხება. აგერ, მერამდენე წელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვეტენებით ნატოს, რას არ ვაკეთებთ, საკუთარი ახალგაზრდების სიცოცხლეც გვიდევს სასწორზე და, იმის მიუხედავად, რომ უკვე დაუფარავად გვეუბნებიან (ნამუსი ეყოთ ბოლოს და ბოლოს), რომ უახლოეს ათ წელიწადში არშეგიტენითო”, მაინც ვეტენებით. ანალოგიური რამ ითქმის ევროკავშირზეც, ორგანიზაციაზე, რომელსაც ამ თვეში დატოვებს დიდი ბრიტანეთი, რადგან ხეირი ვერ ნახა. ჩვენ კი ვაკაკუნებთ: ძირძველი ევროპელები ვართ, კარი გაგვიღეთო. კარს არც იქ გვიღებენ, გვეუბნებიან: მოცდა მოგიწევთო, მაგრამ მაინც ვაკაკუნებთ. აქაც ვეტენებით და აქაც არგვიტენიან”, არ ვჭირდებით, არ ვაინტერესებთ, არ სურთ ჩვენი, როგორც ერის, გადარჩენაგანვითარება. მათ მხოლოდ ის ტერიტორია აინტერესებთ, რომელიც გვიკავია, და აკი ვაძლევთ კიდეც სათარეშოდ. თარეშის გარდა, ვერაფერს დავარქმევთ იმ ლაბორატორიას, რომელიც საქართველოშია, და კაცმა არ იცის, იქ რა ხდება და რა ცდები ტარდება. ჰო, თურმე ამერიკასა და ევროპას ადგილი არ ეყოთ, ანალოგიური ლაბორატორია თავიანთ ტერიტორიაზე გაეკეთებინათ და საქართველო აირჩიეს (ეჭვი გვაქვს, მათთან კანონითაა აკრძალული ის, რასაც აკეთებენ აქ, ამ ლაბორატორიაში). მერე რა, რომ საქართველოში მომუშავე პროფესორების შენახვა ორმაგი უჯდებათ?! სამაგიეროდ, “საცდელი პოლიგონი და ბოცვრებივართ უფასოდ

არ გეგონოთ, ამ განცხადებებში კობახიძე მარტოა. მანამდე ხომ პრეზიდენტმა თქვა იგივე, ახლა კი მხარი მამუკა ბახტაძემაც აუბა. პრემიერმა არანაკლებ ხმამაღლა განაცხადა: რუსეთთან ურთიერთობა ვერ და არ გვექნებაო, თუმცა იქვე დააყოლა: პრობლემები არსებობს, რომელთა მოგვარებაც რუსეთთან დიალოგით არის შესაძლებელი, მაგრამ ეს დიალოგი არ იქნებაო. რა გამოდის?! რუსეთთან დიალოგი არ გვსურს, ევროპაამერიკა კი ყველაფერზე გვესაუბრება, ევროკავშირისა და ნატოში შესვლის გარდა. სად არის გამოსავალი? არსად! და სწორედ ეს არის, ბატონებო, იმის განცდა, რომ არაფერი გვეშველება.

ამ ყველაფრის ფონზე, საკმარისია, არც ისე მაღალი რანგის რუსმა მოხელემ გააკეთოს საპასუხო განცხადება, რომ მაშინვე ევროპა-ამერიკაში გავრბივართ ჩივილით: არიქა, რუსეთი გვემუქრება და მორიგი აგრესიისთვის ემზადებაო. ჯერ ერთი, თუ ქვეყანა აგრესიისთვის ემზადება, ამაზე საჯაროდ არ ყვირის; და მეორეც _ არ არის გრიგორი კარასინი იმ დონის მოხელე, რომ მისი განცხადება რუსეთის ფედერაციის მუქარად და აგრესიად აღვიქვათ. თანაც, მერამდენედ ვკითხულობთ: რატომ გვგონია, რომ ჩვენ უფრო გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ვიდრე რუსებს რუსეთი?! და რატომ გვიკვრის, როცა ქვეყნის უმაღლესი პირების მიერ გაკეთებული კატეგორიული განცხადებების შემდეგ ვინმე პასუხს გაგვცემს?

მიდგომას ვერ ვხვდებით, თორემ საქართველოს დასაცავად ხმა რომ უნდა ამოვიღოთ, ამას არ უარვყოფთ, მაგრამ ეს ხმა არასწორი მიმართულებით მიდის, აგერ უკვე მერამდენე წელია, და ისევ ერთ წრეზე რომ ვტრიალებთ, ეგეც ფაქტია.

ამას წინათ ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა თქვა: კარგი იქნება, რუსეთი, საერთოდ, რომ არ არსებობდესო. საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: მე არ მინდა ისეთი სამყარო, სადაც რუსეთი არ იარსებებსო. ამის შემდეგ იყო, რომ ატყდა ამბავი, პუტინი მსოფლიოს ატომური ომით ემუქრებაო… არადა, რუს ექსპერტს რომ ეთქვა: ამერიკა რომ არ იყოს, კარგი იქნებოდაო, ნეტავ, რა რეაქცია ექნებოდათ ამერიკელებს?! ან ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა, იგივე რომ საქართველოზე ეთქვათ?! როცა საქმე ქვეყანას ეხება და პირველი პირი გქვია, ვალდებული ხარ, ქვეყანა დაიცვა, მაგრამ არა ისეთი განცხადებით, ზიანს რომ მოუტანს.

მოდი, ცოტა წინ გავიხედოთ. მართალია, პოლიტიკაში პროგნოზი ხშირად არ ამართლებს, მაგრამ ის ხომ ფაქტია, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი, სულ ცოტა, ამ და მომდევნო ათწლეულში არ გაიღება. იგივე ითქმის ევროკავშირზეც. ამ ხნის განმავლობაში რაც უნდა მოვიმოქმედოთ, რა მოთხოვნა თუ თხოვნაც უნდა შევუსრულოთ ამერიკაევროპას, შანსი გვაქვსნული. ამავე გადმოსახედიდან, არ ვაპირებთ, ვესაუბროთ რუსეთს, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი ამ და მომავალ ათწლეულში გამორიცხულია. მაშინ რა გვსურს? რა გეზი გვაქვს საგარეო პოლიტიკაში? გეტყვით _ არანაირი. ჰო, საქართველოს არ აქვს სამომავლო სტრატეგია და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტენ უცხოელიპარტნიორები”. ისინი კი ჯერ საკუთარ ქვეყანაზე რომ იფიქრებენ, მერე კი, თუ დრო დარჩათ, ჩვენზე მაინც არ შეწუხდებიან, ადვილი მისახვედრია. და ეს არის ფაქტი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. არავის უნდა იმის აღიარება, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვების გადასაწყვეტია და დამოუკიდებლად იმ გადაწყვეტილების მიღების უფლებაც არ გვაქვს, ვის და რაზე უნდა ვესაუბროთ. მონობა სხვა კი არაფერია და ახლა არ თქვათ, ასე არ არისო. მეტი რაღა უნდა იყოს, როცა ევროპაცა და ამერიკაც დაგვცინიან და დაუფარავად გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებებს მათ გარეშე ვერ მივიღებთ და თავისუფლების ხაზი სწორედ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებაზე გადის.

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

  1. Винц русетс уаркофс ис гамкидвелиа картвелии халхис Ки ара мтлианад сакартвелоси есени гореби ариан мети арафери. Хода вацалот ахал цламде да сашобаот давклат да исе авгнишнот ахали цели….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here