Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველო და მსოფლიოს” ვულოცავთ მე-500 ნომერს!

“საქართველო და მსოფლიოს” ვულოცავთ მე-500 ნომერს!

608
“საქართველო და მსოფლიოს” ვულოცავთ მე-500 ნომერს!

წელს, თებერვალში, “საქართველო და მსოფლიო” 10 წლის გახდა. და აი, 7 აგვისტოს მისი მე-500 ნომერი გამოვიდა; ამ ფაქტს ქუთაისელი მკითხველები მადლიერებით ვეხმიანებით.

“საქართველო და მსოფლიო” თავისი მრავალმხრივი ორიგინალურობით, ღრმა ინტელექტუალურ-ანალიტიკური აზროვნებით, თანამედროვე ცხოვრების ობიექტური ანალიზით, მკვეთრად გამოხატული სამართლით ქართულ მასმედიაში რადიკალურად გამორჩეულია. გენერალური ხაზიდან, რომელიც გაზეთმა პირველივე ნომრებში წარმოაჩინა, არასოდეს გადაუხვევია. გაზეთის ობიექტურობა და სიმართლე სააკაშვილის ნაცების ბოღმას იწვევდა და გასაკვირი არ არის, რედაქციის ორჯერ დარბევა, მაგრამ გაზეთის რედაქციისა და მისი თავკაცის _ ირაკლი თოდუას  (მარადიული ხსოვნა მის სახელს!) შემართება არასოდეს შესუსტებულა და დღესაც გრძელდება. გზააბნეული ქართველებისგან ზოგჯერ მოისმენთ: “საქართველო და მსოფლიო” რუსეთუმე და კრემლის აგენტიაო; ცდებიან, საცოდავები, რადგან გაზეთი, კრემლის კი არა, საქართველოს გეოგრაფიული სივრცის აგენტია. ეს სივრცე გაზეთისთვის, ევროპაში კი არა, როგორც დავით ბაქრაძის ვაიევროპელ ღამურებს ჰგონიათ, არამედ სამხრეთ კავკასიაში, აზიაში მდებარეობს, როგორც ფიზიკურად, ისე ცნობიერებით. გეოპოლიტიკურად დაბრმავებულ ვაიევროპელებს, ყველა გზააბნეულს შევახსენებთ: ცივილიზაციის აკვანი ევროპაზე დიდი ხნით ადრე აზიაში დაირწა; ქრისტეს დაბადებამდე 1750-იან წლებში ბაბილონის მეფის _ ჰამურაბის საოცარი შინაარსის კანონები დაიწერა. რას უწუნებთ აზიას?

“საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტური კოლექტივი საქართველოს ობიექტურად ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური კანონზომიერების ძახილს გამოხატავს _ ამაშია მისი ძლიერება და ორიგინალურობა.

ჩვენ, “საქართველო და მსოფლიოს” ერთგული მკითხველები, საქვეყნოდ ვაცხადებთ: “ვართ ქართველები, სამხრეთ კავკასიელები და, მაშასადამე, ვართ აზიელები: აქსიომური ჭეშმარიტებაა ეს. თქვენ, ოპონენტებო, ვერ მოიტანთ ისეთ წყაროს, ცნობარს თუ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ევროპულ ქვეყნად თვლიან. დააღწიეთ თავი ამ გეოპოლიტიკურ სიბრმავეს, რომლის გამოც დღემდე ვერ გაგიგიათ, რომელი კონტინენტის რომელ გეოგრაფიულ სივრცეში, რომელი ქვეყნების სამეზობლო გარემოცვაში ცხოვრობს ჩვენი ბედკრული საქართველო. უნდა ვიცოდეთ ტრაგედიათა სერიალები, ტერიტორიების დაკარგვა _ ყველა უბედურება ჩვენი გეოპოლიტიკური სიბრმავის, ანუ აშშ-ევროპისკენ დაუოკებელი ლტოლვის უშუალო შედეგია. გეოპოლიტიკური სიბრმავის სენით კი დასავლეთმა მიზანმიმართულად დაგვასნეულა.

მოგიწოდებთ, რეგულარულად იკითხეთ “საქართველო და მსოფლიოს” დიდებული პუბლიკაციები და თქვენ, გზააბნეულებო, გეოპოლიტიკური სიბრმავის სენისაგან აუცილებლად განთავისუფლდებით!

საქართველო და მსოფლიოსქუთაისელ მკითხვალთა სახელით 

მარინე ქაცარავა, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი;

მზია მაჩიტიძე, საქონელმცოდნე;

ფრიდონ ასათიანი, ანალიტიკოსპოლიტოლოგი;

ზურაბ კაჭკაჭიშვილი, ინჟინერტექნოლოგი;

სურენ მარტიროსიანი, პედაგოგი, ქართველოლოგი;

გივი გურეშიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here