Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14 პროცენტს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ აქვს

საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14 პროცენტს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარი არ აქვს

1314
მოსწავლე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ განაცხადა, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეების 14 პროცენტს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარიც არ აქვს.

“ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველომ მიიღო მონაწილეობა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, გარკვეული პერიოდულობით, ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველად ჩვენ ამ კვლევაში მონაწილეობა მივიღეთ 2006 წელს, ამჯერად ჩვენ 2016 წელს ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები წარმოვადგინეთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლიდან 2011 წლამდე მოსწავლეთა მიღწევები გაუმჯობესდა, თუმცა კითხვაში ქართველი მოსწავლეების საშუალო მიღწევა საერთაშორისო საშუალო ნიშნულზე დაბალია. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ 9-10 წლის მოსწავლეების 14%-ს მინიმალურ დონეზეც არ აქვთ განვითარებული კითხვის, წაკითხულის გააზრების უნარი”, _ განაცხადა ია კუტალაძემ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის შეფასებით, მეოთხეკლასელ მოსწავლეს, რომელსაც უჭირს წაკითხულის გააზრება, სწავლების მომდევნო საფეხურზე სერიოზული პრობლემები შეექმნება. ის, ფაქტობრივად, განწირულია აკადემიური მარცხისთვის.

აღნიშნული კვლევა 2016 წელს ჩატარდა და სამი დღის წინათ გამართულ კონფერენციაზე გასაჯაროვდა. კვლევა მოიცავს 200 სკოლას, 5 741 მოსწავლეს, 5 700 მშობელსა და 200 დირექტორს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here