მთავარი საქართველო საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციით საკუთარი ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება

საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციით საკუთარი ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება

გააზიარეთ
ლაშა ლომიძე

პოლიტიკური გაერთიანებასაქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტისთანათავმჯდომარე ლაშა ლომიძემპრაიმტაიმისპრესკლუბში ბრიფინგზე ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა და როგორც საზოგადოებას, ასევე საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომსაქართველოს ეროვნული ფრონტისორგანიზებითა და რამდენიმე ათეული ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 2 მილიონი ხელმოწერა შეგროვდა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო ნეიტრალიტეტს.

“მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აგრძელებს ევროინტეგრაციას და საკუთარი ამომრჩევლის ნებას ეწინააღმდეგება. მაგალითად, 24 ნოემბერს ბრიუსელში იგეგმება ე.წ. “აღმოსავლური პარტნიორობის” მორიგი სამიტი, მასში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის: “აღმოსავლური პარტნიორობა” არის ევროსაბჭოს პროექტი და მიზნად ისახავს საქართველოს, უკრაინის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და სომხეთის ევროინტეგრაციას. ე. წ. ევროპელი პარტნიორები გვიქმნიან ილუზიას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ჩვენი ქვეყანა განვითარდება. რეალურად კი საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, რომ ევროინტეგრაცია ეკონომიკას ღუპავს: საბერძნეთში უმძიმესი კრიზისია, რაც მისი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ დაიწყო _ ადგილობრივი წარმოება მოიშალა და ეს სახელმწიფო გადაიქცა მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრად. უარესი მოხდება საქართველოშიც, თუ ევროკავშირში გავწევრიანდებით, რადგან ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება. მსხვილი ქარხნებისა და საწარმოების უმრავლესობა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდა, დიდიხანია, დაიხურა; უცხოელი ინვესტორები კი სულაც არ არიან დაინტერესებულნი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებით. ასევე, ფარსია ვიზალიბერალიზაცია, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, ევროპაში მხოლოდ ტურისტად ჩავიდეს, ხოლო მუშაობა ეკრძალება. ათასობით ქართველი უკან გამოაბრუნეს, ვითომდა ამ პროგრამით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის გამო. რაც შეეხება ნატოს ეგიდით ამ ზაფხულს საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს, იგულისხმება “ღირსეული პარტნიორი 2017”, ეს არის მცდელობა იმისა, რომ აშშ-მა საქართველო პოლიგონად აქციოს და რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს, რაც კატასტროფას მოგვიტანს”, _ განაცხადა ლაშა ლომიძემ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here