მთავარი საზოგადოება საქართველოს ტრაგედია მინიატურებში

საქართველოს ტრაგედია მინიატურებში

483
გააზიარეთ
საქართველოს ტრაგედია მინიატურებში

ყურად ვიღე რა ბრძენი შოთას რჩევა, კვლავაც შევეცდები, გრძლად სათქმელი მოკლე მინიატურებში გამოვხატო

* * *

მეოთხედი საუკუნეა, საქართველოს ხელისუფალნი დაჟინებით განაგრძობენ აშშ-დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს; ამ კურსმა თავზე ტრაგედიათა სერიალები დაგვატეხა; ყველაზე დიდი ტრაგედია ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვაა. მომაკვდინებელი დარტყმების ქვეშაა ქართული ეროვნული იდენტურობა _ ტრადიციები, ღირსება, ზნეობა, მართლმადიდებლური სულიერება. აშშ დასავლეთი მიზანმიმართულად თავს გვახვევს ლიბერასტულ-პედერასტულ-ლესბოსურ სიბილწე-უზნეობას.

* * *

ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა, ასიათასობით ქართველი საკუთარ სამშობლოში დევნილად რომ იქცა; ხელისუფალთა გაშმაგებული რუსოფობიის, ანუ სიძულვილის, ზიზღის, მტრობის უშუალო შედეგია ეს.

* * *

ასე რომ გამოიყურება დღეს ტერიტორიებდაკარგული საქართველოს რუკა _ ეს ქართველთა ყოველგვარ დიპლომატიას მოკლებული ქმედებებისა და გაშმაგებული რუსოფობიის ნაყოფია; დამთრგუნველი და სევდის მომგვრელია მისი ხილვა.

* * *

ხელისუფალნო, აშშდასავლეთმა იუგოსლავია შვიდ სახელმწიფოდ დაშალა და ჩვენ გაგვამთლიანებს? ფუჭი ოცნებაა! საქართველოს ინტერესებისთვის აშშ რუსეთს არ დაეჯახება. ყურად იღეთ აწ უკვე გარდაცვლილი ამერიკელი ქართველი გენერლის _ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ადრინდელი რჩევა: “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მხოლოდ რუსეთთან კარგი ურთიერთობით დაიბრუნებთ!”. ეს ჭეშმარიტება მას ქართულმა გენმა ათქმევინა, ამას გეიტსები თუ მაკკეინები არასოდეს გვეტყოდნენ.

* * *

ხელისუფალნო, ჩუმად რომ ხართ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თაობაზე, ესეც რუსოფობიის გამოვლინებაა. ჩუმად იმიტომაც ხართ, რომ ეს საკითხი აშშ-დასავლეთს დაბლოკილი აქვს; ჭეშმარიტად მეცოდებით, რადგან მონები ხართ!

* * *

ხელისუფალნო, მომეცით პარლამენტში 10-წუთიანი გამოსვლისთვის ტრიბუნა და დაგიმტკიცებთ, რომ თქვენი დამღუპველი საგარეო-პოლიტიკური კურსი საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს; თქვენ სამშობლოს მტრები ხართ!

გივი გურეშიძე

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here