მთავარი საქართველო საქართველოს საგარეო ვალმა მოიმატა

საქართველოს საგარეო ვალმა მოიმატა

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს 2016 წლის ბოლოს უცხოელი კრედიტორების 15,5 მლრდ დოლარი ემართა. ეს 41 მლრდ ლარი და ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის 108.2%-ია.


გასული წლის ბოლო კვარტალში, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 149 მლნ აშშ დოლარით მოიმატა. მთლიანი საგარეო ვალის 93.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 9.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის წლიური მშპ-ს 66.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (10.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 26.6 პროცენტია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2017 წლის აპრილის მონაცემებით, 2016 წლის 31 დეკემბერს ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი ჰქონდა იაპონიას _ მშპ-ს 239%, რაც დოლარებში 11 ტრილიონია. მეორე ადგილზეა საბერძნეთი _ მშპ-ს მიმართ 181%-ით, 335 მილიარდი დოლარი, მესამეზეა ლიბანი _ მშპ-ს 143 %, 32 მილიარდ 640 მილიონი დოლარი.

ყველაზე მეტი საგარეო ვალი აღებული აქვთ აშშ-ს _ 17,9 ტრილიონი დოლარი, ევროკავშირს _17, 9 დოლარი და დიდ ბრიტანეთს _ 9,9 დოლარი.

 

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here