მთავარი პოლიტიკა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველების, როგორც ერის, უპირველესი ამოცანაა, გეოპოლიტიკურ ნანგრევებში არ...

საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველების, როგორც ერის, უპირველესი ამოცანაა, გეოპოლიტიკურ ნანგრევებში არ მოყვეს ისე, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა

1021
გააზიარეთ
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველების, როგორც ერის, უპირველესი ამოცანაა, გეოპოლიტიკურ ნანგრევებში არ მოყვეს ისე, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა

რა კაცს გადუწყდეს იმედი, იქ სასწაულის ჯერია

თუშთაგან თქმული

ყირიმის რუსეთთან მიერთება _ ოკუპაციაანექსია თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა? რუსეთის მტრების გადმოსახედიდან ეს, რა თქმა უნდა, აგრესორი რუსეთის მიერ სუვენერული უკრაინის ტერიტორიის მიტაცებაა, ხოლო, რუსეთის მხარდამჭერთა აზრით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რადგან ყირიმი არასოდეს ყოფილა უკრაინის. ყირიმის ნახევარკუნძული 1957 წელს, .. დიდი ოქტომბრის რევოლუციის მე-40 წლისთავზე სსრკის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ვოლუნტარისტული ბრძანებითუფეშქაშასაბჭოთა უკრაინას. მიუხედავად რუსეთის მტერმოყვარეთა აზრებისა თუ თქვენი მონამორჩილის ლირიკულისტორიული წიაღსვლებისა, რომ იტყვიან, ფაქტი ჯიუტია _ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის სუბიექტია და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.

ყირიმის თემა დახურულია და რუსეთი არავისთან აპირებს ამ თემაზე უბრალო საუბარსაც კი. ეს არაერთხელ განუცხადებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და, მიუხედავად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე “დემოკრატიული დასავლეთის” (წაიკითხე, აშშ) ბაქიბუქისა, სინამდვილეში ნელ-ნელა და სულ უფრო ხშირად დასავლეთიც, ზემოხსენებული დე ფაქტო მოცემულობის გათვალისწინებით, პრაგმატულად თანამშრომლობს “ტოტალიტარულ რუსეთთან” და ამის დასტურად, სხვა რომ არაფერი, ამას წინათ ევროსაბჭოში რუსეთის ზარ-ზეიმით დაბრუნების ფაქტიც კმარა… ყოველი ზემოთ თქმული სამწუხარო რეალობა რომ არის, კიდევ ერთი დასტური იყო რამდენიმე დღის წინათ გაეროში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ამსახველი კადრები, რადგანაც… გასაგები და ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს სხვადასხვა პოლიტიკური ზომა-წონა აქვთ და, აქედან გამომდინარე, მათ შორის არააფიშირებული, პროტოკოლით შენიღბული, მაგრამ უფროს-უმცროსობა მაინც არსებობს _ მაგალითად, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას თანასწორთა რანდევუ მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ერთმაც, მეორემაც და მესამემაც (მსოფლიოს პოლიტისტებლიშმენტი) მათი ადგილი დიდი პოლიტიკის კიბეზე სად, რომელ საფეხურზეცაა, კარგად იციან, მაგრამ ის, რაც იმ დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხდებოდა, უკეთეს შემთხვევაში სკოლის დირექტორის კაბინეტში ცუღლუტი ბავშვის დაბარება-დამუნათებას ჰგავდა, ხოლო უარესში…

წინა დღეს გაეროს გენანსამბლეის ტრიბუნიდანრიხიანიგამოსვლის შემდეგ, როცა გაპრეზიდენტებულ კლოუნს ეგონა, რუსეთისგან ქვაქვაზე არ დავტოვეო, სრულიად მსოფლიოს გასაგონადძია სემირომ გეტყვის _ წადი, ბიძიკო, მისამართი შეგეშალა, “ძიაძია ვოვანახეო (ციტატა: “ვიმედოვნებ, შეხვდებით პუტინს და მოაგვარებთ პრობლემას”), საერთოდ, რაზეა საუბარი?! გაიგეთ, ხალხო? 40-წუთიან შეხვედრაზე, არც ერთი მინიშნება არ ყოფილა იმაზე, რომ უკრაინა კვლავ მსოფლიოს საერთო თავის ტკივილია _ ვიმედოვნებ, შეხვდებით და მოაგვარებთ პრობლემასო, და არც ერთი აუგი სიტყვა რუსეთის პრეზიდენტზე. რა ვიცი, აბა, რა შეიძლება ვუწოდოთ ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, იმედგაცრუებას? ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აქედან ჩვენ რა, ზელენსკის (უკრაინის) იმედგაცრუება საქართველოს დაიმედებას ნიშნავს და თუ არა, მაშ, რა საჭიროა უკრაინის პოლიტიკის ვრცელი მიმოხილვა და, წინამდებარე წერილის სათაურიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, არც ერთი სიტყვა საქართველოზე? _ იკითხავს მკითხველი და ერთი შეხედვით, სამართლიანადაც, მაგრამ… მსოფლიოს გეოპოლიტიკა, აშშრუსეთის მეცადინეობით, ჩვენ თვალწინ ნელა, მაგრამ განუხრელად იცვლება. ხატოვნად თუ ვიტყვით, მსოფლიოში პოლიტიკური ტექტონიკური ძვრები დაიწყო. პროცესი, რომელიც, გვინდა თუ არა, საქართველოსაც შეეხება ან უკვე გვეხება. ტექტონიკა მეტნაკლებად, მაგრამ მაინც ნგრევას ნიშნავს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველების, როგორც ერის, უპირველსი ამოცანაა, გეოპოლიტიკურ ნანგრევებში არ მოყვეს ისე, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა (ლიბერასტებისგან მოსალოდნელი წყევლაკრულვის მიუხედავად, გავბედავ და გავიმეორებ ვლადიმერ პუტინის შეფასებას), როდესაც მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედიის, სსრკის დაშლისას ნანგრევებში მოვყევით. თუმცა არა, თუ გასული საუკუნის 90-ან წლებში საბჭოთა კავშირის “ნანგრევებში” მოყოლილი ქართველი ერის ენერგია ფენიქსივით ფერფლიდან “აღსადგომად” საკმარისად გადაურჩა განადგურებას, მოსალოდნელი გლობალური მასშტაბის პოლიტიკურ-ზნეობრივი “მიწისძვრა” ისეთი დამანგრეველი იქნება, რომ შესაძლოა, არათუ სახელმწიფომ, არამედ ქართველმა ერმა არსებობა შეწყვიტოს. საზოგადოებას შევახსენებ ჩემ მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიას “კოკავ, შენ გეუბნები, ლიტრავ, შენც გეყურებოდესო”, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ მოლდოვის მიმართ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე შეიქმნა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა: რუსეთი თანახმაა, ე.წ. დნესტრისპირეთის ავტონომია სუვერენულ-ნეიტრალური მოლდოვის შემადგენლობაში დაბრუნდესო.

რუსეთი თანახმაა, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მოლდოვასთან შედარებით საქართველოს მდგომარეობა გაცილებით რთულია (დნესტრისპირეთისგან განსხვავებით, რუსეთს სოხუმცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს), კრემლის სიგნალი კიშინიოვის მიმართ, თბილისისთვისაც უნდა იყოს საყურადღებოყურადღება ყურადღებად, მაგრამ ქმედება?

ისევე, როგორც ყირიმი აღარასოდეს დაუბრუნდება უკრაინას, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივაში, ასევე იმ სტატუსით, როგორითაც საბჭოთა საქართველოში შედიოდა სოხუმი და ცხინვალი (ანუ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკები), აღარასოდეს დაბრუნდება ისინი თანამედროვე საქართველოს შემადგენლობაში. როგორც გინდათ და ვისაც გინდათ, ისე გაიგეთ, რა იარლიყიც გინდათ, ის მომაკერეთ, ეს სამწუხარო რეალობაა და ამ ახალი რეალიების გათვალისწინებით უნდა იყოს განპირობებული საქართველოს ქმედება თუ უმოქმედობანი და, ვინც საპირისპიროს ქადაგებს, ის ან შეუგნებელი ურა-პატრიოტია, ან უარესი _ ქვეყნის შეგნებულ-განათლებული მტერი.

დაკარგულის დაბრუნება კი არა, რაც ჯერ კიდევ ჩვენია, ისიც არ დავკარგოთ, ასეა საქმე!

ქვეყნის გადარჩენის კონკრეტული რეცეპტები არ მაქვს, მაგრამ, საზოგადოდ, იმის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას ევროკავშირნატოს ქიმერის დევნაზე, რამაც ლამის 30 წლის განმავლობაში, ნგრევის, ტერიტორიების დაკარგვის, მორალურზნეობრივი გათახსირების გარდა, სხვა არაფერი მოგვიტანა. ქიმერის დევნაზე უარის თქმის მხრივ თითქოს ყინული დაიძრა _ 15 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ორგანიზებული, პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქცია და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია, ზემოხსენებულ გაეროს გენანსამბლეაზე კულუარებში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, რომ იტყვიან, ტეტ-ა-ტეტ შეხვედრა (პრესისთვის დახურული). ამან ააფეთქა არასაპარლამენტო, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია და ასევე ე.წ. ევროპული საქართველო _ გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ა.შ. ის ადამიანები ითხოვენ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის დაბარებას და მისგან “ატჩოტის” ჩაბარებას, რომლებიც სისხლის სამართლის დამნაშავენი არიან და, პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა ისხდნენ და თვითონ უნდა აბარებდნენ “ატჩოტებს” პროკურორებს. ოხ, ბიძინა ივანიშვილო!.. ეს ახვრები თავის დროზე პოლიტიკურ სანაგვეზე რომ არ გაისტუმრე, მოუშორებელ ჭირად გვექცნენ. საქმეში საქართველოს დედაეკლესიის მიშნაცი მეუფე ყანდურებიც ჩაერთნენ _ ე.წ. მეუფე პეტრემ, როგორც სამღვდელო პირმა კი არა, როგორც ნაცების პროკურორმა, ისე ისაუბრა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში _ ციანიდის მოყვარული მღვდელი რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმაო და ბიძინა ივანიშვილი ხომ, საერთოდ, რომ იტყვიან, “კუბოში ჩადო”, რა თქმა უნდა, ვერც მართლმადიდებელი რუსეთი გადაურჩა მეუფე პეტრე-ყანდურის რისხვას…

ვნახოთ, ეყოფა კი გამბედაობაქართული ოცნებისიმ ნაწილს, რომელიც დავით ზალკალიანის უკან იგულისხმება _ დაუპირისპირდება საქართველოს პარლამენტის ლიბერასტ დეპუტატებს და განაგრძობს რუსეთთან .. რეალპოლიტიკის კეთებას თუ კვლავ დაექვემდებარება ნაცების შანტაჟს და გაეროს ეპიზოდი ეპიზოდად დარჩება ნაცების ნარატივის შიშით _ რუსეთთან დიალოგი გინდა? _ ესე იგი, სამშობლოს მოღალატე ხარ

დავით მხეიძე

P.S. აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: “მომავალი არ ეკუთვნის გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს!” მხოლოდ ეს განცხადებაც კმარა საიმისოდ, რომ ვთქვათ: აშშ ახალი პოლიტიკის კეთებას იწყებს. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი რომ აქვს დონალდ ტრამპს, აშკარაა. რაც შეეხება უბედურ საქართველოსა და ქართველებს, ჩემი აზრით, ახლა .. სამხედრო მიუმხრობლობისა და გნებავთ, ნეიტრალიტეტის დრო აღარ არის. დღეს სწორედ სამხედროპოლიტიკურეკონომიკური მიმხრობის დროა. ჩვენმა გმირმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის განმავლობაში უქარქაშო ხმლების უილაჯო ქნევის შემდეგ ქართველი ერის პოლიტიკურეროვნულეკონომიკური მომავალი ერთმორწმუნე დიდ რუსეთს დაუკავშირა და არც შემცდარან _ ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი გადაგვარების აშკარა საფრთხის წინაშე მდგარი ქართველი ერის გადარჩენა მართლაც სასწაული იყო. დღესაც 200 წლისწინანდელი საფრთხეების წინაშე მდგარ, უიმედობით მოცულ საქართველოს ისევ სასწაული თუ იხსნის; სასწაული, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გავითავისებთ სენტენციადქცეულ ანდაზას: “ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნუცა ძველსა მეგობარსა”.

არ გიყვარდეს რუსეთი, _ წერდა დიდი ილია 1899 წელს, _ რომელმაც ჩვენ სიმშვიდე დაგვიმკვიდრა და წინსვლის პირობები შეგვიქმნა, ეს ნიშნავს გამოამჟღავნო არა მხოლოდ დასაძრახი უმადურობა და პოლიტიკური სიბეცე, არამედ შენი სამშობლოსადმი სიძულვილიც. ვისაც ნამდვილად უყვარს საქართველო, მის ბედზე გული შესტკივა და მისი კეთილდღეობა სურს, მას არ შეიძლება არ უყვარდეს რუსეთი”…

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ფორმალურად გამოვაცხადოთ “სამხედრო მიუმხრობლობის” პოლიტიკა, ფაქტობრივად კი აღვადგინოთ დიპლომატიური და მეგობრული, უფრო მეტიც – ძმური ურთიერთობები ჩვენს ჩრდილოელ, ერთმორწმუნე დიდ რუსეთთან და ყველა პრობლემა მოგვეხსნება და გაბრწყინდება საქართველო!

  2. ჰაჰაჰაააააააააააააააააააააააააა, ისე კარგი სტატიაა რას ვერჩი, მაგრამ გეგონება ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები საქართველოს ხალხის, ეთნიკურად ქართველი ხალხის არჩევანია და ხო სუ ჩვენი პოლიტიკააა დამყარებული ამ ჩვენს ქვეყანაში. ესეთი სტატიები მაშინ უნდა დაწერო ავტორო, როცა მართლა გვეყოლება ჩვენი ხალხის მიერ არჩეული, ქართული სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი მთავრობა და არა ქაჯ-ეშმაკთა გაერთიანება… რა პოლიტიკაზე საუბრობ, ვის დასცინი შენ მაგ სტატიით??? შეიძლება ადამიანს ფილტვი ტკიოდეს და თირკმელების ამპუტაზიაზე ესაუბრო? აი მაგას გავს ეგ შენი დაჯღაბნილი სტატია. პრობლემა ეგ კი არაა პრობლემის მთავარი თემააა ვინ მაერთავს რეალურად საქართველოს ასე რო ამცირებენ ქვეყნის ტერიტორიას. ასე რო თავზე უვლიან ქართულ სახელმწიფოს, რად გინდა ბომბები როცა ისეთი პოლიტიკა ტარდება თავისი ფეხით გარბიან ქართველები აქედან რადგან ამცირებენ ყველა კუთხიდან. რა საჭიროა ამდენი არაბ-თურქ ჩინელი-ინდოელ-აფრიკელ-სირიელების ჩამოსახლება? რა ხდება ბოლოსდაბოლოს? რატომ არ აღიარებს არცერთი პრესა და არცერთი მასმედიური ორგანიზაცია რაც მიმდინარეობს გაძლიერებულად აგერ უკვე 35 წელია? ე.ი მას შემდეგ რაც კანონიერი ხელისუფლება ზვიად გამსახურდია მოგვიკლეს და დააამხეს საქართველოს სახელმწიფო მაშინ და მას მერე რაც ხდება ეს უკვე გენოციდია და საქართველოს განადგურება. რატო არ წამოგცდებათ ამაზე ერთხელ საუბარი? მესიჯების წერაც გეკრძალებათ ამ ,,თავისუფალ” ინტერნეტ გამოცემებს??? რა საშინელ და უმწეო მდგომარეობაში ყოფილა მაშინ საქართველო არა? როგორი დიქტატურაა თურმე უკვე ჩვენს ტერიტორიაზე. და რატომაა ესეთი დიქტატურა??? ამაზე ისაუბრეთ ერთხელ. რატომაა ჩვენი ქვეყანა ამდენი წელი ჭაობში და რატო დაუკარგეს მნიშვნელობა კავკასიაში??? ეს ხომ ცხადზე ცხადია??? ბავშვიც ხვდება უკვე ამას და ხმას არ იღებთ. მიზეზი კი რა არის იცით??? გეშინიათ და მოსყიდული, სულგაყიდული ადამიანები ზიან მესიჯის წამკითხველადაც მანდ. სირცხვილი თქვენ არ იცით და ტვინი თქვენ არ გაგაჩნიათ და იყავით და ემსახურეთ სისულელეს. ეს ქვეყანა განადგურდება წერტილი დაესმევა საქართველოს რადგან ყველა ასეთი მოწადინებუილია, რადგან ყველა უტვინოა და რადგან ყველა უთვისტომო. პრობლემის არსს რო ვერ მიხვდები იმას უნდა ერქვას ჟურნალისტი?????? იმას უნდა ქონდეს ესეთი ვებსაიტების გაკეთების და წერის უფლება???? ერთი წამოგცდეთ სტატიაში ოდესმე რომ ამ ქვეყანას ბიძინა და სააკაშვილი კი არა ვიღაც სხვა ბოროტი და საზიზღარი ძალა მართავს, ესენი კი თამაშობენ და ასულელებენ ხალხს. ამაზე ხმა რატო გაქვთ გაკმენდილი??? პრობლემებს გვიქმნიან და თქვენ იმაზე კი არ საუბრობთ ვინაა პრობლემის შემქმნელი არამედ იმაზე მხოლოდ რომ პრობლემა ასეთიაო. კი ბატონო ვხედავთ ჩვენც, თქვენ ის თქვით ვინ ქმნის ამხელა პრობლემას, ვინ ავალებთ ამათ ესეთი პრობლემები შეგვიქმნან და ჩაგვყარონ ასეთ დღეში ამაზე ილაპარაკეთ და წერეთ ამაზე. პრობლემის არსს ჩვენც ვხედავთ. მაგრამ ერთ ორგანიზაციად იქცა უკვე მთავრობაც, ოპოზიციაც, პრესაც და არასამთავრობოებიც. ერთ საქმეს აკეთებთ და მშვენივრად ვიცი როგორც. მოათრიეს ჯალათი ( ბიძინა) მან თავის მხრივ დაიქვემდებარა პრესა, ტელევიზია, აამოქმედა უცხო გრანტების მჭამელი არასამთავრობოები, რომლებიც სინამდვილეში იმაზე კი არ საუბრობენ რაც მართლა პრობლემაა, პირიქით პრობლემებს ქმნიან და თავს ახვევენ საზოგადოებას არაორდინალურ, ქვეყნისთვის მიუღებელ წესებს. იცავენ ველურობას, გარყვნილებას, პროპაგანდად აქციეს გარყვნილება სკოლებში, ინსტიტუტებსა და სხვა საგანმანათლებლო თუ საზოგადო დაწესებულებებში. რეალური ოპოზიციური პარტიები არ არსებობს არაა!!!!!!!!! ამაზე არც უნდა წეროთ, მაგრამ თქვენ ხო იმიტომ უძღვნით სტატიებს ,,ოპოზიციურ” პარტიებს , რომ ხალხი მოატყუოთ რომ რეალურად ყავს თურმე საქართველოს ოპოზიცია და იმათი იმედი უნდა გვქონდეს ( მტერს ქონდეს მაგ სულგაყიდული ორგანიზაციის იმედი, და აქვს კიდევაც ჩვენ მტერს მაგათი იმედი) ხოდა დასვავენ ამ ერთი ფაბრიკის მესვეურებს ტელევიზიებში, ოპოზიციად და პოზიციად წოდებულთ და მიდის უაზრო და არაფრის მომცემი ,,დებატები” მათხოვრებო!!! ქართულ ტელევიდეო თუ აუდიო ბეჭვდით სივრცეს იმხელა დანაშაული გაქვთ ვერ აიწონება ვერცერთი საუკუნე. თქვენც მათ ფაბრიკა დანამატად ხართ ქცეულნი და თქვენი უზურპატორი რედაქტორების და უფროსებისგან იღებთ დირექტივებს ვიბნ გააპოპულარულოთ და ვინ პირიქით დაამხოთ. ლაყბობთ და წერთ ტყუილებს და ასე იმართება სახელმწიფო. სქემა კი ასეთია მტრის საცეცი საქართველოში ჯერ შევარდნაძე იყო, მერე სააკაშვილი და ახლა მოგვაჩეჩეს ეს ვითომ მილიარდერი თვითმარქვია პოლიტიკოსი ივანიშვილი. ივანიშვილი+ დამორჩილებული მასმედია+ მისი განშტოებული ოპოზიცია+ არასამთავრობო აგენტურა + მართული ეკლესია+ საქართველოს დამხობას. აი მტრის ვრცელი გეგმა რომელიც მოთმინებით და რუდუნებით ელოდება საქმის დაგვირგვინებას, მთავარია მტერმა იცის სათავეში ვინ ყავს ამ ქვეყანაში მოყვანილი და დანარჩენს კი მიხედავს. ამაზე კი თქვენნაირი სულგაყიდული საცეცები დუმან იმიტომ რომ ან გაშანტაჟებენ ან თავად ხარ ჩვენს ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი მასმედიური ფრთის ერთი პატარა და ,,მოწინავე” წაემომადგენელი. ამ მესიჯს არ გამომიქვეყნებ ვიცი მაგრამ გადაიკითხე და რაც მე სისწორე დავწერე ისე მოგმართოდეს ხელი შენც და მეც.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here