Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს მოქალაქეობა 3 ათას უცხოელს

საქართველოს მოქალაქეობა 3 ათას უცხოელს

1234
უცხოელი

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს უცხო ქვეყნების 3 ათას მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე კომისიამ განიხილა  მოქალაქეობის 5 321 საქმე. მათგან 3 097-ზე დადებითი დასკვნა გამოსცა და, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

3 097-დან 2 550 პირი ან საქართველოში დაბადებული (1 945 პირი), ან საქართველოში დაბადებული და, ამასთანავე, საქართველოს ყოფილი მოქალაქე (1 072 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო.

პრეზიდენტმა მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, 97 პირისთვის კი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო.

ანგარიშის თანახმად, 97-დან 70 პირი საქართველოში იყო დაბადებული, 27 კი – საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის/საქართველოში დაბადებული პირის ოჯახის წევრი.

კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისთვის, ზემოხსენებული 3 097 უცხოელიდან 2 363 ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქე იყო, 277 პირი – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 219 _ ამერიკული სახელმწიფოების, 221 _ აზიური სახელმწიფოების, 1 პირი _ არაბული სახელმწიფოს, 5 _ აფრიკული სახელმწიფოების.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტმა პროცედურის დაუცველად და კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე 8 პირს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. მათგან 3  რუსეთის, 3  გერმანიის, დანარჩენები კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here