Home ახალი ამბები საქართველოს მოქალაქემ ამოპრინტერებული პასპორტით რუსეთში შეღწევა სცადა

საქართველოს მოქალაქემ ამოპრინტერებული პასპორტით რუსეთში შეღწევა სცადა

1216

 

რუსეთსაქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე პრინტერზე ამობეჭდილი პასპორტით რუსეთში გადასვლის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

ინფორმაციას  სააგენტო  ,,რია ნოვოსტი’’ ავრცელებს.

“მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე ყალბი პასპორტით გადასვლის ფაქტზე დააკავეს. კაცი რუსეთში გადასვლას ყალბი პასპორტით ცდილობდა, რომლის რამდენიმე გვერდი პრინტერზე იყო ამობეჭდილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ეჭვმიტანილი სამგზავრო მატარებელში “სოხუმი-მოსკოვის” კონტროლის დროს დააკავეს. კაცმა ოფიცრებს რუსული პასპორტი წარუდგინა, რომელსაც რამდენიმე გვერდი აკლდა. პასპორტის სრული შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პასპორტი ყალბი იყო და მისი მფლობელი იძებნებოდა.

დაკავებულივ ვინაობას არ ასახელებენ. საქმეზეგამოძიება მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here