Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს მთავრობას პრინციპულობის გამოჩენა უფრო მოეთხოვება

საქართველოს მთავრობას პრინციპულობის გამოჩენა უფრო მოეთხოვება

6139
საქართველოს მთავრობას პრინციპულობის გამოჩენა უფრო მოეთხოვება

ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას.

მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მესხეთელ თურქებს საქართველოში დაბრუნებას დაჰპირდა.

რამდენიმე დღის წინათ კი თურქეთის ერთ-ერთი პარტია “ვატანის” (ე.ი. თურქეთის პოლიტიკური სუბიექტის) ოფიციალური დელეგაცია აფხაზეთს სტუმრობდა და იქ განაცხადა, რომ იწყებენ მუშაობას, რათა თურქეთმა ოფიციალურად აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მადლობების გადახდის ნაცვლად (რა არის სამადლობელი?) პრინციპულობის გამოჩენა უფრო მოეთხოვება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here