მთავარი პოლიტიკა საქართველოს არაფერი ეშველება, თუ მკვეთრად არ შეიცვალა საგარეო-პოლიტიკური კურსი

საქართველოს არაფერი ეშველება, თუ მკვეთრად არ შეიცვალა საგარეო-პოლიტიკური კურსი

ამერიკის ინტერესი მხოლოდ ის არის, რომ დაინახოს, რაზეა წამსვლელი და რისი გამბედავია რუსეთი. ამ “ღია დაზვერვის” მსხვერპლი კი ყოველთვის საქართველოა

1266
გააზიარეთ
citizenship

არსებობს ასეთი ჰოლივიდური ფილმიქორწინების ჩვეულება”. ამ ფილმის მთავარი გმირია მამაკაცი, რომელიც მეოთხედ ქორწინდება ერთსა და იმავე ქალზე. ყოველი ქორწინების შემდეგ მათ შორის არის სერიოზული კონფლიქტი, მძიმე კამათი, ხასიათების შეუთავსებლობა, ათასი უბედურება და წყვილი ერთმანეთს შორდება, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ისინი კვლავ ქორწინდებიან. ბოლოს, როდესაც ფილმის მთავარ გმირ მამაკაცს მეგობრები ეკითხებიან, რატომ ქორწინდება მეოთხედაც იმავე ქალზე, სიძე უკეთეს პასუხს ვერ მოიგონებს და გულახდილად ამბობს, _ ასეთი ჩვევა მაქვსო.

ამ ფილმს მახსენებს ბოლო 27 წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება. ზუსტად ასე _ ქართველმა ხალხმა უკვე მეოთხედ აირჩია მთავრობა და ოთხივე შემთხვევაში _ ერთი და იგივე.

ზოგი იტყვის, _ არ არის სწორი, ქართველმა ხალხმა სხვადასხვა მთავრობა აირჩია და არა ერთი და იგივეო, მაგრამ შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ სწორედ ერსა და იმავე მთავრობას ირჩევს ქართველი ხალხი უკვე მეოთხედ და ერთ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ.

არ სჭირდება დიდი დაკვირვება და ფილოსოფია იმას, რომ დამოუკიდებელი საქართველოსოთხივე მთავრობა ერთმანეთისგან ამოიზარდა. ეს შეიარაღებული თუ შეუიარაღებელი რევოლუციები, “ხავერდოვანიგადატრიალებები თუ ხელისუფლების არჩევენებით გადაბარების პროცესი, მხოლოდ და მხოლოდ შიგა სამთავრობო განხეთქილებები იყო და მეტი არაფერი.

ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ეს მთავრობები ერთი და იმავე “ცოლის” სახესხვაობებად და გავავლოთ პარალელი, რომ ყოველი “ურთიერთობის გაცივების” შემდეგ ქართველი ხალხი “შორდება” მთავრობას და ცოტა ხნის შემდეგ ცოტა სახეცვლილ იმავე მთავრობაზე “ქორწინდება”, ანუ დიდი ზარ-ზეიმითა და უდიდესი პროცენტული ნდობით ირჩევს მას.

მთავრობის მიმართ ასეთი უცნაური დამოკიდებულება უბრალო ადამიანებთან საუბარშიც ჩანს, როდესაც ისინი ისეთ აზრებს ამბობენ ან წერენ სოციალურ ქსელებში, რომლებიდანაც იოლი ამოსაკითხია, რომ თავადაც ვერ ათვითცნობიერებენ, როგორი ფატალური დამოკიდებულება აქვთ “მთავარობათა” მიმართ.

ნებისმიერ თემას, რომლის შესახებაც უნდა გამოაქვეყნო საკუთარი თვალსაზრისი, თუნდაც ისაუბრო დამოკიდებულებაზე რუსეთისა და თურქეთის მიმართ, აუცილებლად მოჰყვება საზოგადოების მხრიდან ასეთი ტიპის კომენტარები: მერე რას ველოდებით? გამოვიდეთ ყველანი ქუჩაში და ჩამოვაგდოთ ეს არაფრის მაქნისი და გამყიდველი მოღალატე მთავრობა!”

კი მაგრამ, უკვე მერამდენემოღალატე და გამყიდველი მთავრობაჩამოვაგდეთ? დაფიქრდით, შეიცვალა ამით რამე?

მაგალითად, ავიღოთ ამ დღეებში ყველაზე უფრო გახმაურებული თემა: თურქეთის ელჩის საშინლად უკულტურო და თავხედური პოზიცია დიდგორობის დღესასწაულის მიმართ.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში უამრავიპოსტიდაიწერა და თითქმის ყველა კომენტარში აუცილებლად იყო მოწოდებები იმის შესახებ, რომ გამოვიდეთ ყველა ერთად ქუჩაში და დავასრულოთ ეს ხელისუფლება. ჯერ ერთი, ძალიან დიდი გულუბრყვილობაა, იფიქრო, რომ ოდესმე გინდ შეიარაღებული, გინდ ვარდებიანი და გინდ საარჩევნო გადატრიალებებისას ხელისუფლება მართლა ხალხის გამოსვლამ დაამხო და, ამ ყოველივეს უკან დიდი ფული და გარკვეული გავლენიანი ძალები რომ არ მდგარიყო, ვინმე ვინმეს დამხობას შეძლებდა.

მაგრამ, მთავარი მაინც ეს არის: დავუშვათ, გამოვედით და დავამხეთ, მერე?

რა გგონიათ, მოვა ხელისუფლებაში ისეთი ძალა, რომელიც თურქეთის ელჩს პირდაპირ ეტყვის, შენი კომპეტენციის ფარგლები იცოდე, ბატონო პარტნიორო, ჩვენ, ქართველები, როდის ვიდღესასწაულებთ და როდის ვიგლოვებთ, შენ არავინ გეკითხებაო?!

აბა, დაუკვირდით, რომელიმე მთავრობა ვინმესებლატავა”, რუსეთის გარდა?

საქართველოს ყველა მთავრობას ყოველთვის იმას ალაპარაკებდა ჩვენისტრატეგიული დასავლელი პარტნიორი”, რაც რუსეთის ძლიერ გაღიზიანებას და შემდგომ მისი საპასუხო (დიახ, აგრესიულ და მტრულ, მაგრამ _საპასუხო) რეაქციის შედეგად საქართველოსთვის მძიმე ზარალის მოტანას იწვევდა.

ნუთუ არ არის დრო, შევიგნოთ _ ეს მთავრობათა ცვლა მხოლოდ ორთქლის გამოშვებაა და არავითარი შედეგი და ცვლილება არ მოაქვს. აქ საქმე ძალიან მარტივადაა: დაინახავენ ჩვენი ბატონი ამერიკელები, რომ ქართველებს უკვეოჯახური კონფლიქტიაქვთ საკუთარ მთავრობასთან, უკვე ხვდება ხალხი, რომ მომდევნო ჯერზეციგივე ცოლიმოუყვანია და მასთან ისევ გაშორება გვსურს და მაშინვედაგვაშორებენმთავრობასთან, თანაც ისე, რომ დაგვრჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ეს მთავრობა მართლა ჩვენ შევცვალეთ. მერე იმავეცოლსგადაღებავენ სხვა ფერად და დაგვისვამენ ისევ მთავრობაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ ორთქლის გამოშვებაა.

პირდაპირ უნდა ითქვას და უკვე დროცაა და ძალიან დაგვიანებულიც კი ამის თქმა: უნდა შეიცვალოს არაცოლი”, ანუ მთავრობა, არამედ ხალხის, საზოგადოების შეგნება, მსოფლმხედველობა და აზროვნება უნდა მივიდეს იქამდე, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, თუკი მკვეთრად არ შეიცვალა საგარეოპოლიტიკური კურსი.

სრული სისულელეაარგუმენტი”, რომ თითქოს საქართველომ ბევრჯერ სცადა რუსეთთან მოლაპარაკება, დავუთმეთ კიდეც, მაგრამ სანაცვლოდ მათგან მაინც აგრესია და ოკუპაცია მივიღეთ.

სინამდვილეში, საქართველოს ყველა ხელისუფლებამ, უბრალოდ, სცადა რუსეთის მოტყუება და “გადაგდება”. რატომღაც თავიანთი თავი ძალიან ჭკვიანებად, ხოლო რუსი პოლიტიკოსები ძალიან დებილებად მიიჩნიეს და იფიქრეს, “დაეგოიმებინათ”. თქმა არ უნდა, რომ ესეც არ მოხდებოდა ჩვენიძმებისა და მეგობრებისამერიკელი ინსტრუქტორების გარეშე.

ამერიკის ინტერესი მხოლოდ ის არის, რომ დაინახოს, რაზეა წამსვლელი და რისი გამბედავია რუსეთი. ამღია დაზვერვისმსხვერპლი კი ყოველთვის საქართველოა.

დასკვნის გამოსატანად, ერთი ნათელი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როგორ აზროვნებს საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი საქართველოში.

ტელეკომპანიაკავკასიის ეთერში ნინო ბურჯანაძის სტუმრობისას ასეთი საუბარი გაიმართა:

ნინო ბურჯანაძე: _ როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ პუტინი არ მოდის დიალოგზე? როდესაც ამ ადამიანმა პირველად ახსენა დიალოგი საქართველოსთან, აქედან ესენი გაუბრაზდნენ, საერთოდ, რატომ გვახსენებსო! მეორედ დაძრა სიტყვა პუტინმა დიალოგზე და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საჯაროდ განაცხადა, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა ვკითხოთ, მოგვცემენ თუ არა პუტინთან ლაპარაკის უფლებასო. მესამედ თქვა პუტინმა, _ საქართველოს პირველ პირს დაველაპარაკებიო და აქ ერთმანეთი დახოცეს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა იმის გარკვევაში, ვინ არის საქართველოს პირველი პირი. გადაირია პუტინი, ვეღარ მიხვდა, ვის უნდა დაელაპარაკოს…

დავით აქუბარდია: _ ხალხს დაელაპარაკოს, ქალბატონო ნინო, ქართველ ხალხს!..

აღარაფერს ვიტყვი აქ ნინო ბურჯანაძის უკიდურესად გაოცებული სახის შესახებ, უბრალოდ, თქვენს ყურადღებას ერთ გარემოებას მივაქცევ _ როდესაც ცნობილი ჟურნალისტი, ანალიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი ასე გამაოგნებლად აზროვნებს, როგორ ფიქრობთ, უბრალო მასაში რამდენი იქნება ანალოგიურად და კიდევ უფრო უარესად მოაზროვნე?

სხვათა შორის, სიმართლე უნდა ითქვას და, სწორედ დავით აქუბარდია ამბობდა თავისივე გადაცემაში 2008 წლის 8 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე: რუსებს ჟანგიანი ტანკები ჰყავთ და, თუ გაბედეს როკის გვირაბს აქეთ გადმოსვლა, ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ჩვენი ბიჭები კუდით ქვას ასროლინებენო. მოგვიანებითაქუგაიტრუნა, ეს ფარაზა კი მიშას მიეწერა.

აი “აქუს” ახალი შედევრი: თურმე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს არც პრეზიდენტი მიაქცევს ყურადღებას და არც პრემიერმინისტრი ათხოვებს ყურს, უნდა ადგეს და ქართველ ხალხს დაელაპარაკოს პირდაპირ და უშუალოდ, სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურებისა და შესაბამისი სახელმწიფო ჩინოსნების გვერდის ავლით!

რა თქმა უნდა, რუსეთის, კრემლისა და პუტინის ბრალია ყველაფერი! ხომ შეეძლო პუტინს, ჩამოსულიყო საქართველოში, დამდგარიყო შუა რუსთაველზე და ეთხოვა ჩვენთვის, _ ქართველო ხალხო, დამელაპარაკეთო?

ხომ შეეძლო, საერთოდ ფეხებზე დაეკიდებინა გუდაუთაში, ასევე, როკის გვირაბთან ახლოს განლაგებული სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ობიექტები, ეთქვა რუსეთისთვის, _ მოიცა რა, რა დროს რუსეთის უსაფრთხოებაა, აგერ ჩვენს ძმებს, ქართველებს, ამერიკელებთან ერთად ჩვენი ინტერსების საზიანოდ მოქმედება მოსურვებიათ და ხომ ვერ ვაწყენინებთ, მოდი, ქართევლების ხათრით მოვუშვათ ჩვენს საზღვრებთან ნატოც, ამერიკაც და ყველა, ვისაც არ დაეზარებაო?

ბოლოს და ბოლოს, ხომ შეეძლო გადაეცვა ღატაკის სამოსი ვლადიმერ პუტინს, ღამღამობით ევლო თბილისის ღარიბ უბნებში და გასცნობოდა ქართველი ხალხის განწყობას? რა, განა რუსეთის პრეზიდენტმა ამდენი არ უნდა გააკეთოს ქართველი ხალხისთვის?

მესმის, რომ ყოველივე ეს ზედმეტად გროტესკულად გეჩვენებათ, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც აი, ამ გროტესკიდან ჩანს, ამაზე გაცილებით კიდევ უარესად არის საქმე სინამდვილეში.

ჰოდა, გეკითხებით _ ამას ვითომ უშველის ქუჩაში გავარდნა და მთავრობის კიდევ ერთხელ ჩამოგდება, მერე ამ ჩამოგდებული მთავრობის ადგილას ისევ იმავე, ოღონდ გადაღებილი, მთავრობის დასმა?

მგონია, რომ ქვეყანა, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს ერთ საგარეო სტრატეგიულ მიმართულებას, ხოლო მეორე მიმართულებას კონსტიტუციურ ნორმადაც კი აქცევს, _ თუნდაც მსოფლიო დაიქცეს, მე მაინც ამ საგარეო კურსს უნდა გავყვეო, ქვეყანა, რომელიც საგარეო პოლიტიკაში არ იტოვებს ლავირების საშუალებას, განწირულია საბოლოო განადგურებისთვის. სულაც კვირაში სამჯერ რომ შევიკრიბოთ ყველანი, გამოვვარდეთ ქუჩაში და გადმოვაგდოთ მთავრობები, მაინც არაფერი გვეშველება, ვიდრე მთავრობების გადმოგდების ჩვეულებას სწორი აზროვნების ჩვეულებით არ შევცვლით!

ბაკურ სვანიძე

3 COMMENTS

  1. ეს გზავნილი ბაკურ, “მარგველოვის” შეფასებაზე დაწერილ წერილზე მეტად, მართებულია.

  2. სამწუხაროდ, სრული ჭეშმარიტებაა. თათია დოლიძის და ხუშტურიების ჭკუაზე დადის ხალხი.

  3. მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი რიგითი ქართველი, საქართველოს მომავალზე ასე ვფიქრობ: ძალიან მინდა დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს საქართველო , მაგრამ დღეს ამ ვითარებაში და იმ გეოგრაფიულ მდებარეობაში რაც საქართველოს უკავია,ძალიან ძნელია ამის მიღწევა.მე არ მესმის ჩვენი მთავრობის,ჩვენი საზოგადოების, არ მესმის ჩვენი სამღვდელოების, რომლებიც ასე გაჩუმებულები და გატრუნულები არიან ყველაფერზე თავს უქნევენ უცხო ქვეყნის დამქაშებს,ჩვენი ქვეყნის მომავალზე ფიქრს რატომ მიშლიან მე ქ ა რ თ ვ ე ლ ს და ჩემზე უკეთ რატომ იციან მათ, რა არის კარგი, ვისთან დავიჭირო ურთიერთობა,ვის ვაქციო ზურგი,ვის ვეომო! განვლილმა წლებმა ხომ გვიჩვენეს ვინ არის ჩვენი მტერი-მოკეთე და რაც მთავარია ყველას უნდა საქართელოს ტერიტორია, ქართველების გარეშე და ხომ აკეთებენ ყველაფერს ჩვენი მთავრობის დახმარებით გვიქმნიან ისეთ გაუსაძლის პირობებს, რომ ნორმალური ქართველები თავისი ნებით გაიქცნენ საქართველოდან და ვხედავთ უკვე ვის ხელში ვრჩებით. ჯერ კიდევ გუშინ-გუშინწინ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკება ჩვეს ძმებთან აფხაზებთან და ოსებთან , უნდა დაგვეწყო რ უსეთთან,რატომ ვეფოფინეით სომხებს,ხომ ხედავთ წინაამღდეგები არიან აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების ჩვენ კი მერამდენედ ვტყუვდებით მაგათთან მიმართებაში . ახალმა პრემიერმა თქვაო – დავაშავეთ სომხებმაო, ბაგრამიანის ჯარი რომ იბრძოდა აფხაზეთში ქართველების წინაამღდეგო …. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო! გვეყოს….. ძალიან განრისხებული ვარ , მე ყველაფერზე მზად ვარ საქართველოს საკითელდღეოდ. თ ქ ვ ე ნ ??????

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here