მთავარი საქართველო საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

75
გააზიარეთ

მიმდინარე წლის იანვაროქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარია, რომელიც შარშანდელ ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია, 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

კანადა _ 84% (296 992 ბოთლი), შვედეთი _ 65% (99 832), ჩეხეთი _ 275% (139 560), ყაზახეთი _ 30% (3 264 706), ისრაელი _ 41% (368 899), აზერბაიჯანი _ 8% (181 727), თურქეთი _ 209% (93330), უკრაინა _ 21% (10 558 377), რუსეთი _ 5% (49 064 224), ბელარუსი _ 17% (3 348 501) და ა.შ.

ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 30,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 57,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

“ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 310 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე”, _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

interpressnews.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here