Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთის ციხიდან რეციდივისტი ვერტმფრენით გაიქცა

საფრანგეთის ციხიდან რეციდივისტი ვერტმფრენით გაიქცა

1212
რეციდივისტი

გამოცემა Parisienის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეციდივისტი რედუან ფაიდი, რომელიც ყაჩაღური თავდასხმისთვის 25-წლიან სასჯელს იხდიდა, საფრანგეთის ციხიდან ვერტმფრენის დახმარებით გაიქცა.

დამნაშავე პარიზის ახლოს მდებარე ციხიდან 1 ივლისს, დილით გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამი შეიარაღებული თანამზრახველი ეხმარებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაიდმა კი საპატიმრო დაწესებულება იმ ვერტმფრენით დატოვა, რომელიც ბელგიაშია რეგისტრირებული.

მოგვიანებით ეს ვერტმფრენი საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში დამწვარი იპოვეს.

ხუთი წლის წინათ აღნიშნული პირი ციხიდან კედლის აფეთქების შედეგად გაიქცა და მძევლად დაწესებულების თანამშრომლებიც აიყვანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here