მთავარი ისტორია საუკუნის ღალატი

საუკუნის ღალატი

8823
გააზიარეთ
სტალინი

რუსეთის თვალუწვდენელ იმპერიას ყოველთვის ჰყავდა ფარული თუ ხილული მტრები. ყველაზე დიდ ინტერესს რუსეთის იმპერიის მიმართ მასონები იჩენდნენ. ანგლოსაქსების გაერთიანებულმა მასონურმა ძალებმა სამი მხრიდან შეუტიეს რუსეთს: გერმანიიდან სპეცვაგონით ლენინი ჩამოვიდა, ამერიკიდან სპეციალური ხომალდით ტროცკი მოევლინა ქვეყანას თავისიარმიით”, დიდი ბრიტანეთი კი მუდმივად იყო რუსეთში თავისიმი-6”-ით (მი-6 დიდი ბრიტანეთის ყველაზე გასაიდუმლოებული და ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურია, რომელიც ოთხმოცდაათ სადაზვერვო ოფისს ფლობს მსოფლიოში).

სამმა ძლიერმა ძალამ შეძლო იმხანად დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული უძლიერესი იმპერიის დაშლა და მისი ურთიერთშეთანხმებით გაყოფა, ხოლო მითურ მსოფლიო რევოლუციის კოცონზე ფიჩხის მაგივრად რუსი ხალხის დასაწვავად გამეტება. ამ უზარმაზარი ხალხის მასას ღმერთმა უშველა _ კავკასიონის მთებს მიჯაჭვულ ამირანს ჯაჭვი გააწყვეტინა და რუს ხალხს მხსნელად მოუვლინა.

იმპერიას მთავარი მოღალატე მოუკვდა და მის ადგილას თავისუფლებისა და ერთობის ხმალი აღიმართა, რომელმაც სძლია, როგორც შინაურ შეიარაღებულ თუ ფარულ მტრებს, ასევე გაერთიანებულ “12-თა შეტევას” და დედამიწის ერთი მეექვსედი იხსნა კატასტროფისგან, რომელსაც მასონთა მთავარი კომისარი უპირებდა მთავარ მოღალატეთა შორის ტერიტორიებისა და ნედლეულის გადანაწილებას. 1929 წელს ჩატარებულმა საბჭოეთის კომუნისტური პარტიის მე-16 ყრილობას, რომელმაც გააოგნა მსოფლიო თავისი წარმატებით, შინაურმა თუ გარეულმა მტერმა თუ მოყვარემ გამარჯვებულთა ყრილობა უწოდა.

ბორის ელცინი, მიხეილ გორბაჩოვი და ჯორჯ ბუში
ბორის ელცინი, მიხეილ გორბაჩოვი და ჯორჯ ბუში

1921 წელს კი სტალინმა განაცხადა:

ჩვენ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს 50-100 წლით ჩამოვრჩებით. თუ ჩვენ ამ ჩამორჩენას 10 წელიწადში ვერ დავძლევთ და მათ ვერ დავეწევით, ისინი ჩვენ გაგვსრესენ”.

გავიდა ათი წელიწადი და მსოფლიოს თექვსმეტმა დიდმა თუ პატარა სახელმწიფომ იარაღი აიღო ხელში საბჭოეთის წინააღმდეგ. 1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერი ვერაგულად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. სტალინმა თავისი ძველი წინაპრების ანდაზები გაიხსება: რუსები ომს არ იწყებენ, ისინი ომს ამთავრებენ”, “რუსი არ ბარდება, რუსი კვდება”.

დამწვარ რაიხსტაგზე, როდესაც კედლებს ასუფთავებდნენ, ათასი მინაწერი გამოჩნდა. ერთ-ერთ კედელზე ყველაზე მაღლა ქართული წარწერა იყო: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.

300 მილიონი კაცი სანთელს უნთებდა და გლოვობდა სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ომში დაღუპულ რაინდებს.

საკოლმეურნეო მინდვრებზე, ფაბრიკა-ქარხნებში, ცაში თუ ხმელეთზე გუგუნებდა საბჭოთა ადამიანის არნახული გამძლეობითა და მონდომებით შექმნილი მძლავრი ტექნიკა თუ დამხმარე ნაკეთობანი. მტრისგან თუ ორგულისგან გასუფთავებული ხაზინა თანდათან ივსებოდა ოქროს ზოდებით, საკოლმეურნეო კალოები _ მარცვლით, ფაბრიკა-ქარხნები _ უმაღლესი ხარისხის ნაწარმით.

სულ მალე, ომის დამთავრებიდან ოთხ წელიწადში, საბჭოთა უკიდეგანო სივრცე გააყრუა ატომური ზეძლიერი ბომბის აფეთქების ხმამ, რომელსაც მოჰყვა წყალბადის ბომბი, კოსმოსში გაშვებული თანამგზავრი და ადამიანის გასვლა ღია კოსმოსში. სამასმა მილიონმა ადამიანმა სამართლიანად დაიმსახურა თავისუფალი საბჭოთა ადამიანის საპატიო სახელი, საბჭოთა კავშირმა _ ამქვეყნიური სამოთხე, მისმა ბრძენმა ბელადმა კი _ კრემლში მობინადრე ღმერთის სახელი. ყველა ცივილიზაციას თავისი ღმერთი ჰყავს. თანამედროვე ცივილიზაციას 2000 წლის წინათ ჩაუყარა საფუძველი იესო ქრისტემ, ის 33 წლის იყო ბრბომ ჯვარზე რომ გააკრა, მაგრამ სამართლიანობისა და თანასწორობის იდეას, რომელიც ქრისტემ იქადაგა, აგერ უკვე ოცი საუკუნეა, მტკიცედ იყენებენ ჩაგრულთა დასაცავად.

მაინც ვინ იყვნენ ის ბარბაროსები, რომლებმაც თავიანთი ღმერთი სიცოცხლეს გამოასალმეს, ან როგორ იყო ღმერთი, როდესაც იგი მოკვდავმა ადამიანებმა მოკლეს? _ სწორედ ეს კითხვები აწვალებს და სტანჯავს საქრისტიანოს და არა მხოლოდ მას.

როგორც ამბობენ, ჩვენ თანამედროვე ცივილიზაციის ბოლო ეტაპზე ვდგავართ. თუ როგორ შეიცვლება არსებული ცივილიზაცია ახლით, ალბათ, მოფიქრებული და გადაწყვეტილიცაა, მაგრამ სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა მომავალ ცივილიზაციაში უპირველესი რომ იქნება, ამის საფუძველს სწორედ თანამედროვე ცივილიზაციის ის ბოლოდროინდელი მახინჯი ფორმები ადასტურებს, რომლის გამოც, ალბათ, კიდევ უფრო დაჩქარდება პლანეტის მომავალი. ცივილიზაციის შეცვლის კონცეფცია არ ეხება მხოლოდ ერთ სახელმწიფოს და ერთ კონტინენტს, შესაცვლელია პლანეტაზე ნიადაგი, ატმოსფერო, ფლორა და ფაუნა. აღსანიშნავია, რომ ღმერთის რწმენა ადამიანთა მცირე ნაწილში შემორჩა და ისიც სხვის დასანახავად და მოსატყუებლად.

იქნება თუ არა მარადიული ახალი ცივილიზაცია? _ ალბათ, არა, რადგან უცვლელი და მუდმივი არაფერი არსებობს. ახალი ცივილიზაციის ხანგრძლივობა ადამიანების გონიერებასა და ქცევის ნორმებზე იქნება დამოკიდებული.

რა ჰქონდა და რა უდევს საფუძვლად თანამედროვე ცივილიზაციას? _ სახარების ათი მცნება _ ეს გონივრული ზოგადი დებულება არის ყველა ჯურის, ფერისა და კონტინენტის ადამიანთა ცხოვრების უკეთილშობილესი მიზანი. ამ მიზნის ღვთაებრივი ავტორი იყო ძე კაცისა სახელად იესო (ქრისტე).

რა იქნება მომავალი ცივილიზაციის ქვაკუთხედი? _ სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა, უკლასო საზოგადოება, სადაც “აქლემი უფრო გაძვრება ნემსის ყუნწში”, ვიდრე ერთი კაცი მილიარდებს დაეუფლება.

ასეთ საზოგადოებას საფუძველი ჩაეყარა სოციალიზმის ბოლო ეტაპზე, რომელმაც სულ 30 წელიწადი იარსება და მას სტალინიზმის სახელით იცნობს სრულიად მსოფლიო, როგორც ამქვეყნიურ სამოთხეს.

ვინ იყვნენ ის ბარბაროსები, რომლებმაც სამოთხე დაარბიეს და ღმერთი მოკლეს?

მიხეილ გორბაჩოვი
მიხეილ გორბაჩოვი

1991 წლის 29 ივნისს, ორშაბათს, გვიან საღამოს, მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებული დაცვის ქვეშ თვითმფრინავი დაეშვა. წითელი ხალიჩით გაწყობილ ლაინერის კიბეზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოჩნდა _ ერთ კაცში გაერთიანებული აშშ-ის ორი უმაღლესი თანამდებობის ყველაზე არაპროფესიონალი ხელმძღვანელი, პრეზიდენტობამდე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ხოლო შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის სავარძლის მფლობელი.

აშშის პრეზიდენტის სსრკში ჩამოსვლის გამოცხადებული მიზანი იყო განიარაღების დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომელსაც ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შეხვედრისას ჩაეყარა საფუძველი (ეს ფორმალურად). ძირითადი და მთავარი, რასაც პრეზიდენტის ვიზიტი ითვალისწინებდა, შეთქმულებთან მოლაპარაკება, მონაწილეთა წათამამება და დაპირებები იყო დავალებების კარგად შესრულებისთვის.

მეორე დღეს, 30 ივნისის, 15 საათზე, ნოვო-ოგარიოვოში გაიმართა ერთი-ერთზე შეხვედრა გორბაჩოვთან, იმავე დღეს ერთი-ერთზე შეხვედრა გაიმართა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის ხელმძღვანელბორის ელცინთანაც. რა თემაზე უნდა ჰქონოდათ საუბარი აშშ-ის პრზიდენტსა და რესპუბლიკის ხელმძღვანელს ყველასთვის გაუგებარი იყო.

31 ივნისს ნოვო-ოგარიოვოში ჯორჯ ბუშთან გამოცხადდა ყაზახეთის ლიდერი ნურსულთან ნაზარბაევი. ასევე უპასუხოდ დარჩა კითხვა, თუ რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას. იმავე დღეს, ნაზარბაევთან საუბრის შემდეგ, ჯორჯ ბუში სასწრაფოდ გაფრინდა კიევში უკრაინის ხელმძღვანელ ლეონიდ კრავჩუკთან მოსალაპარაკებლად. უკრაინაში კრავჩუკთან საიდუმლო შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ბუშის თვითმფრინავმა კურსი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო.

დასრულდა ყველაზე დიდი ტრაგედიის მოსამზადებელი სამუშაოები. აუცილებლობის შექმნის ძირითადი საკითხები გადაწყვეტილია. დადგა გარდაქმნის საჭიროება.

საჭიროებამ თვითონ შექმნა მიზანი. მიზანი თვითონ ქმნის ენერგიას, ენერგიამ უნდა გამოიწვიოს ქმედება, ქმედება იღებს შედეგს, შედეგი კი აუცილებლობის შექმნის მიზეზად გადაიქცევა.

მარცხნიდან: ლეონიდ კრავჩუკი, ნურსულან ნაზარბაევი და ბორის ელცინი
მარცხნიდან: ლეონიდ კრავჩუკი, ნურსულან ნაზარბაევი და ბორის ელცინი

ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინოა იური ანდროპოვის მიერ ჩაფიქრებული და მიხეილ გორბაჩოვის მიერ განხორციელებული ვითომ ლოთობის წინააღმდეგ გატარებული კამპანია, რომელმაც 300 მილიარდი მანეთით დააზარალა სახელმწიფო, თანაც ხალხის აღშფოთება (ზოგის სიმპათია) დაიმსახურა. დაიხურა არყის მწარმოებელი ქარხნები. არანაკლები ფინანსური და მორალური ტრავმა მიაყენა ქვეყანასა და ხალხს კავშირის მასშტაბით, სიგარეტის დამამზადებელი ფაბრიკების დახურვამ, რომელიც ადამიანებს უიმედობისკენ, ქვეყანას კი კატასტროფისკენ უბიძგებდა.

ხორციელდებოდა გრანდიოზული პროექტები ქვეყნის ხელოვნური გზით ჩამოშლის აუცილებლობისა:

* საუდის არაბეთს ხელოვნურად შეამცირებინეს ნავთობის ფასი, რასაც საბჭოთა კავშირისთვის სასიკვდილო შედეგები მოჰყვა;

* “პერესტროიკის” სტრატეგიის მიხედვით, მოხდა მსოფლიოში არნახული ტრაგედია, რომელმაც გააოგნა მსოფლიო _ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამ აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა, როგორც ბუნებას, ისე საბჭოთა კავშირის ხალხებს;

* გაწერილი გეგმის მიხედვით, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და მისი პრესტიჟის ნულზე დაყვანის კულმინაციას წარმოადგენდა მოსკოვში, წითელ მოედანზე (იქ, სადაც სტალინის ფეხქვეშ იყრებოდა დამარცხებული გერმანელების დროშები და შტანდარტები) გერმანელ მფრინავ მათიას რუსტის მიერ სპორტული თვითმფრინავის დასმა, რასაც მოჰყვა წითელი არმიის სრული დეზორგანიზაცია და ამას შეეწირა 160 მარშალი და გენერალი. ეს მთელი თავდაცვის განიარაღება იყო. ბოლო სტადიას წინ უძღოდა ანდროპოვის მიერ წარმოებული ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელმაც საბოლოო კრახამდე მიიყვანა ზემძლავრი სახელმწიფო;

* მეტად საეჭვო მდგომარეობაში დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა საბჭოთა კავშირის მარშალმა, სსრკ-ის თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა უსტინოვმა;

* მანამდე კიდევ უფრო დამაეჭვებელი და უცნაური სიკვდილით დაიღუპა ბელორუსიის ცეკას პირველი მდივანი მაშეროვი, რომლის დაჯავშნილი მანქანა შესაკეთებლად დააყენეს, ხოლო დაცვის უფროსი შეუცვალეს, სოფლის გზაზე მაშეროვის ავტომობილს ტრაქტორი დაეჯახა და ბელორუსიის ცეკას პირველი მდივანი ადგილზე გარდაიცვალა;

* იმავე წელს ბაიდარით სეირნობისას მოულოდნელად გარდაიცვალა კოსიგინი _ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე;

* 1982 წელს დახვრიტეს ანდროპოვის პირველი მოადგილე ცვიგუნი;

* 1982 წლის გაზაფხულზე თავდასხმა მოეწყო მოსკოვის ქალაქკომის პირველ მდივან გრიშინზე;

* როგორც მაშეროვი, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, იმავე წელს უგზოუკვლოდ დაიკარგა მედუნოვის საქმის მთავარი ფიგურანტი, გელენჯიკის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი პოგოდინი;

* 1981 წელს საეჭვო მდგომარეობაში გარდაიცვალა სუსლოვი. სამსახურში წასვლის წინ ექიმმა მას ურჩია, მიეღო აბი, რომელიც მიაწოდა. წამლის მიღების შემდეგ სუსლოვი ცუდად შეიქნა და რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვალებისთანავე მის ადგილზე ანდროპოვი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ სუსლოვის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ის ახალგაზრდა ექიმიც უეცრად გარდაიცვალა, რომელმაც სუსლოვს ტაბლეტი მიაწოდა;

* 1982 წელს მოკვდა ლეონიდ ბრეჟნევი. როგორც ამბობენ, ისიც საეჭვო ვითარებაში. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ სიკვდილის მომენტში მის გვერდით არ აღმოჩნდა არც ერთი ექიმი, როდესაც სხვა დროს მის ჯანმრთელობას თვალყურს ადევნებდა ექიმთა ჯგუფი;

* თავის სამუშაო კაბინეტში მკვდარი იპოვეს უმაღლესი საბჭოს მდივანი მიხეილ გიორგაძე;

* 1984 წელს დახვრიტეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი შჩოლოკოვი.

1984 წლის ოქტმბრის ბოლოს საბჭოთა კავშირის მარშალი, შეიარაღებული ძალების მინისტრი უსტინოვი გაემართა ჩეხოსლოვაკიაში, ვარშავის პაქტის ქვეყნების დიდი სამხედრო წვრთნების დასათვალიერებლად. წვრთნების წარმატებით დამთავრების ბოლოს, საღამოს გაიმართა ვახშამი ღია ცის ქვეშ, იმავე დღეს სამშობლოში დაბრუნებული მარშალი შეუძლოდ შეიქნა, დეკემბერში კი უსტინოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე დღეს, გორბაჩოვი მეუღლე რაისასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ინგლისში გაფრინდა პრემიერმინისტრთან შესახვედრად, მათ მიჰქონდათ საჩუქარი რკინის ლედისთან. გორბაჩოვისა და მარგარეტ ტეტჩერის შეხვედრა ოფიციალურ ვიზიტს შეიარაღების შემცირებაზე საფუძველი არ ჰქონდა, რადგან გორბაჩოვს არ ახლდა არათუ თავდაცვის მინისტრი, არამედ რომელიმე მაღალჩინოსანი სამხედროც კი ან თუნდაც სამხედრო ექსპერტი. შეხვედრა შეხვედრისთვის იყო გამიზნული. მარგარეტ ტეტჩერს გორბაჩოვმა სიამაყით გადასცა საბჭოთა კავშირის თავდაცვის ზესაიდუმლო რუკა. ამ რუკაზე აღნიშნული იყო ყველა ადგილი, რომლებზეც განლაგებული იყო ის ბირთვული რაკეტები, რომლებიც დამიზნებული იყო ინგლისისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტზე.

გაოცებული მარგარეტ ტეტჩერი ხან რუკას დახედავდა, ხან გაკვირვებით მიაპყრობდა მზერას გორბაჩოვს.

_ ქალბატონო პრემიერმინისტრო, ჩვენ ამით უნდა დავასრულოთ, _ მიმართა გორბაჩოვმა.

_ დიახ, _ უპასუხა მასპინძელმა და გადახედა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს _ “მი-6”-ის (სადაზვერვო სამსახურის) დირექტორს.

* აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გულის მწვავე უკმარისობით, ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალენ: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის თავდაცვის მინისტრები, რომლებიც იმ საღამოს ვახშამს ესწრებოდნენ ჩეხოსლოვაკიაში.

ასე მზადდებოდა მსოფლიოს უდიდესი ტრაგედია ათეული წლების განმავლობაში, რომლის საბოლოო შედეგიც 1991 წლის 8 დეკემბერს დადგა.

1991 წლის 24 მაისს კრემლის სხდომათა დარბაზში გაიმართა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მორიგი პლენუმი, რომელზეც მიგვიწვიეს ქართველი კომუნისტებიც, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე გამოცხადებული ჰქონდა და ჩვენც ფორმალურად დავირქვით დამოუკიდებელი საქართველოს კომუნისტური პარტია. პლენუმს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯიმი მიქელაძე, მდივნები: სერგო რიგვავა და მე, გრიგოლ ონიანი, ვესწრებოდით. ჩვენ, როგორც საპატიო სტუმრები, დარბაზის პირველ და მეორე რიგებში დაგვსვეს. ჩვენ გვერდით ისხდნენ საბჭოთა კავშირის მარშალი იაზოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი პუგო, “კა-გე-ბე”-ს უფროსი კრიუჩკოვი და ყველა ის, ვინც პრეზიდიუმის მაგიდას არ უჯდა.

განიხილებოდა საკითხი: “პარტიის შემდგომი ამოცანები, გარდაქმნის პერიოდი”. პლენუმზე სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი. მოხსენება იდენტური იყო ყველა იმ მოხსენებისა, რომლებიც იკითხებოდა ყველა პლენუმზე თუ ყრილობაზე, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში არც ერთხელ ტაში არ დაკრულა. მოხსენების შემდეგ გაიმართა კამათი. ვამბობ კამათს, მაგრამ ეს არ იყო კამათი. ეს იყო ბრძოლა არსებობისთვის, თვითგადარჩენისთვის. ეს იყო ყველას ბრძოლა ერთის წინააღმდეგ. პლენუმის ერთი მეოთხედი, რომელიც თითქოს გამოყოფილი იყო საერთო დარბაზიდან, იყვნენ მაღალი რანგის სამხედროები და სწორედ იმ სექტორიდან გაიგონებდით, ხან აღშფოთებულ შეძახილებს და ხან _ მწარე შეგინებას.

აქტიურობდნენ სიტყვაში გამომსვლელი ქალები, რომლებიც ხანდახან ჩამოდიოდნენ ტრიბუნიდან და პირდაპირ პრეზიდიუმის მაგიდასთან მჯდომ გორბაჩოვს ცხვირწინ მუშტებს უქნევდნენ. ასე გაგრძელდა თითქმის სამ საათს. იანაევი, რომელსაც პლენუმი მიჰყავდა, შესვენებას აცხადებდა, მაგრამ პლენუმის მონაწილენი უარს ამბობდნენ შესვენებაზე. გორბაჩოვმა სიტყვა იანაევს სთხოვა და ტრიბუნაზე ავიდა. მახსოვს მისი სიტყვები:

“მე პრეზიდენტი ვარ და ჩემი აღმზრდელი კომუნისტური პარტია მინდა გადავარჩინო ჩემი პრეზიდენტობით, თქვენ კი აქ მუშტებს მიღერებთ და შეურაცხმყოფთ, მეც ადამიანი ვარ და ნერვები მეც მაქვს. და, თუ ასეთი ხელის შემშლელი ვარ თქვენთვის, კომუნისტებისთვის, მე ვაცხადებ, რომ გადავდექი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობიდან”, _ თქვა გორბაჩოვმა და გასასვლელისკენ გაემართა.

მთელი დარბაზი ოვაციისგან ინგრეოდა. ყვიროდნენ: “გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას, გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს! ძირს გორბაჩოვი და ელცინი!”

ამ ოვაციაში იანაევმა შესვენება გამოაცხადა და ყველა გორბაჩოვს დაედევნა.

უცბად პლენუმის მონაწილეებში ხმა დაირხა, გენერალურ მდივნად სხდომის მეორე ნაწილში გრაჩოვი უნდა ავირჩიოთო. ავღანეთის გმირი ყველასთვის ნაცნობი იყო. ყველა მივდიოდით მასთან, ვესალმებოდით და ვულოცავდით თანამდებობას და მხარდაჭერას აღვუთქვამდით.

ზარი დაირეკა. სხდომის მეორე ნაწილი იწყებოდა. ყველა მონაწილე ხალისით შევედით დარბაზში, დგებოდა ნანატრი წუთები. პარტიის მოღალატე პლენუმზე პარტიიდან უნდა გაგვერიცხა. ჩვენს ადგილებზე დავსხედით. დარბაზში სრული სიჩუმეა. პრეზიდიუმში შემოდის პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა. წინ გორბაჩოვი მოუძღვის. დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. შემოსვლისთანავე სიტყვის წარმოთქმა იანაევმა დაიწყო და პლენუმის წევრებს მოგვილოცა, რომ პარტია გადარჩა და ბევრი თხოვნის შემდეგ გორბაჩოვი რჩება გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ფეხზე წამოიშალა პლენუმის მთელი შემადგენლობა, ყველა თავის ენაზე აგინებდა გორბაჩოვსა და იანაევს, სამხედროებმა დემოსტრატიულად დატოვეს პლენუმის დარბაზი. დარბაზი ნელ-ნელა ცარიელდებოდა ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების გარეშე. პლენუმი მთელმა შემადგენლობამ დატოვა.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

P.S. მადლობას მოვახსენებ ზურაბ მაისურაძეს _ პარტიულ და სახელმწიფო მოღვაწეს, იმ შესანიშნავი ნაშრომისთვის, რომლიდანაც ვისარგებლე ზოგიერთი მასალის მოპოვებისას.

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. სტალინის გენიალურობის, ასაწონად ათასწლეულების “სასწორი” სჭირდება!!!

  2. ვ ი ნ(!), ვ ი ს უღალატა 1921-91 წლებში დიდი ხნის გარკვეულია!!!
    ,ქართველებო გ ა ი ხ ა რ ე თ, უკვე 21-ე საუკუნეს მ ო ვ ა ღ წ ი ე თ!!! სსრკ- ს შექმნისთანავე (19017-22) ოპოზიცური პატრიოტები იდევნებოდნენ(!)..- მილიონობით ფიზიკურად მ ო ს პ ე ს. ხალხში დათესეს შ ი შ ი, ღ ა ლ ა ტ ი და უნდობლობა.!!!
    ლ ე ნ ი ნ ი ს მარქსისტული იდეოლოგიის ერთგული ს ტ ა ლ ი ნ ი(!), წ ა მ ყ ვ ა ნ ი ფ ი გ უ რ ა (ბ ე ლ ა დ ი ) იყო ს ს რ კ-ში!!
    დიდი ამბიციების მქონე ლ ე ნ ი ნ ი ს ა და ს ტ ა ლ ი ნ ი ს; “ნამგლით და უროთი” აშენებული ქ ვ ე ყ ა ნ ა ა რ ა მ დ გ რ ა დ ი(!) გამოუვიდათ.. – 70 წელიწადში დ ა ე ნ გ რ ა თ!!… ქ ა რ თ უ ლ ი ანდაზაა :,, ფ უ რ თ ხ ი თ აშენებული, მ ი ფ ს მ ი თ დაინგრევა!!“… უტოპიურმა ლოზუნგმა:,, მიწა გლეხებს, – ქახანა მუშებს“ ვ ე რ იმუშავა!!
    მეოცე საუკუნის მიწურულს ,,ძ ლ ე ვ ა მ ო ს ი ლ“ რუსეთის (ს ს რ კ ) გ ა ვ ლ ე ნ ა მ ი ი ლ ი ა; – ქ ვ ე ყ ა ნ ა გ ა მ ო ი ფ ი ტ ა!!!…
    დ ი დ უბედურებასაც ბ ო ლ ო აქვს !!!.. ბ ო რ ო ტ ე ბ ი ც კვდებიან, ..ან . ერთმანეთს კლავენ(!) .. -კ ო მ უ ნ ი ს ტ ე ბ ს გამოელიათ- მომხრეთა რ ე ს უ რ ს ი !
    რეზიდენტ რ ე ი გ ა ნ ი ს ა და პრემიერმინისტრ ტ ე ტ ჩ ე რ ი ს პოლიტიკის შედეგად, (91-93 ) დ ა ი შ ა ლ ა ,, სოც . ბ ა ნ ა კ ი“!!…

    აღმოსავლეთ ე ვ რ ო პ ი ს .ქვეყნები და – რ უ ს ე თ ი ს მიერ ო კ უ პ ი რ ე ბ უ ლი(!), 15 რესპუბლიკა!! განთავისუფლდა!! – ბოროტება არავის შერჩება.!!.. , ს ტ ა ლ ი ნ ე ლ ი პრეზიდენტი პუტინი რატომღაც შემდეგ, გ ა თ ა მ ა მ დ ა !! დონალდ ტ რ ა მ პ მ ა ორი წლის წინ განაცხადა ინტერვიუში: ,,Т р а м п : ,,Усилим санкции против Р Ф и изолируем ка к С е в е р н у ю Корею“ – (bbc) …
    21 საუკუნის ქართველებო, აუცილებლად გავძლიერდებით და გ ა დ ა ვ რ ჩ ე ბ ი თ !!!ასე მზადდებოდა ,,მსოფლიოს უდიდესი ტრაგედია ათეული წლების განმავლობაში, რომლის საბოლოო შედეგიც 1991 წლის 8 დეკემბერს დადგა.”” ვოვა პუტინის საყვარელი ნაღვლიანი ფრაზაა ყოჩაღ! გ რ ი გ ო ლ ო ნ ი ა ნო! ო!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here