მთავარი მსოფლიო საუდის არაბეთი ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს

საუდის არაბეთი ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს

446
გააზიარეთ
საუდის არაბეთი

სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ადელ ალჯუბეირმა CNNის ეთერში ვაშინგტონსა და თეირანს შორის დადებულ ხელშეკრულებასარასრულფასოვანიუწოდა და მხარი დაუჭირა ტრამპის გადაწყვეტილებას ამ გარიგებიდან გამოსვლის შესახებ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ ეხებოდა ბალისტიკური რაკეტების შექმნისა და ირანის მიერ ტერორისტების მხარდაჭერის პრობლემებს. “მიმაჩნია, რომ, თუ ირანი განაახლებს ურანის გამდიდრების პროგრამას იმ დონეზე მაღლა, რომელიც ამჟამადაა, მაშინ ამას უნდა მოჰყვეს ყველა სხვა სახელმწიფოს გამოსვლა ამ გარიგებიდან და მათი მხრიდან დამატებითი სანქციების მიღება ირანის საწინააღმდეგოდ”, _ თქვა მან.

შეკითხვას, აპირებს თუ არა საუდის არაბეთი ატომური იარაღის შექმნას, ალ-ჯუბეირმა დადებითად უპასუხა: “ჩვენ სავსებით ნათლად და გარკვევით განვაცხადეთ, რომ, თუ ირანი მიიღებს ბირთვულ პოტენციალს, განსხვავების აღმოსაფხვრელად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რისი საშუალებაც გვაქვს”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here