მთავარი საქართველო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება

სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება

გააზიარეთ

კანონმდებლები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აზუსტებენ, რა შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებად, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.


პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციის, სხეულის თვითდაზიანით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე. პროექტის ავტორია თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილი. როგორც სესიაშვილმა განაცხადა, სისხლის სამართლის კოდექსში არ არის დაკონკრეტებული, რას ნიშნავს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება. “თუკი გამწვევი კომისია ჩათვლის, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს თავის არიდებას მოტყუებით, თვითდაზიანებით, სხვაგვარი სიმულაციის გზით, მას შეეძლება საქმე პროკურატურას გადასცეს”, _ განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ირაკლი სესიაშვილმა.

ეს საკანონმდებლო ინიციატივა პასუხია “გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებაზე, რომლის შექმნის მიზანი ახალგაზრდებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებაში დახმარებაა.

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here