მთავარი საქართველო საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის მატყუარა – მე თუ გურამ დონაძე – ზურაბ...

საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის მატყუარა – მე თუ გურამ დონაძე – ზურაბ ბაქრაძე

771
გააზიარეთ

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ბაქრაძე, რომელმაც გუშინ წარდგენილი ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მტკიცებულებები თავადაც გააყალბამასთან, ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, გურამ დონაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დონაძე ამბობს, რომ პროკურატურის მტკიცებულებებით ზურაბ ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე გასროლიდან ხუთ წუთში მივიდა.

ზურაბ ბაქრაძემ ამის საპასუხოდ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

„დღეს გურამ დონაძემ გააკეთა განცხადება, რომ მე ვარ მატყუარა და ცრუ მოწმე, რომ შემთხვევის ადგილზე მისული ვარ 5 წუთში. მან ასევე წარმოადგინა მაგთიკომის ანძების დეტალური ამონაწერი, სადაც საზოგადოებას აჩვენა რომ 02:22 წუთზე მოხდა საბედისწერო გასროლა, სადაც დაიჭრა ბუტა რობაქიძე და ასევე წარმოადგინა ჩემი სატელეფონო ანძის დასტური, რომ 02:28 საათზე მე ვიმყოფები შემთხვევის ადგილზე. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბატონ გურამს – რაც ბევრს ილაპარაკებს ამ თემასთან დაკავშირებით, მით მეტ შეცდომას დაუშვებს”, – აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.

მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ერთ-ერთ ტელევიზიაში, დონაძის მიერ გაკეთებული განცხადების ბმულიც დაურთო.

„რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ ტელეკომპანიას დონაძემ მისცა ინტერვიუ, სადაც ასევე წარმოადგინა დოკუმენტები, რომ 02:17 საათზე, მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში შევიდა შეტყობინება, რომ წერეთლის გამზირზე დაჭრილია ახალგაზრდა და ითხოვდნენ დახმარებას. თუ 02:22 საათზე მოხდა გასროლა, იქნებ აუხსნას საზოგადოებას 02:17 საათზე, მისივე მიცემული ინტერვიუთი, როგორ შედის სასწრაფო დახმარებაში შეტყობინება ახალგაზრდის დაჭრაზე?! p.s საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის მატყუარა და ცრუ – მე თუ გურამ დონაძე”, – განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here