Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთმა გაეროს სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების კონცეფცია შესთავაზა

რუსეთმა გაეროს სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების კონცეფცია შესთავაზა

552
რუსეთმა გაეროს სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების კონცეფცია შესთავაზა

სპარსეთის ყურის კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც რუსეთმა შეიმუშავა, გაეროს ოფიციალურ დოკუმენტად გავრცელდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ენერგიული და ეფექტიანი ქმედებები საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე.

“ამჟამინდელ პირობებში საჭიროა ენერგიული და ეფექტიანი ქმედებები საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე სპარსეთის ყურეში ვითარების გამოსასწორებლად და გასაჯანსაღებლად, გაჭიანურებული კრიზისული სტადიის დასაძლევად და ამ სუბრეგიონის მშვიდობისკენ, კეთილმეზობლობისა და მდგრადი განვითარებისკენ შემოსაბრუნებლად”, _ ნათქვამია დოკუმენტში.

სპარსეთის ყურის ზონაში უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელი პრაქტიკული სამუშაოები შეიძლება დაიწყოს ორმხრივი და მრავალმხრივი კონსულტაციების ჩატარების გზით დაინტერესებულ მხარეებს შორის. დაინტერესებულ მხარეებში კი იგულისხმებიან რეგიონული და რეგიონს გარეთ არსებული სახელმწიფოები, გაეროს უშიშროების საბჭო, არაბული სახელმწიფოების ლიგა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო.

გენერალური ასამბლეის უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ “რუსეთი მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთქმედებისთვის ამ და სხვა კონსტრუქციული წინადადებების სარეალიზაციოდ”.

23 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა სპარსეთის ყურის ზონაში კოლექტიური უსაფრთხოების კონცეფცია. მის ჩარჩოებში გათვალისწინებულია საინიციატივო ჯგუფის შექმნა სპარსეთის ყურის ზონაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებზე კონფერენციის მოსამზადებლად, რომელიც სამომავლოდ გამოიწვევს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნას რეგიონში.

ამას გარდა, მოსკოვი გამოვიდა რეგიონში დემილიტარიზებული ზონების შექმნის ინიციატივით და წამოაყენა წინადადება, რომ არარეგიონულმა სახელმწიფოებმა უარი თქვან ზონაში სამხედრო დაჯგუფებების მუდმივ დისლოკაციაზე და ამუშავდეს ცხელი ხაზი სამხედროებს შორის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here