მთავარი პოლიტიკა რუსეთი კი არ მოემართება საქართველოსკენ, საქართველო მიჩოჩავს რუსეთისკენ

რუსეთი კი არ მოემართება საქართველოსკენ, საქართველო მიჩოჩავს რუსეთისკენ

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

616
გააზიარეთ
რუსეთი კი არ მოემართება საქართველოსკენ, საქართველო მიჩოჩავს რუსეთისკენ

მეთექვსმეტე გამოშვება

“_ რომელი გზაა სწორი, მამაო, როგორ შევიცნო იგი სხვა გზათა შორის?

_ იმ მიმართულებით თუ მიდიხარ, სადაც შენი შიში იზრდება, მაშინ სწორ გზაზე მდგარხარ!”

მილორად პავიჩი, სერბი მწერალი

«Сейчас американские войска перебрасываются из континентальной части Северной Америки через Атлантику в Европу. Идет перемещение войск в Европе к российским границам. Основные силы концентрируются в Причерноморье и Балтийском регионе»._ ეს შემაშფოთებელი განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რამდენიმე დღის წინათ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურმა ბლოკმა რუსეთის საზღვრებთან გაზარდა სამხედრო აქტივობები. აშშ-ის სამხედროები ძლიერდებიან პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებში. წინა წლებთან შედარებით მათ რუსეთის საზღვრებთან ერთ-ნახევარჯერ გაზარდეს საზღვაო დაზვერვა, ხოლო საჰაერო დაზვერვა _ ორჯერ. აშშ და მისი მოკავშირეები ზრდიან თავიანთ დაჯგუფებებს არქტიკაში. «Всего рядом с нашей территорией будет сосредоточено 40 тысяч военнослужащих и 15 тысяч единиц вооружения и военной техники, в том числе стратегической авиации»,  _ აღნიშნა შოიგუმ. მისი თქმით, სამხედრო წვრთნები და ოპერატიული მომზადებები, რომლებსაც ამერიკელები ევროპაში ატარებენ, უფრო და უფრო იძენს «явную антироссийскую направленность».

_ საით მიექანება მსოფლიო? _ ეს შეკითხვა სულ უფრო აქტუალურია.

ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა. ამ ორი წერტილიდან მიათრევენ მსოფლიოს მესამე გლობალური ომის მიმართულებით.

რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინათ უკრაინის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: «Украину медленно, но верно превращают в какой-то антипод России, в какую-то анти-Россию, в какую-то площадку, с территории которой мы постоянно, судя по всему, будем получать требующие особого внимания с нашей стороны с точки зрения обеспечения безопасности Российской Федерации новости».დააკვირდით ზმნას, რომელიც ამ რთული წინადადების პირველ ნაწილშია გამოყენებული _ превращают“. უკრაინაში თავისთავად კი არ მიდის ეს პროცესი, არამედ ვიღაც სხვა (გარედან) აკეთებს იმას, რომ უკრაინა ანტიპოდად და ანტირუსეთად გადააქციოსო. ვინ მოქმედებს უკრაინაში გარედან და ვინ აღვივებს იქ ანტირუსულ ისტერიკას, ვინ თესავს რუსეთის სიძულვილს და ვის სურს ერთი ეთნიკური ძირისა და ერთი საერთო ისტორიის მქონე ამ ორი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, გამოცანა არავისთვის არის. ეს ამერიკაა, რომელიც ამ ბინძურ პროვოკაციაში ევროპასაც ითრევს, თუმცა ევროპაში ბევრი აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირება მათთვის უფრო საზიანოა, ვიდრე რუსეთისთვის. მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ქალბატონი სარა ვაგენკნეხტი ამას წინათ მწვავედ დაუპირისპირდა გერმანიის კანცლერ ქალბატონ ანგელა მერკელს:

ბოლო წლებში გერმანიამ საგრძნობლად გაზარდა სამხედრო ხარჯები. ჩვენ ახლა უპილოტო აპარატებსა და ტანკებზე 55 მილიარდ ევროს ვხარჯავთ. რაც მთავარია, ამას ვაკეთებთ არა თავდაცვისთვის, არამედ თავდასხმით ომებში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომაც ეს ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის. რისთვისაა საჭირო ეს გამალებული შეიარაღება? თურმე იმისთვის, რომ ტანკზე ამხედრებული პუტინი ბერლინში არ შემოიჭრას. ჯერ ერთი, მე არ მახსოვს, რომ რუსეთი ვინმეს თავს დასხმოდა, მე ის მახსოვს კარგად, თუ როგორ ესხმოდნენ თავს რუსეთს. ის, რომ რუსეთი თავს დაგვესხმება, თავხედური სიცრუე და ცნობიერებაზე დანაშაულებრივი შეტევაა. ამას ელემენტარული არითმეტიკა და ციფრები ადასტურებს. მხოლოდ ევროპული სახელმწიფოები შეიარაღებაში 300 მილიარდ დოლარს ხარჯავენ, ხოლო აშშში სამხედრო ხარჯები 700 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჯამში ეს ტრილიონ დოლარზე მეტია. ფანტასტიკური თანხაა. ტრილიონი დოლარი პუტინის შესაჩერებლად?

კი მაგრამ, რუსეთი ხომ შეიარაღებაში მხოლოდ 60 მილიარდ დოლარს ხარჯავს. ნუთუ, ამ ციფრების შედარების შემდეგ ვინმეს შეუძლია იფიქროს, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას გეგმავს? ასეთი ყოვლად უსაფუძვლო მსჯელობა შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის. ამერიკელები გვაიძულებენ, რომ უზარმაზარი თანხები ვხარჯოთ შეიარაღებაში. აი, ეს არის საშიში ჩვენთვის და არა რუსეთი. ნატო არ არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, იგი არის გარანტი სამხედროსამრეწველო კომპლექსის უზარმაზარი შემოსავლებისა. იმისთვის, რომ ეს იარაღი სადმე იქნას გამოყენებული, რათა გაამართლონ მის შეძენაში გაწეული უზარმაზარი ხარჯები, აშშის თაოსნობით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იწყებენ დამპყრობლურ ომებს. აშშ წარმოადგენს ყველაზე მეტად შეიარაღებულსა და აგრესიულ სახელმწიფოს დღევანდელ მსოფლიოში. დააკვირდით: არც რუსეთი და არც ჩინეთი არ გვევლინებიან დესტაბილიზაციის ფაქტორად ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში. ამით ნატოს წევრი სახელმწიფოები, პირველ რიგში კი აშშ, არიან დაკავებული; აშშ, რომელიც ჯერ ავღანეთს დაესხა თავს, მერე _ ერაყსა და სხვა სახელმწიფოებს. ამერიკელთა შესვლის შემდეგ ყველგან დანგრეული სახელმწიფოები დარჩა. სირიაში დესტაბილიზაცია გამოიწვიეს ისლამური ტერორისტული დაჯგუფების მეშვეობით. ეს ყველაფერი ხდება ნავთობისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულისთვის, გასაღების ბაზრებისა და სხვა გეოპოლიტიკური ინტერესების გამო. აი, რისთვის იწყება და რისთვის მიმდინარეობს ეს უსასტიკესი ომები. აშშ ხომ ის სახელმწიფოა, რომელიც ტერორისტებთან თანამშრომლობს. გვჭირდება ჩვენ ასეთი მოკავშირე? _ არა, რა თქმა უნდა. პირიქით, ჩვენ უნდა მივესალმოთ ამერიკული სამხედრო ბაზების გაყვანას გერმანიიდან. წავიდნენ და წაიღონ თავიანთი ბირთვული შეიარაღება, რადგან ის არ არის შემოტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პირიქით, ეს შეიარაღება უზარმაზარ საფრთხეს გვიქმნის. აშშის ბირთვული იარაღის გამო, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა განთავსებული, ჩვენთვის დამიზნებულია რუსული რაკეტები, ვინაიდან ომის დაწყების შემთხვევაში, პირველ როგში, სწორედ ეს იარაღი უნდა განადგურდეს. როგორ შეიძლება, რომ ის ქვეყანა, რომელიც არაფრად დაგიდევთ გერმანიისა და, საერთოდ, ევროპის ინტერესებს, მიგვაჩნდეს სტრატეგიულ პარტნიორად?! როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო, რომელიც არათუ არ ითვალისწინებს ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, პირიქით, ყოველ ნაბიჯზე აზიანებს მას, გვევლინებოდეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტად?! ამიტომ, ქალბატონო კანცლერო, გადაეცით ამერიკას, წავიდეს აქედან და თან წაიღოს მისი ბირთვული იარაღი, ჩვენ ასეთიმეგობარიარ გვჭირდება!”

როდესაც გერმანელი პოლიტიკოსისგან ამერიკელთა პარტნიორობის შესახებ ამგვარ შეფასებას ისმენ, უნებლიეთ ფიქრობ: ევროპის ფლაგმან სახელმწიფოს, უმდიდრესი და უძლიერესი ეკონომიკის მქონე გერმანიას თუ არაფრად აგდებენ და მის ინტერესებს ასე ფეხქვეშ თელავენ, პატარა და უმწეო საქართველოს მიმართ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს, რომლებსაც, რომ არა შემაკავებელი ფაქტორი ისეთი ზესახელმწიფოებისა, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი, ერთი ქართული გამონათქვამისა არ იყოს, ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. მათთან ურთიერთობაში საკუთარი ინტერესების ხსენებასაც კი ისინი მკრეხელობად ჩაგვითვლიან, რადგან მათთვის შაურის ფასიც არ აქვს საქართველოს წარსულს, ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს. მათ არ აინტერესებთ ის, რაშიც ჩვენ ჩვენს უნიკალურობას ვხედავთ. ამერიკელებისთვის გაუგებარია, რა არის ქართული ეროვნული ცნობიერება და ხასიათი. იმ პოლიტიკის გამტარებელი ხალხი, რომელიც მსოფლიოში ცდილობს, რომ ისეთი საკრალური ცნებები, როგორებიცაა დედა და მამა, ჩაანაცვლოს მშობელი #1 –თა და მშობელი #2-ით, არც დაინტერესდება და ვერც ჩასწვდება დედაშვილობისა და მამაშვილობის ქართულ გაგებას, რადგან იგი ასეთია, ასე განვითარდა, ასე ჩამოყალიბდა. დიამეტრულად განსხვავებულია მათი ცხოვრების წესი და საზრისი, პრინციპულად სხვაა მათი ცხოვრებისეული კრედო და ფილოსოფია.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკაში არ არიან ტრადიციული ღირებულებების დამფასებელი ადამიანები, მაგრამ მე მათ სახელმწიფოებრივ მიდგომებზე მოგახსენებთ, გაბატონებულ და სახელმწიფოებრივად წახალისებულ ზნეობრივ ორიენტირებზე ვსაუბრობ, რომლებსაც ქართული ტრადიციული ორიენტირების საწინააღმდეგო მიმართულება აქვთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქ ამ თვალსაზრისით მსჯელობის განგრძობა არ იქნება მართებული, რადგან მან, შესაძლებელია, სენტიმენტალური გრძნობები აღგვიძრას და მსჯელობის მაგისტრალურ გეზს აგვაცდინოს.

დღევანდელ მსოფლიოში არის წერტილები, რომლებსაც ამერიკელები საკუთარი იდეოლოგიის შემდგომი განვრცობა-განვითარების პლაცდარმად განიხილავენ. პირველ რიგში, ესაა ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა და საქართველო. ახლო აღმოსავლეთი უზარმაზარი რეგიონია, რომელიც ისეა დანაღმული პრობლემებით, რომ მისი ყოველი გოჯი ფეთქებადსაშიშია. ისრაელი ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ის პატარა კუნძულია, რომელსაც მუსლიმანური სამყარო უცხო სხეულად აღიქვამს და მისთვის მუდმივად შემაწუხებელ ფაქტორად რჩება. ებრაელებისთვის კი ისრაელი ის აღთქმული მიწაა, რომლისთვისაც ათასწლეულების განმავლობაში უთვალავი თაობის წარმომადგენლები სისხლად, ცრემლად და ლოცვად იღვრებოდნენ. ებრაელთა ისტორიული ბედუკუღმართობა დროში ისე გაიწელა, რომ სამიათასწლოვანი დევნილობის შემდეგ, მეოცე საუკუნეში, საკუთარ წმინდა მიწაზე დაბრუნებულნი იმ უცხო ტომის წარმომადგენლებად აღიქმებიან, რომლებიც ვიღაცას ამ მიწაზე ხელოვნურად ჩაუსახლებია. ეს წინააღმდეგობა ებრაელ ხალხსა და არაბულ, მუსლიმანურ სამყაროს შორის ისტორიული, ობიექტური რეალობაა, რომელსაც, ორივე მხრიდან გამოვლენილი კეთილი ნებისა და რეალობისადმი რაციონალური მიდგომის გარდა, ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე გეოპოლიტიკური მომენტია, რომელიც წინა პლანზე გამოდის და ისტორიულად არსებულ წინააღმდეგობას ახალი წინააღმდეგობით ამძაფრებს. გეოპოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქ იყრის თავს, დაკავშირებულია რეგიონში არა მხოლოდ ენერგომატარებლების სიუხვესთან, რომელსაც თავისთავად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არამედ ამ ფაქტორის რუსეთის წინააღმდეგ ამუშავების მძაფრ სურვილთან, რომელიც სხვა პოლიტიკურიდეოლოგიურ განზომილებაში გადადის. მოგეხსენებათ, რომ რუსეთისთვის საკუთარი ენერგომატარებლების (ნავთობისა და ბუნებრივი აირის) გასაღების ბაზრის მოპოვებას თითქმის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენერგომატარებლების მომხმარებლებად აზიის ისეთი გიგანტი ქვეყნები ჩამოყალიბდნენ, როგორებიც არიან ჩინეთი და თურქეთი, რუსეთის ამ პროდუქციისთვის ევროპული ბაზარი მაინც უმნიშვნელოვანესია. დასავლეთის პირველი გეოპოლიტიკური ინტერესი ახლო აღმოსავლეთში, სამხედრო სფეროს თუ არ ჩავთვლით, სწორედ ის არის, რომ რეგიონიდან დასავლეთის მიმართულებით იმდენმა ნავთობმა და ბუნებრივმა აირმა იდინოს, რომ ევროპამ რუსეთი, როგორც ენერგომატარებლების მთავარი მიმწოდებელი, ბაზრიდან გააძევოს. აი, მთავარი ამოცანა, რომლის გადაწყვეტასაც ახლო აღმოსავლეთში აშშ ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მან ვერ შეძლო ახლო აღმოსავლეთის ენერგომატარებლების დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის გეოგრაფიიდან რუსეთის გავლენის კუნძულები ისე ამოეგდო, რომ სიტუაცია თავიდან ბოლომდე ემართა. ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილი იყო და არის სირია, რომლიდანაც რუსეთის ინტერესების განდევნას შეეცადნენ და ამისთვის ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თავისი უზნეობით უპრეცედენტო ნაბიჯიც კი გადადგეს. სირიაში კანონიერი პრეზიდენტის დამხობის ასე გაუნელებელი და ასე დაუფარავი სურვილი სწორედ ამით იყო განპირობებული. არა რომელიმე ექსპერტმა ან ანალიტიკოსმა, არამედ აშშის ორმოცდამეხუთე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით დაადანაშაულა წინამორბედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი .. ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, რომელიც მოქმედებდა რა სირიის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, სინამდვილეში მოქმედებდა რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან სირიაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შემდეგ რეგიონიდან ენერგომატარებლების შეუფერხებელი ტრანსპორტირება დასავლეთის მიმართულებით რეალური შეიქნებოდა.

დააკვირდით რა გააფთრებით, ყოვლად უსაფუძვლოდ და აბსოლუტურად გაუმართლებლად უპირისპირდება აშშ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობას, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მისმა ისეთმა გიგანტურმა მომხმარებელმა, როგორიც გერმანიაა, შეუფერხებლად უნდა მიიღოს. ამერიკელებს, რომ იტყვიან, თითიდან გამოწოვილი საბაბიც კი არ აქვთ (უფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია), რომ ამ პროექტს წინააღმდეგობა გაუწიონ, მაგრამ ისინი მიმართავენ დაშინების, შანტაჟის, მუქარის მათთვის ასე ნაცად მეთოდებს, რათა ეს მშენებლობა შეაჩერონ. ერთი სიტყვით, ამერიკელებს ევროპა ტერორის ქვეშ ჰყავთ, ისევ და ისევ რუსეთის საზიანოდ. აშშ დედამიწის რომელ წერტილშიც უნდა მოქმედებდეს, ყველგან რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. მისთვის მთავარია რუსეთის შეკავება, ვინაიდან რუსეთის ფაქტორის განეიტრალების შემთხვევაში იგი დანარჩენ მსოფლიოს ადვილად დაიმორჩილებს. ამერიკელებს, მათთვის დიდად სამწუხაროდ, სირიაში ანტირუსული ოპერაცია ჩაუვარდათ. რუსეთმა გაანადგურა ტერორისტული “ისლამური სახელმწიფო” ახლო აღმოსავლეთში, სირია გადაარჩინა სახელმწიფო გადატრიალებისგან და რეგიონში გაცილებით მაგრად მოიკიდა ფეხი, ვიდრე აქამდე ახერხებდა. ისრაელსა და პალესტინას შორის სამხედრო დაპირისპირება ახალი არ არის და იგი ისტორიულ კონტექსტში უფრო უნდა განვიხილოთ, ვიდრე აშშის ანტირუსულ თამაშებში ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამერიკელები აუცილებლად შეეცდებიან ეს კონფლიქტიც ანტირუსული კონტექსტით დატვირთონ. მართალია, პრეზიდენტი ბაიდენი ლამის ეხვეწა ისრაელის პრემიერმინისტრს, როგორმე შეაჩეროს საომარი მოქმედებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები ნებისმიერი სიტუაციის, რომელიც მსოფლიოს რომელიმე წერტილში განვითარდება, რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოყენებას არ შეეცდებიან.

რუსეთი კი არ მოემართება საქართველოსკენ, საქართველო მიჩოჩავს რუსეთისკენ

უკრაინაში რუსეთთან დიალოგისა და პოლიტიკური ურთიერთობის მოწესრიგების მომხრე პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. მიზეზს არ იკითხავთ? _ რუსეთთან ეკონომიკური კავშირის დამყარება და ბიზნესპროექტების განხორციელება. სასაცილოა. ამისთვის უკრაინაში ვინმეს რომ აკავებდნენ, პირველ რიგში, სახელმწიფოს ხელმძღვანელები უნდა დაეკავებინათ. აი, რა კომენტარი გააკეთა ამ ფაქტზე რუსეთის პრეზიდენტმა: «Я с трудом себе представляю, если объективно подходить к решению вопросов подобного рода: что, всех, кто работает с Россией, будут теперь на Украине привлекать к уголовной ответственности?» პუტინმა დაასახელა ყურადსაღები ფაქტი: 2020 წელს უკრაინის საქონელბრუნვამ რუსეთთან შეადგინა 9,9 მილიარდი. უკრაინას, მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც ასეთი უზარმაზარი საქონელბრუნვა გააჩნია, მედვედჩუკი კი რუსეთთან ბიზნესპროექტების განხორციელების გამო დააკავეს. კომიკური სიტუაცია იქნებოდა, აშკარად ტრაგიკული რომ არ იყოს. კიდევ უფრო კომიკური ის არის, რომ მედვედჩუკის დაკავების გამო დასავლეთში იმის მსგავსი ალიაქოთი არავის აუტეხავს, როგორიც საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ მელიას დაკავების გამო ატეხეს. მედვედჩუკის დაკავების გამო ევროპა, თქვენ წარმოიდგინეთ, არც შეშფოთებულა. მოკლედ, დასავლეთი ორმაგი სტანდატრით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, “რამდენმაგისტანდარტიც დასჭირდება, “იმდენმაგსტანდარტს იყენებს და ამის გამო არავის წინაშე მობოდიშებას არ აპირებს.

ჟურნალ National Review-ში პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა სამხედრო საკითხებში _ ჯონ ბოლტონმა წამოჭრა საკითხი ნატოს წევრებად არამხოლოდ უკრაინისა და საქართველოს, არამედ მოლდოვისა და, ასე განსაჯეთ, თვით ბელარუსის მიღების შესახებ. ამერიკის საერთაშორისო თავხედობის მასშტაბები ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ბოლტონის აზრით, პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ ღონისძიებებს არ ატარებს და მას ძალიან ბევრის უფლებას აძლევს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბოლტონი ამბობს, რომ აშშ-ის უმთავრესი ამოცანა იმ ალიანსის დანგრევა უნდა იყოს, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის ყალიბდება, აგრეთვე, რუსეთის “მებრძოლი სულის” ჩაკვლა ევროპის მიმართულებით: “სანამ რუსეთსა და ნატოს შორის, პოსტსაბჭოთა სივრცის სახით დარჩენილია რუხი ზონა, არასტაბილურობა შენარჩუნდება. შემცირება თავისი არსით საშიში ამ გეოგრაფიული სივრცისა შეამცირებს რუსეთის დამაზიანებელ გავლენას გარესამყაროზე. როგორი რთულიც უნდა იყოს ბელარუსის შეერთება ნატოსთვის, აშშ-ს არ აქვს უფლება, იგი რუსეთს დაუტოვოს. ამ სახელმწიფოს მიღება ალიანსის შემადგენლობაში აუცილებელია, ვინაიდან ამით რუსეთის ირგვლივ ნატოს წრე შეიკვრება”. ბოლტონის ეს განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ აშშის ოფიციალური განცხადება არ არის, რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია, რადგან იგი ზუსტად ასახავს ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის განწყობას. ბოლტონმა, აგრეთვე, მოითხოვა, რომ აშშმა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ბევრ ჩვენს თანამემამულეს ეს განცხადება, შესაძლებელია, გულზე მალამოდ დაედოს, მაგრამ ბოლტონის პოლიტიკურინააზრევისყველაზე სულელური ეპიზოდი სწორედ ეს არის.

ბოლტონის ამ ნაბოდვარმა და, საერთოდ, რუსეთთან ურთიერთობაში აშშ-ის აბსოლუტურმა უპასუხისმგებლობამ ერთი სევდიანი ისტორია გამახსენა:

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ე.წ. ცივი ომის ეპოქაში, აშშ-ში დევნა იყო გამოცხადებული ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებიც თუნდაც სიტყვიერად რამე სახის ლოიალობას გამოამჟღავნებდნენ საბჭოთა კავშირის ან სოციალისტური იდეოლოგიის მიმართ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს ფორესტოლი (1947-1949 წწ.), რომელიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმის შემუშავებით იყო დაკავებული, დეპრესიაში ჩავარდა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდა. მისი მდგომარეობა გართულდა, იგი მწვავე პარანოიამ შეიპყრო და შიშისგან აცახცახებული გაუთავებლად იმეორებდა: “მე ვხედავ რუს ჯარისკაცებს, ყველგან რუსები არიან”. ერთ დღეს, იგი მეთექვსმეტე სართულის ფანჯრიდან გადაეშვა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: რუსები მოდიან!”

ფორესტოლის პარანოია დღეს მთელ დასავლეთზე ვრცელდება. მათ დედამიწის ყველა წერტილში რუსები ელანდებათ. საქართველოშიც ანალოგიური ვითარებაა. მთელი ოცდაათი წელიწადი საქართველოსდამოუკიდებლობისაგაჟღენთილია უკიდურესი სასოწარკვეთილების გამომხატველი წამოძახილებით, _ რუსები მოდიან! სინამდვილეში სრულიად საწინააღმდეგო ვითარება გვაქვს: რუსეთი კი არ მოდის საქართველოსკენ, საქართველო მიჩოჩავს რუსეთისკენ. საქართველოში გაბატონებულმა დისიდენტურმა აზროვნებამ, რომელიც დასავლეთის მიერ ჩვენთვის ხელში შემოჩეჩებული საბჭოთაფობიითა და რუსოფობიით იყო დაღდასმული, საქართველო ისტორიის მაგისტრალურ გეზს ააცდინა და ღია ოკეანეში უკომპასოდ მოდრეიფე იმ გემს დაამსგავსა, რომელსაც ხან აისბერგი შეეჯახა, ხან მასავით მოდრეიფე სხვა გემმა გაჰკრა გვერდი და ჩაძირვა იწყო.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში რამე სტატუსით დაბრუნება რუსეთთან საქართველოს სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების გზით არის შესაძლებელი. სხვა გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა ბუნებაში არ არსებობს. ამას ყველა ხვდება, გარდა საქართველოში ჩანერგილი დასავლეთის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლებისა და რუსოფობიით შეპყრობილი უსაშველო რეგვნებისა. პირველად არ ვამბობ, რომ ამერიკელი მეკობრეებისა და მათი უთავმოყვარეო ევროპელი ვასალების თავგასული პარპაშისგან ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისა და თვით რუსეთის გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს: ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკათა შორის ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება და სამხედროსტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რაც თანდათანობით გარდაუვალი შეიქმნა.

ვალერი კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here