Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი ევროპის ირგვლივ სავაჭრო წრეს კრავს

რუსეთი ევროპის ირგვლივ სავაჭრო წრეს კრავს

637
რუსეთი ევროპის ირგვლივ სავაჭრო წრეს კრავს

 “აბრეშუმის გზა”, ტრანსციმბირული მაგისტრალი და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანიჩრდილოეთისამხრეთიევროპის შემოვლით სავაჭრო წრეს შეკრავს.

ახლო მომავალში რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე ნამდვილი სავაჭრო წრე შეიკვრება. ესენია: ტრანსციმბირული მაგისტრალი, ბაიკალ-ამურის მაგისტრალი და პერსპექტიული საერთაშორისო-სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”.

რუსეთს ბოლო პერიოდამდე სატრანსპორტო გზის მხოლოდ ერთი კონცეფცია ჰქონდა _ ესაა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ტრანსციმბირული და ბაიკალ-ამურის მაგისტრალების საშუალებით. ამჟამად შექმნილია პროექტი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას, შეკრას ნამდვილი სავაჭრო წრე, რომელითაც მუდმივად გახდება შესაძლებელი ტვირთების ტრანსპორტირება პოპულარული ევროპული მარშრუტების პარალელურად.

2002 წლიდან დღემდე ტარდება ტრანსციმბირული მაგისტრალის მოდერნიზება: ის მთლიანად ელექტროფიცირებული გახდა, ჩატარდა ე.წ. ხინგანის შვიდი გვირაბის რეაბილიტაცია, ააშენეს დამატებითი გვირაბები გამტარიანობის გასაზრდელად. ტრანსციმბირული მაგისტრალი მსოფლიო სატრანსპორტო ნაკადებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაამისამართებს, აგრეთვე, ის უცხოელებისთვის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებასაც წარმოადგენს.

რუსეთი რიგ პარტნიორ ქვეყნებთან სახმელეთო და საზღვაო “აბრეშუმის გზის” მეშვეობითაც თანამშრომლობს. ძირითადი მარშრუტი რუსეთის ევროპულ ნაწილსა და ყაზახეთზე გადის. ის ძალიან ხელსაყრელია, პირველ რიგში, ჩინეთისთვის, რადგან საბაჟო საზღვარს მხოლოდ ორ ადგილზე გადაკვეთს. თავის მხრივ, საზღვაო “აბრეშუმის გზა” გადის არქტიკის გავლით და მდებარეობს სწორედ რუსეთის ფედერაციის არქტიკულ ზონაში, რაც ხელსაყრელია, როგორც რუსეთისთვის, ისე უცხოელი გადამზიდავი კომპანიებისთვის.

მთავარი კოზირი, რომელიც საბოლოოდ შეკრავს სავაჭრო წრეს, არის საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”, რომლის რამდენიმე ტოტი უკვე აშენებულია: ძირითადი გადის სანქტ-პეტერბურგიდან ასტრახანამდე. ეს მარშრუტი საშუალებას მისცემს რუსეთს, აღარ იყოს დამოკიდებული ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე, გააღრმავოს ეკონომიკური კავშირები და გეოპოლიტიკური ყოფნა კასპიის ზღვაში.

სავაჭრო წრის შეკვრა რუსეთს საშუალებას მისცემს, გაანეიტრალოს დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის ყველა სანქცია. მოსკოვი “იმპორტის ჩანაცვლების” პროგრამას წარმატებით ახორციელებს და ევროპისგან დამოუკიდებელ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას ავითარებს.

ევგენია ზაიცევა

Русская Весна

politpuzzle.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here