მთავარი მსოფლიო “რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციისას ლაპარაკია ორი ეკონომიკის, როგორც თანასწორი პარტნიორების, გაერთიანებაზე”

“რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციისას ლაპარაკია ორი ეკონომიკის, როგორც თანასწორი პარტნიორების, გაერთიანებაზე”

205
გააზიარეთ
“რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციისას ლაპარაკია ორი ეკონომიკის, როგორც თანასწორი პარტნიორების, გაერთიანებაზე”

რუსეთის ეკონომიკის მინისტრ მაქსიმ ორეშკინის თქმით, რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაცია სახელმწიფოების გაერთიანებას კი არ წარმოადგენს, არამედ საუბარია ორი ეკონომიკის, როგორც თანასწორი პარტნიორების, გაერთიანებაზე.

შეთანხმება მიღწეულია ჯერ კიდევ 1999 წელს და ის რატიფიცირებულია. ახლა ვამზადებთ ყველაფერს კონკრეტული ვადებისა და მიმართულებების მიხედვით. გვქონდა გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ ჩვენი სამუშაო ჯგუფები ამ წინააღმდეგობებს ვამუშავებთ, რათა წარვუდგინოთ ისინი უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ მათ განიხილონ ყველაფერი და მიიღონ გადაწყვეტილებები, _ თქვა ორეშკინმა.

ამა წლის 18 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის სახელმწიფო მეთაურ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას წინადადება წამოაყენა, რომ დეკემბრისთვის ორი სახელმწიფოს ინტეგრაციის სტრატეგია მოემზადებინათ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here