მთავარი მსოფლიო რუსებმა შური იძიეს

რუსებმა შური იძიეს

3643
გააზიარეთ
რუსებმა შური იძიეს

მეხუთე თაობის უახლესმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა Cy -57-მა აღმოსავლეთ გუთაშიბოევიკებისმოსამზადებელ საწვრთნელ ბანაკს შეუტია, _ იუწყება ადგილობრივი მედია.

რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების შეტევის შედეგად დაიხოცნენ არა მხოლოდ მოთარეშეები, არამედ მათი ამერიკელი ინსტრუქტორებიც. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა დარტყმა ხორციელდება მხოლოდ დაზვერვის მიერ დაზუსტებული მონაცემების შემდგომ, რათა თავიდან აირიდონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ავიადარტყმა განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზვერვამ დამასკოს აღმოსავლეთ გარეუბანში აღმოაჩინა საწვრთნელი ბაზა იმ ტერორისტების, რომლებსაც მხარს უჭერს აშშ.

ეს შეტევა მოულოდნელი არავისთვის უნდა იყოს, რადგან ამ რაიონში მდგომარეობა ახლახან სერიოზულად გამწვავდა, სირიის მასმედიას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა ამ შეტევით შური იძიეს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მოხალისეების დაღუპვაზე, რომელიც ამერიკელების მიერ იყო ორგანიზებული 7 და 8 თებერვალს სირიის დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში.

მოხალისეების დაღუპვამ აჟიოტაჟი გამოიწვია. მასმედიაში ქვეყნდებოდა ცნობები, თითქოს იქ ასობით ადამიანი დაიღუპა, გამოქვეყნდა კიდეც დაღუპული რუსების სიები, მაგრამ ყველა ყალბი აღმოჩნდა.

ტრაგედიდან ორ დღეში დაღუპულთა შესახებ რეალური მონაცემები გამოაქვეყნა “სამხედრო კონფლიქტების ვეტერანების ლიგის” თავმჯდომარემ ანდრეი ტროშევმა. მისი განცხადებით, დაიღუპა 14 რუსი მოხალისე, ხოლო გავრცელებული ხმები ასობით მსხვერპლის შესახებ სიცრუეა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here