Home სხვადასხვა Facebook ფრაზები ,,რუსების აგენტი ვარ”- კონვერტი გადმოვაბრუნე და გენერალური შტაბის ბედოვლათის ნომერი დავაწერე

,,რუსების აგენტი ვარ”- კონვერტი გადმოვაბრუნე და გენერალური შტაბის ბედოვლათის ნომერი დავაწერე

1630
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერ-ვეტერანთა კავშირის ექსპერტთა ჯგუფის წევრი: დავით ნემსაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერ-ვეტერანთა კავშირის ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით ნემსაძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:


,,თუ უშიშროების თანამშრომელი არ ხარ გიშვილებ” მოგესალმებით ჩემო პროამერიკელო, პრორუსო , პრომოზამბიკელო და პროუკრაინელო დანნო და ძმანნო, რათქმაუნდა მე თქვენსავით თავს ლიბერალური იდეებით არ ვიგზნებ თუმცა ჩემი ქცევის ,,კოდექსი“ გაცილებით პირდაპირია ვიდრე თქვენი ,,მშვენიერი“ ლოიალიზმი რომელიც ფაიფურის კბილებს უკან ეფარება .

თქვენ გაცილებით უფრო დიადი ,,მიზნები“ გაქვთ ვიდრე თადარიგის ოფიცერს რომელიც თქვენივე ხედვით სალდაფონურ აზროვნებას ვერ გასცდა, ამიტომაც ,,რესპექტი“ თქვენ. ცოტაც და ტრიუმვირატის კვარცხლბეკზე დაფნის გვირგვინოსნებს ალბად არც კი გაგახსენდებოდათ ჩემი სახელი და გვარი მაგრამ ისეთ გარდამავალ ეპოქაში ვცხოვრობთ რომ ხვალ რაიქნება კაცმა არიცის.

თქვენს არსენალში მოიპოვება სიტყვები: ლოიალიზმი, რესპექტი, რელევანტური , ირელევანტური, ფურორი, ფავორიტიზმი, მოწყვლადი და ასე უსასრულოდ თან როგორი სახეებით იყენებთ ამ უცხო სიტვებს ალბად ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ შემდგენლებსაც გადაასრებდით მრავალფეროვნებაში, მაგრამ ვაი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფანდია რომლის არსიც ერთ რამეში მდგომარეობს, მოახდინოთ იმიჯის შექმნა და აპათეამდე მისულ ადამიანზე ზეგავლენა რომ მას გაუჩნდეს განცდა ,,ვახ რამხელა ადამიანს ვესაუბრები“ სინამდვილეში კი არც იმ სიტყვების მნიშვნელობა იცით რომელსაც ტყვიამფრქვევივით ფანტავთ. დრო გადის საქმეს გაუკეთებელს ტოვებთ სივრცეში რჩება მხოლოდ თქვენს მიერ ნაბრახუნები მძიმე სიტყვები, იმიჯიც ქრება იმიტომ რომ დრო ყველაფერს ფილტრავს.

,,ცარპიის“კლდიდან ( ადგილი ძველ რომში სადაც მევალეები ურჩ გადამხდელებს ვალის დაუბრუნებლობის შემთვევაში კლდიდან აგდებდნენ) გადაისვრიან ნებისმიერს თუ შეატყვეს რომ მათ კეთილდღეობას რამე ემუქრება, ყალბად შექმნილი სახელის დროსა და სივრცეში გაწელვა და არა მისი მარადიული შენარჩუნება აი რა არის კეთილდღეობის მათებური ფორმულა.

უსამსახურობის ჟამს გადავწყვიტე ერთ ყოვლად მოკრძალებულ სამსახურში დამეწყო მუშაობა დილით ადრე ,,იქ“ საღამოს გვიან ,,სახლში“ .არის სამსახურები სადაც ადამიანად არ გთვლიან რატომღაც მინდოდა ეს საზოგადოებრივი პლათფორმა მომესინჯა . ხალხის მასა , ყველა შენი უფროსია შემთხვევით შენი ყოფილი ჯარისკაცი გნახავს და გაოცებით გკითხავს ბატონო დავით ნუთუ თქვენ აქ? ცხოვრების კიბის შეგრძნება საოცრად მახალისებს ,,რატომაც არა” ვპასუხობ ღიმილით საზოგადოების შეგნება კი მაკვირვებს (ვერ წარმოუდგენიათ კაცს რომელსაც ერთი წლის მანძილზე პატივითა და ღირსებით მიღებდნენ სამხედრო სალამს, ჩემს კომანდებზე მოქმედებდნენ , მაბარებდნენ პატაკს და იღებდნენ დგომს ,,სმენა“ სამწყობრო მოედანზე, როგორ აღმოვჩნდი იქ ანუ ცხოვრების ფსკერზე, მთავარია რომ დიდი სიყვარულის გრძნობა აქვთ კეთიილი ღომილი კი ყველაფერს ანეიტრალებს.

ბატონი ,, ლ“ შემთხვევით გავიცანი ჩემს ქვეყანაში თუ რამეა ელიტარული (ბოზობიის გარდა ) ამ ელიტ უბანშიც ხალხის ფენას ეს პრიორიტეტი სახეზე ეწერა.

,,მაგან მისი ძმა მოკლა, ალკოგოლიკი ძმა ჰყავდა დედა ნაჯახით დაკლა ამან აფექტში მყოფმა ღვიძლი ძმა დანით დედას ზემოდან დააკლა, 15 წელი ,,ბელი ლებედზე“ სრულად მოიხადა მერე 20 წლის გოგო შვილიც მოუკვდა ისე 21 წლის ასაკში დაიცვა პროფესორის ხარისხი უმაღლეს მათემატიკაში “- ყოფილი პოლიციელი უკითხავად ისვრის ინფორმაციას ამხანაგი ,,ლ“-ს შესახებ და ვარსკვლავიან ასტრას ძაღლის თვალებით მთხოვს.

,,ელიტარულ უბანში ელიტარული ბოზები ცხოვრობენ რომლებიც ელიტარულად ბოზობენ უთხარი გაუღიმე და ვარსკვლავიანი ასტრის ორი ღერი მივეცი“

დილით ადრე ჯერკიდევ უცნობი ბატონი ,,ლ“ მაჩერებს და მეუბნება ახალგაზრდა რატომ თვლით ნაბიჯებს და რატომ აკვირდებით ხალხს ფეხსაცმელებზე ?

კონტრ შეკითხვით გადავედი თქვენ რატომ უყურებთ ასოებს და რატომ წარმოთქვამთ მათ ციფრებში?

გაეღიმა პასუხს ხვალ გეტყვით მანქანის სერიას გახედა სათანადო ციფრი დაასახელა და წავიდა.

მეორე დილით ისევ იმ დროს გამოჩნდა თავაზიანად მომესალმა და მითხრა რომ ასე გონებას ავარჯიშებდა დიდი მათემატიკოსი მე არ ვიყავი მაგრამ ,,ამხანაგი“ ნაპოლიციონერის ინფორმაციით მივხვდი რომ ეს მათემატიკასთან იქნებოდა დაკავშირებული.

აღმოჩნდა რომ ბატონი ,,ლ“ თურმე ასოებს იმ ანბანის რიგითობას უსადაგებდა რომელ ენაზეც წარწერა იყო და იმის მიხედვით საოცრად სწრაფად ასახელებდა ათ და ოც ნიშნა ციფრებს ყოფილი პოლიციელის ინფორმაციით აღჭურვილს ეს არ გამკვირვებია, მე უკვე ვიცოდი რომ ის ფენომენალური ნიჭის პატრონი იყო საბჭოთა კავშირის დროს 21 წლის ასაკში პროფესორის ხარისხს ასე უბრალოდ არ გაისვრიდნენ.

,,ლ“ საოცრად უბრალო ადამიანი იყო გადიოდა დღეები ის ერთსა და იმავე დროს მოდიოდა ჩემთან გათვლილი ჰქონდა ყველაფერი დრო, ნაბიჯები, სიგარეტის მოწევის პერიოდიც კი არასოდეს უთქვამს რომ განსაკუთრებული იყო ეს უბრალოდ იგრძნობოდა.

ახალგაზრდა გეპატიჟებით ,,ღმერთების ბაღში“ ასე ეძახდა მარკეტ ,,გუდვილს“ მანამდე კი ისიც გათვლილი ჰქონდა რომ ჩემი შესვენების დრო იყო.

თვლიდა შოკოლადის ფილებს ამრავლებდა იღებდა კოშმარულ ციფრებს აჯამებდა კალორიებთან ,,იცით მე მეშინია უსასრულობის რადგან იქ შეიძლება დაიკარგო“-თქვა ერთხელ მან.

,,მე ცხოვრებაში ერთი არაკაცის გამო (საუბარი მის მოკლულ ძმაზე ჰქონდა) თეთრ დათვეფთან მოვხვდი მაგრამ ვერასდროს დავკლავ ქათამს, უყურებდი როგორ ცდილობდა ციხის ,,ვაჟაკი“ გაეუპატიურებინა 18 წლის პატიმარი ჩემი ძმის ტოლი, ხელი ავარტყი ვიკამათეთ მას ყოველ ღამით შემოჰქონდა ქვები და აგროვებდა ბალიშის ქვეშ რათა ჩემთვის თავში ჩაერტყა და მოვეკალი მაგრამ ზუსტად მაშინ მოვკვდი როცა ჩემს მიერ მოტყვნას გადარჩენილი 18 წლის ლაწირაკი მამის რუდუნებით ჩამოტანილ სალას მპარავდა“

გადიოდა დღეები….

მე და ,,ლ” ,,ღმერთების ბაღში „ ყოფნის დროს ორი ინგლისურად მოსაუბრე უცხოელს შევესწარით რომელიც როგორც შემდეგ გავარკვიე რაღაც მათემატიკური ფორმულის ძიებაში დაობდნენ, გამართული ინგლისურით ბატონმა ,,ლ“ ორივე გამოარკვია დაახლოებით 7 წუთის დიალოგის შემდეგ ვხედავ რომ ორივე უცხოელი მას ეხვევა და სადღაც გვეპატიჟებიან როგორც შემდეგ გავიგე 1 თვის დავა გადაუწყვიტა როცა ისინი წავიდნენ თავისთვის თქვა ლანდაუ (რაღაც თეორია დაასახელა) ავტობუსის გაჩერებიდან გაჩერებამდე არჩევდა.

– ელექტრონული სიგარეტების გამყიდველი 18 წლის ულამაზესი გოგო სილამაზით უფრო დაეჯილდოვებია უფალს ვიდრე ვაჭრობის ნიჭით, ის ვინც სიტყვა მარკეტინგს ხმარობს მშვენივრად ხმარობდა ამ მშვენიერ გოგოს სილამაზეს მისი ბიზნესის გასამრავლებლად. რამოდენიმეჯერ თავაზიანად შემომთავაზა გამებოლებია ვიუარე დისტანციას ვიჭერ მასთან ფლირტი არ მსურს, ღიპამოგდებული პერსონა რომელიც ოფლის სუნით ყარს რეგულარულ ფლირტში იმყოფება სიგარეტების გამყიდველ ლამაზმანთან ,, ღმერთების ბაღიდან” უზიდავს ნაირნაირ სასუსნავს რომელზედაც ლამაზმანი ღიპაქოთებულის ,,აბსცესის” (გასტუმრების) შემდეგ რატომღაც მხოლოდ მე მეპატიჟება. ის ვინც ასოებს ციფრებად თვლის ამხანაგი ,,ლ” გულაგის (ციხის, კატორღის) 15 წლიანი სტაჟით და მათემატიკოსის ლინგვისტური ნიჭით ზედმიწევნით გვაკვირდება სამივეს (მე მის თვალებს ვგრძნობ)

ლამაზმანი ყიდის მის ,,ტავარს” დანგრეული ინგლისურით ახლა უკვე არაბებზე, არაბებს კი თამბაქოზე მეტად ძუძუს ღარის დანახვა ხიბლავთ და ფლირტის ფასიც იციან და ამაში იხდიან ან ახდევინებენ ამ შეჩვენებულმა ნახევარი მაღაზია გაყიდა ,,დამეხმარე შენ ხომ ინგლისური იცი” – ის ის იყო უნდა მეპასუხა რომ შექსპირის ენას არ ვფლობ,ჩემს მაგივრად ზურგში წამოპარულმა ამხანაგმა ,,ლ” უპასუხა მან ბრწყინვალეთ იცის ინგლისური და არაბულიც, არაბებთან მივიდა და მასლაათი გაუბა როცა არაბები წავიდნენ კმაყოდფილ ლამაზმანს მიუბრუნდა და ეუბნება ,, იმ ლამაზმა შირაზელმა თუ გამიქრო გულის დარდი მზადვარ მემის ხალში მივცე ბუხარა და სამარყანდი”

გზაში ,,ღმერთების ბაღისკენ ” (გუდვილისკენ) მეუბნება შენ თუარ მოეფერები ღიპ აყროლებული გაჯიჯგნის, შენ ეს არ უნდა დაუშვა მე არ გეუბნები რომ მორალს უღალატო ეს თქვა და კოსმიური სისწრაფით შეცვალა თემა ,, ახალგაზრდა იცით რამდენი კვადრატია …..”

გადიოდა დრო მოვლენების ,,ნატეხებს ” გულდასმით ვსვამდი საერთო მოზაიკაში-ამიტომ გავქრი .

გავიდა დრო და არაელიტარული კაცი ელიტარული ბოზების უბანში რაღაც საქმეზე მოვხვდი , მესმის აჟიტირებული კივილი დათო დათო მივიხედე და დავინახე ელექტრო სიგარეტებით მოვაჭრე გოგონა, როგორც გაირკვა ღიპამოგდებულს უკვე მოესწრო მისი გაჯიჯგვნა ბურგერ ბარიდან ბულდოგისთვალებით მიყურებდა, სიგარეტების გამყიდველმა გოგონამ მითხრა რომ ბატონი ,,ლ” ჩემი გაუჩინარების შენდეგ სამჯერ დღეში დადიოდადა მკითხულობდა, შემდეგ კი ჩემზე გადმოსაცემად წერილიც დაუტოვა სიგარეტების გამყიდველ გოგონას და რადგან მე არ ვჩანდი მან წერილი წაიკითხა რისგამოც ბოდიში მომიხადა რადგან ეგონა რომ ვერასოდეს მნახავდნენ. გოგონამ მიწისქვეშა გადასასვლელი გადაირბინა დიდცენტრში შევარდა და უკან წერილით დაბრუნდა ბატონმა ,,ლ” ეს დაგიტოვა.

კონვერტი გავშალე და ეწერა ,, თუ უშიშროების თანამშრომელი არ ხარ მინდა რომ გიშვილო”

ბურგერბარიდან ბულდოგათვალებიან ჭიპაყროლებულს გავხედე რომელსაც სავარაუდოდ უთხრეს რომ უშიშროების თანამშრომელი ვიყავი როგორც გველი ნუსხავს ბაყაყს ისე გასრიალდა სავარაუდოდ ტუალეტში.

დათო მართლა უშიშროების თანამშრომელი ხაარ მეკითხება სიგარეტების გამყიდველი გოგონა განცვიფრებული თვალებით.

არა ლამაზო უფრო უარესი.

უფრო უარესი რაღაა

,,რუსების აგენტი ვარ” კონვერტი გადმოვაბრუნე და გენერალური შტაბის ბედოვლათის ნომერი დავაწერე რომელმაც უაპელაციოდ გამასაღა ქვეყნის მტრად შემდეგ უკან დაუტოვე გოგონას ბატონი ,,ლ” თვის გადასაცემად“. – წერს ნემსაძე.

 

1 COMMENT

  1. Martalia es kvelaperi? Tkven saocari mcerali iknebodit ! Erti amosintkvit cavikjtxe! Tkven kargi adamiani da nichieri pirovneba brdzandebit! Mihkevit ntkvens da nichierebas. aucileblad !!gicurvdbt iset sakartveloshi cxovrebas romelzec ocnebobt !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here