მთავარი Facebook ფრაზები “როცა თქვენს შვილს სხვა ,,ლადოები” ყელგამოჭრილს დაგიგდებენ? მაშინაც დაიცავთ მკვლელს”- მოკლული გოგონას...

“როცა თქვენს შვილს სხვა ,,ლადოები” ყელგამოჭრილს დაგიგდებენ? მაშინაც დაიცავთ მკვლელს”- მოკლული გოგონას მეგობრების მიმართვა ბრალდებულის ადვოკატს

3469
გააზიარეთ

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ერთ-ერთი მეგობარი, მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საშუალებით მიმართავს.

„რამდენიმე სიტყვა გვინდა ვთქვათ ქ-ნ ნაირა ოტიაშვილზე,( ქალობის, მით უმეტეს, ქალბატონობის და ზოგადად, ადამიანობის რომ არაფერი სცხია). ქ-ნო ნაირა, იურისტი ბრძანდებით და ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ,რა უფლებები გააჩნია გარდაცვლილ ადამიანს, რისი გაჟღერებაა უკანონო ან უბრალოდ, ამორალური…ვინ მოგცათ უფლება, რომ გარდაცვლილის სახელი, ღირსება და სული ლაფში ამოსვაროთ სრულიად უსაფუძვლოდ? შვილების გაზრდა არ გინდათ? 

ღირსეულად სიკვდილზე არ გიფიქრიათ, თუ მაშინ გააცნობიერებთ, რომ ზღაპრების თხზვას, სასტიკი, საშიში მკვლელის დასაცავად, თავი უნდა დაანებოთ, როცა თქვენს შვილს სხვა ,,ლადოები” ყელგამოჭრილს დაგიგდებენ? მაშინაც დაიცავთ მკვლელს, ქ-ნო ნაირა? მაშინაც იტყვით თქვენს შვილზე, გარდაცვლილზე, დაუკრძალავზე, რომ მოღალატე და ამორალური იყო? ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ანას იცნობდა, ეს უმძიმესი დარტყმაა, ტრაგედია, რომელსაც, როგორც ყოველთვის, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა.

არ გვინდოდა, ლადო აღმოჩენილიყო მკვლელი, მაგრამ მისი პიროვნული ღირსებებიდან, უფრო კი უღირსობიდან გამომდინარე, სხვას არავის შეეძლო ამგვარი სისასტიკის გამოვლენა და ასეთი სპექტაკლის დადგმა…ბოლო წუთამდე, იმ აღიარებით ჩვენებამდე, რომელიც მოგვიანებით შეცვალა, არ გვემეტებოდა ანა ლადოს – მისი საყვარელი ადამიანის ხელით სიკვდილისთვის.

ჩვენ, ანას მეგობრები ვართ, თქვენზე და ბევრ სხვაზე უკეთ ვიცნობდით მას. ანასთვის ლადო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო ყოველთვის, ვის გამოც ყველას დაკარგავდა და ვისაც ყველაფერს აპატიებდა შეპყრობილი იყო თითქოს და თქვენ, ქ-ნო ნაირა, ამბობთ, რომ სხვასთან ჰქონდა ინტიმური კავშირი ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დათმო და ყველა რისკზე წავიდა ამ ბიჭის გამო. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა ანა მაშინ, როცა იმის ხელით კვდებოდა, ვინც სიცოცხლეს ერჩია.

ალბათ, საწყალს, მრავალგზის ნაღალატევს, მრავალგზის გულმოკლულს და მაინც ერთგულს, გული გაუსკდებოდა ამხელა ტკივილით… ასეთი იყო ანა, ჩვენი ანა, უსაზღვროდ ერთგული და უკიდეგანოდ მოსიყვარულე და ჩვენ, ანას მეგობრები, გპირდებით, ამას ასე არავის შევარჩენთ! პასუხს მოგთხოვთ სამართლებრივი გზით, რომელ გზაზეც თქვენ ღირსეულად ვერ იარეთ! ლადოსნაირ მკვლელს, არაადამიანს, სადისტს და ფსიქოპათს, რომელმაც ჯერ მთელი ცხოვრება გაუმწარა ღალატითა და ტყუილებით, ფსიქოლოგიურად იძალადა და საბოლოოდ, ცხოველივით მოკლა, დღის სინათლე არ უნდა ეღირსოს! და თქვენ, სულ მცირე, სხვისი დაცვის უფლება უნდა ჩამოგართვან, რადგან ადამიანობის უფლება ჩვენს თვალში დაკარგეთ! გეშინოდეთ, ქ-ნო ნაირა, სამართლისა და ღვთის გეშინოდეთ!” – წერს გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის ერთ-ერთი მეგობარი.

შსს-ს ინფორმაციით, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის სავარაუდო მკვლელი მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც მკვლელობა აღიარა.

თემქაზე ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად 23 თებერვალს წაუყენეს.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here