მთავარი დაიჯესტი როტშილდები უკრაინის სიმდიდრეს დაეპატრონებიან

როტშილდები უკრაინის სიმდიდრეს დაეპატრონებიან

1051
გააზიარეთ
უკრაინა

უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ ეს სისტემა კონკურენციისთვის გახსნილი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს კუთვნილ გაზსადენებს მიჰყიდიან (თავდაპირველად _ ნაწილობრივ, შემდგომ _ სრულად) კერძო კომპანიებს.სწორედ აქ გამოჩნდებაროტშილდი”, როგორცსაინვესტიციო ბანკი”. ის გაუწევს კონსულტაციასნაფტოგაზს”: რომელი კომპანიისთვის იქნება წილების მიყიდვა უფრო მომგებიანი სახელმწიფოსთვის

თუ გაინტერესებთ, რა მიზეზები უდევს საფუძვლად კიევის მაიდნის მოვლენებს და დონბასში მიმდინარე ომს, პირდაპირ გიპასუხებთ _ ერთი, ყველაზე აშკარა მოტივი აშშ-ის გეოპოლიტიკაა, რომელიც ცდილობს, უკრაინა ჩამოაშოროს რუსეთს და ამ ქვეყნის საზღვრებს მაქსიმალურად დაუახლოვოს ნატოს ახალი ბაზები.

ამ გეოპოლიტიკური გეგმის უკან იმალება ზეეროვნული ფინანსური ინტერესები: მაიდნამდე დიდი ხნით ადრე უკრაინაზე ბევრ უცხოურ კომპანიას ეჭირა თვალი.

უწინარეს ყოვლისა, დავასახელებდი Monsanto -ს, რომელიც ოცნებობს, ხელთ იგდოს უკრაინის შავმიწა სავარგულები თავისი გენმოდიფიცირებული კულტურების მოსავლის მოსაყვანად; კაპიკებად იყიდოს დონბასის ფიქლური აირით მდიდარი საბადოები და, საერთოდ, უკრაინის ქარხნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრაქტიკულად, აღარაფერს აწარმოებენ. მოკლედ, უკრაინელი ხალხის ხარჯზე გამდიდრების მსურველთა რაოდენობა საკმარისზე მეტია. მათ, რასაკვირველია, არ აღელვებთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა თავი ვერც სიღარიბეს დააღწიეს და ვერც სამოქალაქო ომს.

ამ, არცთუ მაინცდამაინც ბოლომდე საფინანსო მიზნებს (სურსათსა და ენერგეტიკასაც აქვს გეოპოლიტიკური შემადგენელი) უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკისა და ფინანსების თვალსაზრისით: ვგულისხმობ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემას. საქმე ის არის, რომ უკრაინა რუსული ბუნებრივი აირის ტრანსეროვნული მიწოდების ცენტრალური კვანძია ევროპისთვის.

სწორედ ეს ძირითადი როლი და 2004 წლის პირველი მაიდნის შემდგომ პერიოდში განვითარებული არაერთი კონფლიქტი მოსკოვსა და კიევს შორის ქმნისბუნებრივი აირით ევროპის მომარაგებაში მოსალოდნელი პრობლემების წარმოქმნის რეალურ საშიშროებას. ამიტომ იყო, რომ მერკელი და ოლანდი მონდომებით იღვწოდნენ მინსკის ხელშეკრულების გაფორმებისთვის.

სწორედ ამიტომ არის, რომ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის განხორციელებას, რომლითაც რუსულ აირს უშუალოდ რუსეთისგან მიიღებს და არა უკრაინის სატრანსპორტო კვანძის გავლით. უკრაინა აშანტაჟებს ევროპას, რადგან “ნეზალეჟნაიას” ხელთაა საკეტი, რომლის საშუალებითაც შეუძლია, ნებისმიერ მომენტში შეუწყვიტოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპას და გარკვეული ნაწილი თვითონ მოიხმაროს საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როგორც ეს იყო პირველი მაიდნის პერიოდში წამოჭრილი გაზის კონფლიქტების პერიოდში. სწორედ ამასთანაა დაკავშირებული კიევის ისტერიკული რეაქცია “თურქული ნაკადისა” და “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტებზე, რომელთა ამუშავება მოუსპობს შესაძლებლობას, იმოქმედოს თავისი სურვილების შესაბამისად, ანუ დაბრკოლებები შეუქმნას სხვათა გეოპოლიტიკური გავლენის გეგმების განხორციელებას.

ამ ვითარებაში სრულად ვლინდება 13 ოქტომბერს “ინტერფაქსის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მნიშვნელობა იმ ფაქტის შესახებ, რომ მილანის ბანკმა “როტშილდმა” მოიგო ტენდერი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების დეცენტრალიზაციისა და უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემისთვის პარტნიორების მოზიდვის საქმეში.

როტშილდის ბანკთან მოლაპარაკების თანხა 98 მილიონ გრივნას (3,15 მილიონი ევრო) შეადგენს, მაშინ, როცა სამუშაოს საერთო ღირებულება 193,3 მლნ გრივნადაა შეფასებული (6,213 მილიონ ევროდ).

თუ ამ ყველაფერში ბოლომდე ვერ გაერკვიეთ, გეტყვით, რა შედეგი მოჰყვება ამ კონტრაქტს.

რა იგულისხმება დეცენტრალიზაციაში? სახელმწიფო კომპანია “ნაფტოგაზი” სრულად მართავს თავის დარგს, ამასთანავე, ნავთობის სექტორს მოპოვებიდან ტრანსპორტირებამდე და რეალიზაციამდე. გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ჩართულია “უკრტრანსგაზიც”, რომელიც “ნაფტოგაზის” (მაშასადამე, უკრაინის სახელმწიფოს) კუთვნილებაა.

“ნაფტოგაზი” “უკრტრანსგაზის” მეშვეობით აკონტროლებს ქვეყნის ყველა გაზსადენს. “ნაფტოგაზივე” უხდის “გაზპრომს” უკრაინისთვის მიწოდებული გაზის საფასურს. საწარმოს მიერ გადაუხდელი ანგარიშები ორი ქვეყნის “გაზის კონფლიქტების” მიზეზი გახდა.

რას ცვლის ზემოთ აღნიშნული ტენდერი? უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ ეს სისტემა კონკურენციისთვის გახსნილი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს კუთვნილ გაზსადენებს მიჰყიდიან (თავდაპირველად _ ნაწილობრივ, შემდგომ _ სრულად) კერძო კომპანიებს.სწორედ აქ გამოჩნდება “როტშილდი”, როგორც “საინვესტიციო ბანკი”. ის გაუწევს კონსულტაციას “ნაფტოგაზს”: რომელი კომპანიისთვის იქნება წილების მიყიდვა უფრო მომგებიანი სახელმწიფოსთვის.

ამ გარიგების არსი არის ის, რომ შედეგად უკრაინული კვანძი სახელმწიფოს საკუთრებიდან კერძო საწარმოების მფლობელობაში გადავა, ანუ ინვესტორებისა და ბანკების ხელში მოექცევა. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ სარგებელს მიიღებს ბანკი-კონსულტანტი, ანუ “როტშილდი”.

შედეგად, “გაზის ონკანს” დაისაკუთრებენ კერძო საწარმოები და ბანკები, მათ შორის (ეგებ, უწინარეს ყოვლისა) “როტშილდი”, რომელიც ცნობილია თავისი “სისხლიანი ინვესტიციებით”.

უკრაინას დაანაწევრებენ და ნაჭერ-ნაჭერ მიჰყიდიან ფინანსისტებს. ბოლო ათწლეულების ომების უმეტესობა, უწინარეს ყოვლისა, ბუნებრივი რესურსების (ნავთობის, გაზის, ძვირფასი ლითონების) ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობდა. ეს ომები ფრიად რენტაბელურია მათთვის, ვინც აფინანსებს ამ კონფლიქტებს. როტშილდების მსგავსმა ზოგიერთმა ოჯახმა ადამიანების სისხლითა და სიკვდილით მოიპოვა უზარმაზარი ქონება. ჯარისკაცებმა, რომლებსაც სჯეროდათ, რომ სამშობლოსთვის სწირავდნენ თავს, რეალურად სხვების გამდიდრებას შეუწყვეს ხელი.

კრისტელ ნეანიAgoraVox (საფრანგეთი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here