მთავარი ისტორია “რომ აშენო _ უნდა იცოდე, რომ იცოდე _ უნდა ისწავლო”

“რომ აშენო _ უნდა იცოდე, რომ იცოდე _ უნდა ისწავლო”

1640
გააზიარეთ
სტალინი

სტალინის ეს 90 წლისწინანდელი (1928 წლის მაისი) ცნობილი გამონათქვამი სათაურად იმიტომ გამოვიტანე, რომ დღეს, 2018 წელს, საქართველოში შექმნილ ვითარებას ზუსტად მიესადაგება. ყველა ერის მომავალი მის წარსულში დევს. გამონაკლისი, ალბათ, არც ქართველი ერია. დღეს მსოფლიოს მმართველი ფარული ხელი მილიარდებს არ ზოგავსგლობალიზაციისთვისდა ერებს თავს ახვევს ყოვლად მიუღებელი ცხოვრების წესებსა და კანონებს. ძლიერნი ამა ქვეყნისანი ადამიანებს მიერეკებიან ცხოველთა სამყაროში და ცდილობენ, ცივილიზაციის ისტორიის ბორბლის უკან დატრიალებას, ძალისხმევას არ იშურებენ სოდომიისა და საერთოდ სექსუალური გარყვნილების დასამკვიდრებლად.

სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა გრძედსა თუ განედზე მობინადრე ცხოველებსა და ადამიანებს ცხოვრების სხვადასხვა წესი აქვთ და მათი ერთ სისტემაში მოყვანა ბუნების კანონების საწინააღმდეგო მოქმედებაა. ერები და ხალხები, თავიანთი განვითარების შესაბამისად, თვითონ შეცვლიან თავიანთი ცხოვრების წესს, რომლებიც ბუნებრივი გზით მისთვის კანონი გახდება. დღეს მიმდინარე პროცესები არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა შენდება და სახელმწიფოებრიობა მტკიცდება. სახელმწიფო აპარატი ნებისმიერ ქვეყანაში დამსჯელი მექანიზმია, რათა სხვადასხვა ხასიათისა და ტიპის ადამიანები განაწყოს ერთი მიმართულებით და ერთი მიზნის მისაღწევად. ამერიკელს უყვარს თავისი ამერიკა, ისევე, როგორც ინგლისელს _ ინგლისი და ფრანგს _ საფრანგეთი. ჩუქჩები თავიანთ ქვეყანას, რომელიც მარადიულ ყინულებშია მოქცეული, “მზიურ ჩუქჩიასეძახიან. ჩვენ, ქართველებს, რატომ გვიყვარს ჩვენს სამშობლოზე მეტად ამერიკა და ევროპის ნებისმიერი ქვეყანა?! განა ამ ქვეყნებში მცხოვრები ერები და ხალხები ჩვენზე ლამაზი და მდიდარი ისტორიის მქონე ერები და ხალხები არიან?! არა, ბატონებო! ეს იმ 30-წლიანი შრომის ნაყოფია, რომელსაც ფარული ხელი ეწევა დედამიწაზე “საშინელი სამსჯავროს! მოსაწყობად. დაუსჯელობა და ყველაფრის ფულით გამოსყიდვა, პროსტიტუცია, ნარკომანია და ნარკობიზნესი, ადამიანის ტვინის შეჩერება და კომპიუტერის კლავიატურაზე თითების კაკუნით აზროვნება _ აი ეს არის ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორის! ბოლო 30-წლიანი მეცადინეობის შედეგი. ბოთლების სროლა, უწმაწური სიტყვებით პრემიერის ლანძღვა, შექსპირის 66-ე სონეტის ცხოვრებაში დანერგვის მცდელობა ხომ დემოკრატიის მონაპოვარია?!

ახლა, როდესაც ვნებები ოდნავ დაცხრა და ადამინებს ნორმალური აზროვნებისა და განსჯის საშუალება მიეცათ, რამდენიმე შენიშვნა უნდა გავაკეთო “გარდასულ დღეთა” ქრონიკებზე:

მახსენდება უდღეური და პოლიტიკურად მეძავი “პირველი დამოუკიდებელი” რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც ყველა ევროპულმა ქვეყანამ და პოლიტიკოსმა გამოიყენა, მაგრამ ბოლოს ყველამ რუსეთის შიშით კუდამოძუებულებმა მიატოვეს. 1920 წლის 20 დეკემბერს ამიერკავკასიის ეკონომიკურ თათბირზე ქვეყნის მეთაური ნოე ჟორდანია ამბობდა: “თუ აქამდე ვამბობდით, რომ მივექანებით კატასტროფისკენ, ახლა გარკვევით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვდგავართ უფსკრულთან”.

უფსკრულთან მდგარი მთავრობის მიერ გადმოწერილი, სხვის კულტურასა და ტრადიციებზე აგებულ კონსტიტუციაზე დავაფუძნეთ ათასწლეულებში გამოვლილი ჩვენი უძველესი კულტურა და აგერ 30 წელიწადი სრულდება, რაც ამ ობობას ქსელში ვართ გახვეული უმწეო მწერებივით…

ია მეტრეველი-ზაზა სარალიძე
ია მეტრეველი-ზაზა სარალიძე

სპექტაკლი, რომელიც 31 მაისიდან რუსთაველის პროსპექტზე იდგმებოდა თავისი შინაარსითა და შემაძრწუნებლობით არაფრით ჩამოუვარდებოდა სოფოკლეს ტრაგედია “ოიდიპოს მეფეს”, რომლის მთავარმა გმირმა მამა მოკლა, დედაზე კი იქორწინა. ოიდიპოსის ტრაგედია გენიალურმა ავტორმა გადმოსცა, მაგრამ ვინ უნდა გადმოსცეს ეროვნული სულიერების დამცრობისა და ადამიანური სისუსტეების ეს ამაზრზენი ნიაღვარი? ვინ აღწერს იმ სიბინძურეს, სიფლიდეს, ყალბ ცრემლს, ვერაგულ თანადგომას, ნიღბების სიმრავლეს, გულში ჩაბუდებული შხამისა და ბოღმის გადმონთხევის სურვილს, ვნებააშლილი მდედრების როკვას სიწმინდეებზე?

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ხვედრი არ არის, მსგავს რყევებს განიცდის მთელი პლანეტა, ნელი მოქმედების ნაღმები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა ქვეყანაში ჩადო, ნელ-ნელა იწყებს მოქმედებას. მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ ნაღმების გაუვნებლობას. თოთოეულმა ქართველმა უნდა აიღოს ხელში გასანაღმი მოწყობილობა და აკონტროლოს თავისი ტერიტორია. რადგან თითოეული პატიოსანი ქართველი მოქალაქის გვერდით დევს მუხტი, რომელიც, ადრე თუ გვიან, აფეთქდება, ამიტომ საჭიროა, დროულად გავაუვნებელოთ ის.

გაიღვიძეთ, ქართველებო!

* ქართველი ხალხი ვერ გააღვიძა ილიამ.

* ქართველი ხალხი ვერ გააღვიძა გორგასალმა.

* ქართველი ხალხი ვერ გააღვიძა დავითმა.

* ქართველი ხალხი ვერ გააღვიძა თამარმა.

* ქართველი ხალხი ვერ გააღვიძა სააკაძემ.

* ქართველი ხალხი ვერ გააღვიძა ერეკლემ.

* ქართველი ხალხი ვერ გააღვიძა სტალინმა.

მივმართავ ტვინნაღრძობ ქართველებს:

* სად იყავით, როდესაც სადისტურად მოკლეს სანდრო გვირგვლიანი?

* სად იყავით, როდესაც მოკლეს სრულიად უდანაშაულო ბუტა რობაქიძე?

* სად იყავით, როდესაც ქუჩაში სადისტურად მოკლეს ილია ჭავჭავაძის სულიერი შვილი გურამ შარაძე?

* სად იყავით 2011 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს, სრულიად ქართველ ერს სულში ჩააფურთხეს?

ზაზა სარალიძე-გიორგი კვირიკაშვილი
ზაზა სარალიძე-გიორგი კვირიკაშვილი

ნუთუ უფრო ნაკლებად თავდადებული იყო და ნაკლები საპროტესტო მოწოდებები ჰქონდა სანდრო გირგვლიანის დედას _ ირინა ენუქიძეს, ვიდრე ზაზა სარალიძეს აქვს? უფრო გააფთრებით არ იბრძოდა და არ იბრძვის შვილმკვდარი ბუტა რობაქიძის დედა _ ია მეტრეველი? უფრო მეტი საბაბი არ ჰქონდა ქართველ ხალხს, რომ მთელ საქართველოს მოუკლეს გურამ შარაძე?..

ადამიანები ხშირად კეთილშობილებას სისუსტეს არქმევენ, თავხედობას კი _ გამბედაობას.

გიორგი კვირიკაშვილის მისვლა ეგზალტირებულ ხალხთან და მისი მცდელობა სიმშვიდის შენარჩუნებისა, კეთილშობილებისა და გაბედულების კლასიკური ნიმუშია, ხოლო 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე სპეცრაზმებისა და ჯარის ნაწილების გაგზავნა ხალხის დასარბევად _ სააკაშვილის სიმხდალისა და თავხედობის საშინელი მაგალითი.

ჩემი მეგობარი კერძო საუბარში მეუბნებოდა: _ ხელისუფლებაში რომ ვიყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორხევის ტერიტორიაზე აშენებული შემინული შენობის წინ დიდი ზომის ბრინჯაოს ქანდაკებას დავდგამდი მოსე თოიძის ცნობილი სურათის “დედა სამშობლო გვეძახის” მოტივზე, ეს იქნებოდა მაღალ კვარცხბეკზე დადგმული სანდრო გირგვლიანის დედის _ ირინა ენუქიძის ქანდაკება, და ეს იქნებოდა საქართველოს სავიზიტო ბარათი არა მხოლოდ დემოკრატიის გზაზე, არამედ მეოცე საუკუნეში სიცოცხლის დაცვის საერთაშორისო სიმბოლოო.

იდეა ისე შთამბეჭდავია, რომ რამდენჯერაც უნდა გავიარო ამ გზაზე, თითქოს ვხედავ შავი ლეჩაქით ხელში შვილის დასაცავად ძუ ლომივით შემართულ დედას.

ბატონ ზაზა სარალიძეს უნდა მივმართო: მეც შვილმკვდარი მამა ვარ. 1980-იან წლებში ჩემი შვილის მკვლელს 8 წელი მიუსაჯეს, მკვლელის მამას კი _ 4 წელი. ჩემი შვილი და მისი მკვლელიც არასრულწლოვანები იყვნენ. ეს გაუფრთხილებლობით გამოწვეული მკვლელობა იყო. სასამართლო პროცესზე ორჯერ გამოვედი, რათა მკვლელის მამა, ცალფეხა კაცი, გათავისუფლებულიყო სასჯელისგან, მაგრამ სასამართლომ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა (მკვლელობის იარაღი _ სანადირო თოფი მას ეკუთვნოდა). მე 1982 წლიდან 20 წლის განმავლობაში შავ პერანგს ვატარებდი, ხოლო სიკვდილამდე, ალბათ, შავი შიგა პერანგით ვივლი.

ჩემო ზაზა, ძალიან განვიცდი და ვწუხვარ შენი შვილის ამბავს, მაგრამ შენ ასე ვაჟკაცურად შენი შვილის მკვლელების ოჯახების მიმართ უნდა დამდგარიყავი და გეთქვა: თუ არ დაასახელებთ ჩემი შვილის მკვლელის ვინაობას, მაშინ თქვენ ხართ ჩემი შვილის მკვლელები. ისინი აუცილებლად გეტყოდნენ სიმართლეს. სხვაც ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ შვილმკვდარ მამას აღარ გაგაღიზიანებ.

შენ გვერდით სანდრო გირგვლიანის მამა, ბუტა რობაქიძის მამა და სხვა უამრავი უსამართლოდ დახოცილთა მამები და დედები რომ დამენახა, აუცილებლად ამოგიდგებოდი მხარში. ჩვენისტრატეგიულიპარტნიორი იფიქრებდა, ამ ხალხს უკან ვერაფერი დაახევინებსო და სიმართლესაც ფარდა აეხდებოდა. ეს აქცია სწორედ იმ სიმართლემ დაშალა, რომელიც ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, პირში მოგახალათ ვაკის პარკში.

თქვენ ყელზე რომ ეხვეოდით, კოცნიდით და შველას თხოვდით, სწორედ იმ კაცს ესროლეს ბოთლები და სხვა საგნები თქვენ გვერდით მყოფმა არა თქვენმა ჭირისუფლებმა, არამედ რევანშისტულად განწყობილი ძალების წარმომადგენლებმა და იმ ხალხმა, რომელმაც სანდრო გირგვლიანი და ბუტა რობაქიძე დახოცა. აბა, როგორ უნდა დამდგარიყვნენ გურამ გირგვლიანი, ია მეტრეველი ან ჯამბულ გამცემლიძე მათ გვერდით, ვინც ცოტა ხნის წინათ მათ შვილები დაუხოცა?!

ჩვენს ერთ მეგობარს ნარკომანი შვილი ძილში გაეპარა. მთელი სამეგობრო თანავუგრძნობდით, მაგრამ ვერაფრით ჭირისუფალთა რიგში ვერ ჩავაყენეთ, _ თბილისელები ვაჟკაცად მიცნობენ და ნარკომან შვილს ჭირისუფლად ვერ დავუდგებიო. ცოტა ხანში აბაზანიდან სროლის ხმა გაისმა. შევედით და ვნახეთ, რომ ჩვენს მეგობარს თავი მოეკლა.

ჩვენ, ჩემო ზაზა, ასეთ მეგობრებში და ასეთ ქალაქში ვართ გაზრდილი და, როგორც ყველაფრის ჭამა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება არც ყველაფრის თქმა და გაკეთება!

მენანება, რომ სამართლიანობის აღდგენის მუხტი, რომელიც თითქოს გაჩნდა საზოგადოებაში და ვფიქრობდი, ამით ხელისუფლებასაც ხელფეხი გაეხსნებოდა ავადსახსენებელი კოაბიტაციის მოსაშორებლად, ასე უშედეგოდ მიინავლა. მიმდინარე პროცესებმა ნათლად წარმოაჩინა პრეტენზიები, რომლებიც ხალხს ხელისუფლების, “ქართული ოცნებისმიმართ გაუჩნდა.

ბატონო ბიძინა, შეიცვალეთ თქვენი გზა და მიმართულება. უკეთ მიიხედეთ-მოიხედეთ ირგვლივ. თქვენ საკმარისზე მეტი საცხოვრებელი ფართობი გაქვთ და, თუ თქვენი ახლობლების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, თავისუფლად შეძლებთ, ყველას მოუყაროთ თავი და ერთად იცხოვროთ. საჭმელიც საკმარისი გექნებათ და სასმელიც, ჩვენ კი მოგვშორდება ეს მოსაბეზრებელი და უსახური სახეები.

ჩემი შვილის საფლავს გეფიცებით, თქვენ მიმართ არავითარი შიში არ მაქვს, მაგრამ მაქვს იმედი იმისა, რომ იმ საბავშვო ბაღში, რომელშიც ჩემი შვილიშვილიც დადის, ვამპირები არ შევარდებიან და ბავშვების სისხლს არ დალევენ. მე, ოთხმოც წელს გადაცილებულს, არც თქვენი პენსია მინდა და არც თქვენი ჯანდაცვა, ისედაც უზრუნველყოფილი ვარ ყველაფრით.

ნუ ემსახურებით ამერიკასა და რუსეთს, იყავით საქართველოსა და ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელნი. ნუთუ, თქვენი რჩეულების გარდა, საქართველოში ადამიანებს ვერ ხედავთ? ნუთუ, ვინც პარლამენტში გიზით, ყველა ხალხის არჩეული გგონიათ? ზოგი თქვენ დასვით დეპუტატად, ზოგმა იყიდა მანდატი; ზოგი მინისტრი ხომ თქვენდამი ერთგულების გამო დაინიშნა თანამდებობაზე, ზოგი კი ამერიკის ელჩმა დაგვინიშნა (დაგანიშნინათ), მათგან ზოგი უცოდინარია, ზოგი _ გამყიდველი, საქართველო ხომ სავსეა მეხუთე კოლონით? სად არის რიგითი ქართველის ადგილი, რა უნდა ქნას, რა უნდა გააკეთოს? ვისაც სადმე წასვლა შეეძლო, წავიდა; ვისაც არაფერი შეუძლია, შინ ზის. რატომ დათანხმდით და ხბოს აღტაცებით გამოთქვით აზრი პროკურორის გადადგომაზე _ იმიტომ, რომ სკამები შეგენარჩუნებინათ? _ არა, ბატონო ბიძინა, თუ გინდათ, რომ მტკიცედ გეჭიროთ საჭე და მართოთ საქართველო, იცოდეთ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ გადააყენეთ და განტევების ვაცად აქციეთ მთავარი პროკურორი. ეს შეცდომა თქვენვე უნდა გამოასწოროთ და ირაკლი შოთაძე დააბრუნოთ თავის ადგილზე. ასე თითო ბარტყის გადაგდებით, მალე დაგიცარიელდებათ ბუდე და შემდეგ მოიტანენ იმ ცულს, “ცუნცულას”, რომლითაც ძირში მოჭრიან თქვენ მიერ დარგულ და ნალოლიავებ ხეს.

ვინ არის ვოლსკი ან მდინარაძე, ან თალაკვაძე თუ ჩუგოშვილი, დღენიადაგ რომ გვმოძღვრავენ თავიანთი უნიჭო შეგონებებით? თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალების ხმა ჰგავს ყიყინს ჭაობსა შინა, მაგრამ ასევეა, ბატონო ბიძინა, თქვენი უმრავლესობის ხმაც.

ყოველგვარი აქციისა და დემონსტრაციის გარეშე უნდა დანიშნოთ რიგგარეშე არჩევნები და თავი დაანებოთ ქართველ ხალხით მანიპულირებას. ხალხი თვითონ მიხვდება, ვინ უნდა აირჩიოს. არჩევნები უნდა ჩატარდეს ლოზუნგით: “არც ერთი ბიზნესმენი პარლამენტში”. ქვეყანაში უნდა იყოს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა ძლიერი აპარატით (ჩვენ ძველთაგანვე მონარქიის ქვეყანა ვართ), პრეზიდენტი კი უალტერნატივოდ თქვენ უნდა იყოთ და თქვენ მიერ გაფუჭებული საქმე თქვენვე გამოასწოროთ.

ბოლომდე უნდა ამოიძირკვოსნაციონალური მოძრაობისნარჩენები. ქართველი ხალხის საუკუნოვანი მონაპოვარი _ ქართული მიწა ხმლით ხელში უნდა დაუბრუნდეს ქართველ გლეხს, აღდგეს სამართლიანობა და ერის, სახელმწიფოს ძალისხმევა უნდა მიიმართოს სახალხო განათლებისკენ.

სუსტი ხელისუფალი ვნებს არა მხოლოდ თავის თავს, არამედ, პირველ რიგში, ქვეყანას და შემდგომ თითოეულ მოქალაქეს. ხელისუფლების უაპელაციო ლანძღვაგინება ეროვნული ღირსების შელახვად უნდა აღიქვან ადამიანებმა და, როდესაც სატელევიზიო არხის ხელმძღვანელი ხელისუფლებას დედას აგინებს, ის უსათუოდ უნდა დაისაჯოს.

მოვუწოდებ ყველა გადამხდელს: შეწყვიტოს გადასახადების გადახდა, სანამ “რუსთავი 2” სახელმწიფოს ვალებს არ გაისტუმრებს. და, თუ დედის გინება ვალის გადაუხდელობის გარანტიაა, რასაც მალე დავინახავთ, ჩვენც ამ ხერხს უნდა მივმართოთ უკლებლივ და უარი ვთქვათ გაჭირვებული ხალხის გადასახადების ხარჯზე ვაპარპაშოთ ქვეყნის მტერი _ “რუსთავი 2”.

თუ საქართველოში ძველად და შემდგომაც უახლესი ისტორიის მკვლევარნი ჩუმად და ვიღაცის კარნახით აყალბებდნენ ისტორიას, რომელიც დღეს არავის სჭირდება, დღეს ისტორიას აყალბებენ მიტინგებზე ათასობით ეგზალტირებული ადამიანის ტაშისკვრის ფონზე. დღეს სიცრუისა და სიმართლის ზღვრები ისეა დაცილებული, როგორც ქართული ფულის კუპიურები. ხუთლარიანზე დიდი ივანე ჯავახიშვილია გამოსახული, ხოლო ორასლარიანზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ისტორიკოსებო! აი ეს არის თქვენი დაწერილი ისტორია, ამით იზრდება დღევანდელი ახალგაზრდობა. ჩვენ იმ დარბაზში ვწერთ საკანონმდებლო აქტებს, სადაც მკვლელობის იდეოლოგი (ნოე ჟორდანია) და მოკლულის (ილია ჭავჭავაძე) სურათები ერთ დარბაზშია გამოფენილი. სიყალბეზეა დაფუძნებული 1918-1921 წლების მენშევიკური მთავრობის სამარცხვინო ხელისუფლებისა და მმართველობის წლები. “თეთრი თაგვისზღაპრების დონეზეა ემიგრაციაში მყოფი მენშევიკური მთავრობის პარიზული ქრონიკები.

ბურუსითაა მოცული და გაყალბებულია 1921-1953 წლების არნახული მიღწევებისა და გამარჯვებების ფაქტები, რომლებიც გადაფარულია ათასი ჯურის პროვოკატორებისა და მუცლითმეზღაპრეთა მონაჩმახებითა და მონაჭორებით.

ყოველგვარ ზღვარს სცილდება 1953-1991 წლების სრულიად უსახური და ფანტასტიკამდე ასული ფალსიფიკატორი ისტორიკოსების, მწერლებისა თუ დრამატურგების შემოქმედება. ისტორიის ფალსიფიკაციის კლასიკური ნიმუშია სტალინის მიერ რუკების უცოდინარობის სიცრუის ტირაჟირება. ადვილად წარმოსადგენია, რა დონის ფალსიფიკაციაა სხვა ჩვენთვის ხელმიუწვდომელ დოკუმენტებში. ან როგორ არის დანახული ჩვენ თვალწინ მომხდარი 1990-იანი წლების მოვლენები ისტორიკოსებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ? ნუთუ ამ ისტორიას ვუტოვებთ შთამომავლობას გასაანალიზებლად?

შევარდნაძის კომუნისტური ეპოქის გაშავება (რაშიც თვითონ მიუძღვის დიდი წვლილი _ გრ. ონიანი) და მისი პრეზიდენტობის პერიოდის დადებითად წარმოჩენა ხომ შავის თეთრად და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობაა?

რატომ არ იწერება ნაცმოძრაობისდროინდელი საქართველოს ბედუკუღმართი ისტორია? “ნაცმოძრაობახომ უცხო ძალების ძალისხმევით, ხავერდოვნად შეერწყა და შეეთვისა სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულოცნებას”, მათმა სიმბიოზმა კი საქართველოს ფიზიკურად თუ მორალურად განადგურების პროგრამა შეიმუშავა. თუ საქმით ვერ ვასწორებთ შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობას, ჟამთააღმწერელმა ქაღალდზე მაინც ხომ უნდა გადაიტანოს XX-XXI საუკუნეების საქართველოს დაცემა-დაკნინების ქრონიკები. ყველა ერის მომავალი მის წარსულში დევს. გამონაკლისი, ალბათ, არც ქართველი ერია.

ისტორიკოსებო, ფრთხილად! თქვენ ბეწვის ხიდზე გადიხართ. ყველამ კარგად იცით, რომ ძველ რომში ისტორიის ფალსიფიკატორებს ისევე წვავდნენ კოცონზე, როგორც ფულის გამყალბებლებს.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here