Home რუბრიკები საზოგადოება რომის პაპი ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა

რომის პაპი ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა

1342
რომის პაპი

ერთი კვირის წინათთანასწორობის მოძრაობისწევრმა ნინო ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: “ამ წუთას აზერბაიჯანიდან გამოქცეული ტრანსგენდერი გოგო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, საიდანაც უშვებენ მისთვის საჭირო მკურნალობის გარეშე, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის საქართველოს მოქალაქე არაა. დიდი ალბათობით, გადამდები ტუბერკულოზია. რა წყალში გადავვარდეთ? საკუთარ თავს შევუქმნათ საფრთხე და სახლში წავიყვანოთ თუ ღამით ქუჩაში დავტოვოთ სრულიად გამოფიტული და ცუდ მდგომარეობაში?!”

შეგახსენებთ, ეს ის ნინო ბოლქვაძეა, რომელმაც ხმამაღლა და ამაყად გამოაცხადა, ლესბოსელი ვარ, ამის არ მრცხვენიაო და რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიულ სიაშიც შეიყვანა, აქაოდა, საკრებულოში მოხვდება და ლგბტ თემის ინტერესებს იქიდან უკეთ დაიცავსო. ბოლქვაძე და რესპუბლიკელები საკრებულოში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ლგბტ თემის ხმალამოღებულ დამცველთა რიგებში კვლავ აქტიურად არიან.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საყოველთაო დაზღვევა არ ვრცელდება. მკურნალობაზე უარს არავის ეუბნებიან, უბრალოდ, ამისთვის თანხაა გადასახდელი, თუმცა, როგორც ქალბატონი ბოლქვაძე აცხადებდა, აზერბაიჯანიდან გამოქცეულ ტრანსს არც ფული ჰქონდა და არც ლტოლვილის სტატუსი. მხოლოდ იმიტომ მოითხოვო კანონის დარღვევა, რომ პაციენტი არატრადიციული ორიენტაციისაა და, შესაძლოა, ამის გამო ხმაური ატყდეს, რბილად რომ ვთქვათ, სიბრიყვეა.

ჩვენთვის საინტერესო სხვა რამ არის: აზერბაიჯანიდან ტრანსგენდერის გამოქცევა არ არის პირველი შემთხვევა. საქართველოში გამორბიან ირანიდან, ეგვიპტიდან, რუსეთიდან, ჩეჩნეთიდანმოკლედ, სადაც არ დაედგომებათ და სადაც არ აჩერებენ ამ ხალხს, ყველა ჩვენთან მოიწევს და ლტოლვილის სტატუსს ითხოვს. ჩვენც უშურველად ვიღებთ, თავზე ხელს ვუსვამთ, სოციალურ ქსელებში ვწერთ, თუ რამე დაემართებათ, და გვაქვს ერთი ჟრიამული. მათი შემყურე იზრდებიან მომავალი თაობები და, იმავე აზერბაიჯანის, ეგვიპტისა თუ რუსეთის დარად, იმას კი არ სწავლობენ, რომ ლგბტ თემი ცუდია, არამედ იმას, რომ, თუ გინდა წარმატებული გახდე, სწორედ მათ უნდა ჰგავდე

ეს ყველაფერი არ არის. მსოფლიოს ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილ შეკრებაზე, რომელიც ვატიკანში გაიმართა, ამერიკიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა რომის პაპს ლგბტ ფერებში შეღებილი ჯვარი აჩუქეს და სთხოვეს, გაეკეთებინა. პაპმაც უყოყმანოდ დაიკიდა გულზე ჯვარი და ამ ფოტომ მსოფლიო მოიარა. რა გამოდის? კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი, პრაქტიკულად, ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლის მწყემსი ღია პროპაგანდას უწევს ლგბტ თემს?! სხვას რას უნდა ნიშნავდეს ის, რაც რომის პაპმა გააკეთა?! ცნობილი გამოთქმაა: ნუ ვიქნებით პაპზე მეტი კათოლიკეო, მაგრამ ის, რაც მან ჩაიდინა, უმარტივესად შეიძლება მისი გადადგომის მიზეზი გახდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკლესია კრძალავს გაუკუღმართებულ სექსუალურ კავშირს და ამას ქადაგებს კიდეც. რა გამოვიდა?! პაპი ერთი ხელით სახარებას გვიკითხავს და მეორეთი ლგბტ თემს ეკეკლუცება?! კეკლუცობაა ის, რაც მან გააკეთა, არ ჯდება ეს არც ქრისტიანულ და არც მორალურ ნორმებში. სწორედ ამიტომ აქვთ ახლა ატეხილი ჟივილხივილი ლგბტ თემის წარმომადგენლებს: რომის პაპი მხარს გვიჭერს, კათოლიკური ეკლესია გვემხრობაო. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ბრალდება მათი მხრიდან, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლგბტ თემის აქტივობას გააპროტესტებს და დაგმობს _ პაპი ჩვენს მხარეს არის და რას გვერჩითო?!

საზოგადოდ, ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი კაცის პრობლემა. ეს სახელმწიფოს პრობლემაა _ საქართველო ათასი ჯურისა და მიმდევრობის ადამიანების თავშესაფრად იქცა. და ეს მაშინ, როცა მთავარ მტრად გამოცხადებულ რუსეთში ოფიციალურად აიკრძალა ყველანაირი სექტა, კანონის დონეზე აიკრძალა ლგბტ თემის აქტივისტთა გამოსვლები, აქციები, მსვლელობა თუ აღლუმი; ეს მაშინ, როცა ყოველი 17 მაისის წინ, როცა საქართველო ოჯახის სიწმინდეს აღნიშნავს, ატყდება ხოლმე ერთი ამბავი: არიქა, გვჩაგრავენო და მიდის აქედან საჩივრები ევროპულ თუ ამერიკულ ორგანიზაციებში. შემდეგ ისინი ხელისუფლებას თითს უქნევენ: ლგბტ თემს მეტი პატივი ეცითო; დაიძვრება გრანტების ახალი ტალღა და ხელისუფლებაც იძულებულია, გაჩუმდეს. არადა, იმავე თითს უქნევენ აზერბაიჯანსაც, რუსეთსაც, ეგვიპტესაც და ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ისინი საკუთარ მომავალზე ზრუნავენ, ყურს არ უგდებენ ამერიკა-ევროპას და, ჩვენი აზრით, სწორადაც იქცევიან. არ უნდა ეგონოს ბავშვს, რომ გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება კარგია. არ უნდა სჯეროდეს მოზარდს, რომ წარმატების მიღწევის ერთ-ერთი იოლი გზა სექსუალურ წამებულად თავის წარმოჩენაა.

სხვათა შორის, სულ რაღაც ერთი თვის წინათ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს ბრალი წაუყენეს, _ აქაოდა, ამბობენ, ჩეჩნეთში გეებს აპატიმრებენ, სპეციალურ, დახურულ ციხეში მიჰყავთ, სადაც ელექტროშოკით აწამებენ და ხშირად კლავენ კიდეცო. იცით, რა უპასუხა კადიროვმა? ტყუილია, რადგან ჩეჩნეთში გეები არ ცხოვრობენ, არ გვყავსო…

ანუ, იმ კაცმა, რომელსაც პუტინის მონას ვეძახით, რომელსაც სამშობლოს გამყიდველს ვეძახით, არ დაუშვა ის, რომ მის ქვეყანაში ერთი არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი მაინც ცხოვრობდეს. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ასე იყოს, მაგრამ თავად რესპუბლიკის მეთაურის მიდგომა საკითხისადმი არის პრინციპულად სწორი. როგორ გგონიათ, ამას პატარა ბიჭი როცა გაიგებს, სამომავლოდ იფიქრებს, რომ კაბა ჩაიცვას, ტელევიზიით გამოვიდეს და ამით წარმატებას მიაღწიოს?

არც ისე იშვიათად დაუწამებიათ ცილი ფაშიზმსა და შოვინიზმში, მაგრამ ეს არ არის ფაშიზმი და შოვინიზმი, მეგობრებო. ეს მომავალ თაობაზე ზრუნვაა. იმ თაობაზე, რომელმაც მომავლის საქართველო უნდა შექმნას, რომელმაც ქვეყნის გაერთიანებაზე უნდა იზრუნოს (ჩვენ აშკარად ვერ ვახერხებთ ამას) და როგორ გგონიათ, კაბიანი ბიჭები და ტრანსგენდერი ქალები მოახერხებენ ამას? წარბებამოპუტული და ჭიპგახვრეტილი ვაჟკაცი გინახავთ?! მე არ მინახავს და ეჭვი მაქვს, ვერც ვერასდროს ვნახავ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სახელმწიფო მთელი სიმკაცრით უნდა ჩაერიოს ამ პროცესებში და საქართველოში გამოქცეულ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში სექსუალური ორიენტაციის გამო დევნიან, თავშესაფარი არ უნდა მისცენ. აგერ არის, ბატონო, ტოლერანტი ევროპა და უფრო ტოლერანტი ამერიკა, იქ გაიქცნენ, მაგრამ არა _ ამერიკის პრეზიდენტმა გასაგებად თქვა: არ მესმის იმ კაცების, რომლებიც ქალის ფორმებზე გამოცოცხლებას არ გრძნობენ. დონალდ ტრამპმა პირდაპირ მიანიშნა, ლგბტ თემის არ მესმისო, მაგრამ ეს მაშინ, როცა საქმე მის ქვეყანას და ამერიკის მომავალს ეხება. აი, როცა საქმე ვასალ ქვეყანას, ანუ საქართველოს ეხება, მაშინ შტატებიდან თითს გვიქნევენ: როგორ ბედავთ და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთ ჩაგრავთო. არავის არ ვჩაგრავთ, ბატონებო! უბრალოდ, არ გვინდა, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში იპოვონ ნავსაყუდელი. ევროპაში ამ ტიპის ადამიანებისთვის მართლა უფრო მეტი გასაქანია (გამოსაქანიც) და უკეთესს ვთავაზობთ. იმედია, ამ უკეთესს შესთავაზებს სახელმწიფოც და ლტოლვილის სტატუსზე უარს ეტყვის არა მხოლოდ მათ, არამედ ბევრ გადამთიელს, რომლებიც, არავინ იცის, რეალურად რისთვის ჩამოდიან და რისთვის სახლდებიან საქართველოში.

რაც შეეხება იმას, რომ თურმე აზერბაიჯანიდან გამოქცეულ ტრანსგენდერს მოქალაქეობის არქონის გამო უფასოდ არ მოემსახურნენ საქართველოში და ამის გამო განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, სისულელეა. ტუბერკულოზი კი არა, სიმსივნით დაავადებულ ქართველებს, რომლებიც თურქეთის, ისრაელისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებს არიან შესეულები, ერთი ცენტიც რომ დააკლდეთ, ხელს არ ჰკიდებენ, ამიტომ ეს ადამიანები სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ, სახლებსაც კი ყიდიან და თქვენ კიდევ ტრანსგენდერს მისტირით?! კეთილი ინებოს, მანაც და სხვამაც, ან სტატუსი მიიღოს, ან ფული გადაიხადოს მკურნალობაში. ბოლოს და ბოლოს, საქართველო სახელმწიფოა თუ საქველმოქმედო ფონდი?! ყველას რატომ უნდა ვეფეროთ და ამ ყველამ კი თავზე რატომ უნდა გვიქნას?!

ახლა არ თქვათ, არ გვიშვრებიანო!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here