Home რუბრიკები პოლიტიკა როდის უნდა გავისროლოთ ეს 75 მილიონად ღირებული “ჯაველინები”: ბერა ცოლს რომ მოიყვანს...

როდის უნდა გავისროლოთ ეს 75 მილიონად ღირებული “ჯაველინები”: ბერა ცოლს რომ მოიყვანს თუ კალაძეს მეოთხე ბიჭი შეეძინება?

4743
ჯაველინი

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მხოლოდ ღვთიური სასწაული იცავს მოსპობისა და განადგურებისგან. სხვა მიზეზი, ამ ქვეყნის დღემდე გადარჩენისა, უბრალოდ, არ არსებობს. არც ერთი ლოგიკით არ შეიძლება ჯერ კიდევ არსებობდეს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ქვეყანა, რომლის ბედიც ასეთი დონის ჩლუნგებს აბარიათ, მით უმეტეს _ სამხედრო სფეროში.

ბოლო ათწლეულებია, ჩვენი ქვეყანა წალეკეს ისეთმა “ბრძენმა” ე.წ. სამხედრო ექსპერტებმა, რომლებიც მონდომებით გვიმტკიცებენ, რომ საქართველოს “ნომერი პირველი მტრის”, რუსეთის, სამხედრო პოტენციალი ლამის ნულის ტოლია და ჩვენი ჩრდილოატლანტიკელი პარტნიორები, როცა მოინდომებენ, მაშინ შეაშინებენ და “მიაჩმორებენ” მისუსტებულ და მორალურად განადგურებულ “ჩრდილოელ დათვს”.

ამასობაში ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფოტოები, როგორ გამოჰყავს სირიიდან ჯარები რუსეთს. ფოტოებზე ვხედავთ “განადგურებულ”, “გაუბედურებულ” და “გასაცოდავებულ” რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც მართლაც წარმატებით შეასრულეს საერთაშორისო მისია _ სრულიად გაანადგურეს თანამედროვე კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი _ “ისლამური სახელმწიფო”. შედეგად, ბაშარ ალ ასადი გადაურჩა “ძაან დემოკრატი” ამერიკელბისგან ურჩხულად შერაცხვას, როგორც ეს სადამ ჰუსეინს, ჰოსნი მუბარაქს, მუამარ კადაფს დაემართათ, და შეინარჩუნა სამშობლო და საკუთარი თავი მხრებზე.

ერაყიეგვიპტელიბია აღმოჩნდა ბოლო გაჯეჯილებაამერიკული დემოკრატიისააღმოსავლეთში. სირიის კამპანიით რუსეთმა წერტილი დაუსვაიანკებისგანუკითხავ თარეშს ამ რეგიონში.

რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე დასავლელი და ჩრდილოატლანტიკელი მოღვაწენი? _ ფაქტობრივად, იმავეს, რასაც საბჭოთა კავშირის შესახებ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. საიდან სადაო?! არადა, ამ დროს ანლოგია არც ისე ცოტაა. ისევე, როგორცილსამური სახელმწიფოსაღმოცენებასა და მოძლიერებას აღმოსავლეთში, თავის დროზე სწორედ ევროპაამერიკამ შეუწყო ხელი დასავლეთში ფაშისტური სახელმწიფოს შექმნასა და გაძლიერებას.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს, ფაქტობრივად, რუსეთის დასასუსტებლად და დასანგრევად შემქნილი მონსტრები კონტროლიდან გამოვიდნენ და კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცნენ, დასავლურ-ამერიკულმა პიარმანქანამ დაიწყო მათი შექმნა-აღმოცენების რუსეთისთვის გადაბრალება.

“საბჭოთა კავშირმა და ფაშისტურმა გერმანიამ ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მათ შორის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს. განა ეს არ მიუთითებს, რომ სტალინი პირდაპირ თანამშრომლობდა ჰიტლერთან?” _ აი, ასეთ დემაგოგიას ხშირად მოისმენთ და ამ დემაგოგიის გამავრცელებლები რატომღაც ივიწყებენ, რომ საბჭოთა კავშირმა ევროპაში ყველაზე გვიან დაიწყო ურთიერთობა ჰიტლერთან. ჰიტლერი კომუნისტებს დაუძინებელ მტრებად მიიჩნევდა და მათი მოსპობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მანამდე ავსტრიის ანშლუსი (მიერთება), ნიდერლანდების დაპყრობა, ჩეხოსლოვაკიის აღება, ნორვეგიის აღება და სხვა მსგავსი ქმედებები ჰიტლერს სწორედ ევროპის ქვეყნებმაგაუპრავესდა ამაზე პროტესტს ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, საბჭოთა კავშირი, გამოთქვამდა.

ბოლოს, როდესაც ფაშისტური გერმანია პოლონეთს მოადგა, საბჭოთა კავშირს სხვა გზა აღარ ჰქონდა _ დათანხმდა ჰიტლერის ვითომ “კეთილმეზობლურ” შემოთავაზებას: საბჭოთა კავშირის უშუალო საზღვართან “გაეყოთ” ტერიტორია…

მანამდე კი ამერიკელებმა და ინგლისელებმა ხელი შეუწყვეს გერმანიაში ჰიტლერისა და ფაშიზმის აღზევებას, რადგან ის მიაჩნდათ საძულველი კომუნიზმის დამმარცხებელ ერთადერთ ძალად ევროპაში. მხოლოდ მერე, როდესაც ჰიტლერი უკვეზონიდან გავიდადა კაცობრიობისთვის ჯერარნახულ საფრთხედ გადაიქცა, ევროპაამერიკამ მასზე გამარჯვებაც საკუთარ თავს მიაწერა და ჰიტლერის ევროპაში გაბატონების ხელშემწყობადაც საბჭოთა კავშირი გამოაცხადა.

ზუსტად იგივე ხდება “ისლამური სახელმწიფოს” მიმართაც. ამერიკის უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით შექნილი ისლამური შეიარაღებული დაჯგუფებები”, რომლებიც გათვლილი იყო ყოფილი საბჭოთა გავლენის აღმოსავლურ ქვეყნებში რეჟიმების დასამხობად და უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან მისაახლოებლად, რუსეთის შესაშინებლად და დასასუსტებლად, უცებ გადაიქცა მთელი კაცობრიობისთვის უსაშინელეს მტრად _ “ისლამურ სახელმწიფოდ”. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ საშინელების შეჩერებაში რუსეთი ჩაერთო და წარმატებითაც, ამერიკა და ევროპა აცხადებს, რომისლამური სახელმწიფოსდამარცხება მათ ანგარიშზეა და რუსეთი არაფერ შუაშია. ეს მართლაც ჰგავს ევროპა-ამერიკელთა ტრაბახს ნორმანდიაში გახსნილი “მეორე ფრონტით”, თითქოს ამან განაპირობა ჰიტლერული გერმანიის წელში გაწყვეტა და სრული დამარცხება. სინამდვილეში მეორე ფრონტიმხოლოდ 1944 წელს გაიხსნა ნორმანდიაში, მაშინ, როდესაც წითელი არმია ბერლინთან იყო მისული და გერმანიის ძირითადი ძალები სტალინს განადგურებული ჰყავდა.

მთავარი მაინც ის არის, რომ კაცობრიობის ორივე უბოროტესი მტერი განადგურებულია და, გვინდა-არ გვინდა, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთი, ორივე შემთხვევაში ნათელ მხარეს, ანუ კაცობრიობის მტრის მოწინააღმდეგე მხარეს დგას.

რას აკეთებს ასეთ ვითარებაში ქართული სახელმწიფო? მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ განაგრძობს რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანებას და საომარი რიტორიკა მხოლოდ ფორმალურად გვაქვს შეწყვეტილი. განსხვავება არის ის, რომ, თუკი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საჯაროდ ლანძღავდნენ და აგინებდნენ რუსეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტსაც, დღეს ამ დონის სისულელეს აღარ აკეთებენ და არც იმას გაჰყვირიან, _ რუსებთან ომისთვის მოვემზადოთო. მაგრამ საომარი რიტორიკა და მზადება, მოგეხსენებათ, მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან შეიძინა 450 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტაჯაველინიდა 70 მისი გამშვები დანადგარი. ესსიამოვნებასულ 75 მილიონი დოლარი დაჯდა. ამას უმალ მოჰყვასამხედრო ექსპერტთაშეფასებები, რომ ამის შემდეგ, სანამ რუსეთი საქართველოსთან ომს გადაწყვეტს, “კარგად დაფიქრდება”… თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხსენებული ქართველისამხედრო ექსპერტებისაქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მაშ, მიპასუხეთ: სხვა რა არის ყოველივე ეს, თუ არა საომარი რიტორიკა?

თუ ასე არაა, მაშ, მიპასუხეთ: ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ რუსეთთან ომს არავითარ შემთხვევაში; რომ თურქეთი ჩვენიისტორიული ძმა და მეგობარიადა იგი არასოდეს დაგვესხმება თავს; ამერიკამ, ომი დაგვიწყოს კი არა, სულ რომ ოჯახოჯახ ჩამოგვიაროს და ცალცალკე გვირტყას პანღურები, ხმის ამომღები არ ვართ დაველქომ”-ის მეტს არაფერს ვეტყვით; ბანგლადეშის მთავრობას, ალბათ, რუკაზეც არ უნახავს საქართველო და, აბა, როდის უნდა გავისროლოთ ეს 75 მილიონად ღირებულიჯაველინები”: ბერა რომ ცოლს მოიყვანს თუ კალაძეს მეოთხე ბიჭი რომ შეეძინება?

ქართველი “სამხედრო ექპერტების” უმრავლესობა ამტკიცებს, რომ “თანამედროვე ომში ტანკები უკვე აღარ წარმოადგენს ძირითად საომარ საშუალებას და ფართომასშტაბიან სატანკო ოპერაციებს არც ერთი ქვეყანა აღარ აწარმოებს. ამ ფუნქციას უკვე ავიაცია და შორსმოქმედი სარაკეტო სისტემები ასრულებენ”. ასეთი აბზაცის შემდეგ, სულ რაღაც, ორიოდე სტრიქონის მოშორებით რომ წაიკითხავ “საქართველომ შეიძინა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები დანადგარები და ეს გარანტიაა იმისა, რომ მოწინააღმდეგე ჩვენზე თავდასხმას ვეღარ გაბედავს” და, ამას რომ ამბობს ერთი და იგივე “სამხედრო ექსპერტი” ერთი და იმავე გამოცემის ერთსა და იმავე სტატიაში, იქ რაღაზე შეიძლება ლაპარაკი?!

კი მაგრამ, თუკი ტანკებს თანამედროვე ომში აღარავინ იყენებს ძირითად საშუალებად, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი რა ჯანდაბად გვინდა?!

თუმცა, რაღაა სალაპარაკო, როცა იგივე “ექსპერტები” იმასაც ამბობენ, რომ “ამერიკამ ხრიკი გამოიყენა და რუსეთს საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მიყიდვის ინფორმაცია ზამთრის დადგომამდე ერთი კვირით ადრე გააგებინა. მოგეხსენებათ, რუსეთი კავკასიაში ზამთარში ომს ვერ დაიწყებს, რადგან უღელტეხილები დათოვლილია და გზები _ გაუვალი. რუსეთი მხოლოდ გაზაფხულზე იწყებს ხოლმე სიტუაციის დაძაბვას მომავალი ზაფხულის იმედად. ამჯერად კი მას მოუწევს მთელი ზამთარი ჩუმად ჯდომა!”

როგორც ჩანს, რუსულ ავიაციასლისი პაკრიშკებიაქვს და კავკასიონზე ზამთარში გადმოსვლა გაუჭირდება, ხოლო რუსულ სარაკეტო სისტემებს, ეტყობა, ძალიან ცივათ ხოლმე და უარს აცხადებენ მოქმედებაზე: თუ ძმა ხარ, ასეთ ამინდში რა აგვაფრენსო!

კაი, ეს სისულელეც რომ დავიჯეროთ და რუსეთი მართლაც ჩუმად იჯდეს მთელ ზამთარს, გაზაფხულზე რაღას ვაკეთებთ? გვაქვს რამე გეგმა?

ამ ფონზე, რატომღაც, ისევ ძალიან “არამოდურ” პოზიციად რჩება რუსეთთან დალაპარაკების, აქამდე გაფუჭებული ურთიერთობის რამენაირად აღდგენის მცდელობა. არაერთს უთქვამს: ჭკვიანი კაცი ჩანხარ და გადახედე ისტორიას, რუსებთან ლაპარაკს რომ აზრი არ აქვს და არ გამოდის, ვერ ხედავო?

სინამდვილეში კი, ესეც ერთგვარი კლიშეა, რომლის დამკვიდრებასაც “ძაან პატრიოტები” ცდილობენ. რეალურად, თუ ისტორიას გადავხედავთ, ძალიან მარტივი აღმოსაჩენია, რომ იმ მტერთაგან, რომლებთანას საქართველოს ოდესმე საქმე ჰქონია, სწორედ რუსეთთან გამოგვდიოდა შედეგიანად ლაპარაკი; სწორედ რუსეთთან ლაპარაკის შედეგად დავიბრუნეთ სხვა მოსისხლე მტრების მიერ მიტაცებული ტერიტორიები და გავაერთიანეთ საქართველო. რუსეთი ჩვენი ერთადერთი ოკუპანტია, რომელთანაც ლაპარაკი მოვახერხეთ და ისიც კი შევძელით, რომ საჩვენოდ გამოგევყენებინა…

აღარ დადგა დრო, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება _ ან ვეცადოთ, რომ, სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნების სანაცვლოდ, რუსებს მათი სამხედრო ინტერესები დავუთმოთ ჩვენს ტერიტორიაზე, ან მართლაც შევეგუოთ უსოხუმობასა და უცხინვალობას, ვაღიაროთ ეს ტერიტორიები და, რაც დაგვრჩა, იმით ამერიკის სამხედრო ქოლგას შევეფაროთ.

მე არ ვიჭერ არც რუსეთის და არც ამერიკის მხარეს. ორივე ვარიანტს გთავაზობთ, არჩევანი კი ქართველმა ხალხმა გააკეთოს(!).

როდემდე უნდა მოვიქცეთ უწესო ქალივით, რომელსაც ორი საყვარელი ჰყავს, წლებია, გაიძახის: “არჩევანის გაკეთება მიჭირსო” და საბოლოოდ, უკაცრავად და, ბოზდება?

სამწუხაროდ, ქართველ “ძაან პატრიოტებში” ფესვგადგმულია კირილე მიმინოშვილის სინდრომი. ხომ გახსოვთ, ათასი უბედურებით გაწამებული პლატონ სამანიშვილი მშობიარე დედინაცვლის ოთახის კართან ნირწამხდარი რომ დგას, კირილე მიმინოშვილი კი ბაქიბუქობს: ეგღა მაკლია, ბიჭი დეიბადოს აქანაო!

როგორი რიხით შევარდება მერე მშობიარე ქალის ოთახში და როგორ უაზროდ გააყოლებს საწყალი პლატონი სიტყვებს: _ აბა, შენ იცი, ჩემო კირილეო!

აი, ასეთ დღეშია ზუსტად დღეს ჩვენი საზოგადოება, რომელსაც, რატომ, თავადაც არ იცის, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს “პატრიოტი კირილე მიმინოშვილების” იმედი… კირილე კი, მოგეხსენებათ, როცა საქმე საქმეზე მიდგება და პრაქტიკული მოქმედება გახდება საჭირო, პირველი გამოიჭრება აივანზე თოფით ხელში და ყურებამდე გაღიმებული შესძახებს: ბიჭია! ბიჭიიიი!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here