Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ და ვის მიერ არის ორგანიზებული ლეგალური ნარკომანია აშშ-ში და რას ნიშნავს...

როგორ და ვის მიერ არის ორგანიზებული ლეგალური ნარკომანია აშშ-ში და რას ნიშნავს სინამდვილეში ჩანაცვლებითი თერაპია

1993
არტურ საკლერი

ჩანაცვლებითი თერაპია ნარკომანების პოპულაციის მხარდაჭერაზე მუშაობს. ლეგალურ ნარკომანიას მილიარდობით მოგება მოაქვს კონკრეტული ოჯახისთვის

დამალვა იმისა, რომ აშშში ოპიოიდური ნარკომანია ბობოქრობს, უკვე შეუძლებელია. განსაცვიფრებელია, მაგრამ ისინი, ვისაც ამ კატასტროფაში მიუძღვის ბრალი, დღემდე ჩრდილში იმყოფებოდნენ. ლაპარაკია არა ნარკობარონებზე, არამედ საზოგადოების პატივცემულ წევრებზე, რომლებმაც ერის ჯანმრთელობა მსხვერპლად მიიტანეს ზემოგების მისაღებად.

ოპიოიდების მასობრივი გავრცელებით გამოწვეულ ნაციონალური მასშტაბის უბედურებაზე დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა. “ოპიუმის მიმართ საშინელი საგანგებო ვითარებაა”, _ განმარტა მან ტელეარხ FOX-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ მკაცრი შეფასებისთვის ტრამპს აქვს საფუძველი _ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ ეპიდემიის ხასიათი შეიძინა. ჰეროინი და მისი მონათესავე ტკივილგამაყუჩებელი წამლები ყოველწლიურად იმაზე მეტ ამერიკელს ისტუმრებს იმქვეყნად, რამდენიც კვდება ცეცხლსასროლი იარაღით და საგზაოსატრანსპორტო შემთხვევაში (დაახლოებით 50 ათასი), დოზის გადაჭარბება კი 50 წელს გადაბიჯებული ამერიკელი მოქალაქეების დაღუპვის მთავარი მიზეზია.

უბედურების ამ სურათში შემაძრწუნებელია ის, რომ ეპიდემიას ხელოვნური ხასიათი აქვს. მისი პროვოცირება შეძლეს ფარმაცევტული კომპანიების მფლობელებმა, რომლებმაც ექიმების მეშვეობით პაციენტებს თავს მოახვიეს ჰეროინის მონათესავე პრეპარატები.

ეს ფირმები განაგრძობენ აყვავებას და მათ მფლობელებს ფიქრიც არ სურთ სასიკვდილოდ სახიფათო წამლების წარმოების შემცირებაზე.

ჟურნალისტები შეეცადნენ, მიეკვლიათ ოპიოიდური ეპიდემიისგან სარგებლის მიმღები კონკრეტული პირებისთვის, მაგრამ ეს არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. მაგალითად, კომპანია “პერდიუ ფარმა”, რომელიც უშვებს ცნობილ ოქსიკონტინს, არის კერძო მფლობელის, რაც საშუალებას იძლევა, არ გახმაურდეს მფლობელების სია. თუმცა ახლახან გაირკვა, რომ ამ ფარმაცევტული გიგანტის მფლობელი არის საკლერების ოჯახი _ ეს იყო მათი დიდი და ბინძური საიდუმლო. ოჯახის პატრიარქმა არტურ საკლერმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წამლების მარკეტინგს მიჰყო ხელი და ამ დარგში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

ადრე საუკეთესო რეკლამად ითვლებოდა პრაქტიკოსი ექიმების დადებითი გამოხმაურებები. საკლერი ამ გამოხმაურებებს, უბრალოდ, აყალბებდა. ის აიძულებდა ექიმებს, გამოეწერათ მწვავე ფსიქოზებისთვის განკუთვნილი მძლავრი ტრანკვილიზატორები ნებისმიერი დაავადების დროს _ მსუბუქი დეპრესიით დაწყებული, გამოცდების წინა მღელვარებით დასრულებული. საკლერის ამ ტაქტიკის წყალობით, 1973 წელს ამერიკელმა ექიმებმა დაიწყეს წელიწადში 100 მლნ-მდე რეცეპტის გამოწერა და ტრანკვილიზატორების დანიშვნა. ვალიუმმა ადამიანები ნარკომანებად გადააქცია, მაგრამ ის რეალურად მოქმედებდა”, _ იხსენებს არტურ საკლერის ერთ-ერთი თანამშრომელი. 1952 წელს, პატარა ფარმაკომპანიის შეძენის შემდეგ, “რევოლუციონერმა” თავისი ძმები (რაიმონდი და მონტგომერი) დაასაქმა და მთელი ძალისხმევა ბაზარზე წამლების გატანის ახალი მეთოდების შემუშავებისკენ მიმართა. დაიწყო გამოცემა საკუთარი ჟურნალისა, რომელშიც ცნობილი მედიკოსები დიდი ჰონორარების სანაცვლოდ ბეჭდავდნენ დადებით გამოხმაურებებს მის პრეპარატებზე. ეს ყველაფერი, რომელიც შეკვეთილი იყო, მართლაც ჰგავდა სამეცნიერო სამუშაოს და საკლერის წამლებს კარგ რეპუტაციას უქმნიდა. დაიწყო ექიმების მოსყიდვაც. მათთვის საკლერები რეგულარულად აწყობდნენსემინარებსმდიდრულ სასტუმროებში, გულუხვად უმასპინძლდებოდნენ, აძლევდნენ .. სამივლინებო თანხებს ხარჯებისთვის. შემდეგ კი ეს მედიკოსები თავიანთ სტატიებში თავგამოდებით უმტკიცებდნენ სამედიცინო საზოგადოებას, რომ საკლერების წამლები ნამდვილი პანაცეაა.

ნარკოტიკი

1995 წელს საკლერების ფირმამ, რომელსაც იმ პერიოდში პერდიუ ფარმა უწოდეს, დაიწყო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის გამოშვება სახელწოდებით ოქსიკონტინი. ქიმიური შემადგენლობით ის ენათესავება ჰეროინს. ბევრ ქვეყანაში ის იყიდება რეცეპტით, რომლითაც გამოწერენ მინიმალურ დოზას. 1990-იანი წლების შუამდე ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებზე გაძლიერებული კონტროლი აშშ-შიც არსებობდა, მაგრამ საკლერებმა შეძლეს მისი დანგრევა.

ძმების მიერ გამოკვებილმა ექიმებმა გააჩაღეს კამპანიატკივილთან ბრძოლა”. გაჩნდა გამოთქმაქრონიკული ტკივილი”, რომელიც საეჭვოდ მოგვაგონებდაქრონიკულ დაღლილობას”. მედიცინის კორიფეები ამტკიცებდნენ, რომ მცირე ტკივილის მოთმენაც კი დამამცირებელია პეციენტისთვის. მომრავლდა სამეცნიერო ნაშრომები, რომლშიც ამტკიცებდნენ, რომ ოქსიკონტინი _ ეს არის არატრადიციული ოპიოდი და არ იწვევს მიჩვევას. პრესაში კი, გამოკვლევებზე დაყრდნობით, იწერებოდა, რომ ახალი ტკივილგამაყუჩებელი გამოყენებულ უნდა იქნას არა მხოლოდ ოპერაციის შემდეგ ან მძიმე დაავადებისას, არამედ ართრიტის, მოტეხილობების, ნაღრძობისა და გრიპით გამოწვეული კუნთების ტკივილის შემთხვევებში. სპეციალისტებმა ტერმინიც კი მოიგონეს _ ოპიოფობია და ამტკიცებდენ, რომ ეს სამედიცინო მითია. კოლოსალურმა სარეკლამო კამპანიამ ტკივილგამაყუჩებელი, პრაქტიკულად, ქვეყანას მოახვია თავს. ზოგიერთ შტატში ექიმებს ნება დართეს, ღარიბი პაციენტებისთვის უფასოდ მიეცათ ოქსიკონტინის პირველი ულუფა _ შემდეგი დოზისთვის პაციენტი, ჩვეულებისამებრ, თვითონ მიდიოდა.

რას აკეთებდა სახელმწიფო? კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული კონტროლის სამმართველო (FDA) ნებას რთავდა, დაენიშნათ ოქსიკონტინი ზომიერი და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში. სამმართველოს თანამშრომელმა კერტის რაიტმა დაამკვიდრა ფორმულირება, რომ ეს არის ოპიოდურ ტკივილგამაყუჩებელთა შორის ყველაზე კარგი საშუალება და “ამცირებს დამოკიდებულების რისკს”. ცოტა ხნის შემდეგ რაიტი გათავისუფლდა FDA-დან. უცნაური დამთხვევით, მას ახალი თანამდებობა “პერდიუ ფარმამ” შესთავაზა.

2000 წლისთვის ოქსიკონტინს წელიწადში მილიარდი დოლარი მოჰქონდა საკლერებისთვის. როგორც ყველა ოპიოიდი, პაციენტებში ისიც იწვევდა მიჩვევას, და საჭირო დოზა გამუდმებით იმატებდა. წამლისთვის თავის დანებების მცდელობა კი იწვევდა ე.წ. ლომკას და პაციენტი კვლავ მიდიოდა ექიმთან რეცეპტისთვის, ისინი, ვისაც ფული არ ჰყოფნიდა, გადადიოდნენ ჰეროინზე, ოქსიკონტინის უახლოეს ნათესავზე.

2010 წელს საკლერები იძულებული შეიქნენ, ოქსიკონტინი ამოეღოთ გასაყიდი ქსელიდან, თუმცა სასწრაფოდ გამოუშვეს პრეპარატი მსგავსი დასახელებითა და ანალოგიური მახასიათებლებით. იმ პერიოდისთვის აშშ მოიცვა ოპიოიდური ნარკომანიის ეპიდემიამ. ექიმები ყოველწლიურად წერდნენ 250 მლნ რეცეპტს და პაციენტებს უნიშნავდნენ ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს. ამჟამად ამერიკელები მსოფლიოში დამზადებული ოპიოიდების მესამედს მოიხმარენ.

შეგახსენებთ: ოპიოდები _ ეს არის სინთეტიკური ნივთიერება _ ოპიატები, რომლებსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. მათ მიეკუთვნება ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის მორფინი, კოდეინი, ოქსიკოდანი და მეტადონი.

გასაკვირი არ არის, რომ საკლერები აშშ-ის ერთ-ერთი მდიდარი ოჯახია. მათ ქონებას “ფორბსი” 13 მილიარდ დოლარად აფასებს, ამასთანავე, ამ ოჯახის ყოველწლიური შემოსავალი 700 მლნ დოლარია. არტურ საკლერი 1987 წელს გარდაიცვალა, მემკვიდრეებს კი უანდერძა: “შექმენით უკეთესი მსოფლიო”.

“პერდიუ ფარმა” კი სულ უფრო ძლიერდება მსოფლიოს ბაზარზე. ბრაზილიის, ჩინეთის, მექსიკის, ახლო აღმოსავლეთის სამედიცინო საზოგადოებებთან მუშაობენ ძველი სქემით _ სემინარები მდიდრულ სასტუმროებში, გრანტები, სტიპენდიები, გულუხვი ჰონორარები სამეცნიერო სტატიებისთვის. საკლერების მიერ დაქირავებული სპეციალისტები კვლავ გაჰყვირიან “ოპიოფობიაზე” და ითვლიან მილიონობით რეცეპტს, თითქოსდა “ქრონიკული ტკივილისთვის” გამოწერილს. მხოლოდ მექსიკაშიპერდიუ ფარმასექსპერტებმა ტკივილისგან გატანჯული 28 მლნ ადამიანი იპოვეს _ ეს ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედია.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ტკივილგამაყუჩებლების ხელმისაწვდომობა თითოეული მომხმარებლისთვის განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე”, _ განუცხადა ჟურნალ “ნიუ-იორკერს” რამან სინგჰმა, საკლერების შვილობილი კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. აშშ-ში გასაყიდი ქსელიდან ამოღებული ოქსიკონტინი ახლა კანადაშიც კი იყიდება. სამი წლის წინათ კი სალერებს ნება დართეს, რეკლამა გაუწიონ ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებლებს 11 წელზე ზევით მოზარდებისთვის.

აშშ-ში ოპიოიდური ეპიდემიის ორგანიზატორები კი არა მხოლოდ ცხოვრებით ტკბებიან, არამედ საყოველთაო პატივისცემითაც. მათ არ აკრიტიკებენ უფლებათა დამცველები, მათ საქმეს არ იძიებენ გაბედული პროკურორები, მათ წინააღმდეგ არავინ აკეთებს ფლეშმობებს “ფეისბუკში”. არტურ საკლერის სახელი კვლავაც თავს იწონებს სამედიცინო მარკეტინგის დიდების დარბაზში. სანკლერებს ჯერჯერობით კრახი არ ემუქრებათ, მათ ხომ მხოლოდ ოპიუმის ომი გააჩაღეს თანამემამულეების წინააღმდეგ.

აშშ-ში ნარკოტიკების ლეგალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, რომელიც სახელმწიფო დონეზე მოქმედებს.

ეს პროგრამა ამერიკელებს ეშმაკობის საშუალებასაც აძლევთ. მათ, ვინც მეტადონს მოიხმარენ, ნარკომანებს კი აღარ უწოდებენ, არამედ რეაბილიტანტებს. ჩანაცვლებითი თერაპია მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აცილებს. ისინი დამნაშავეებიდან პაციენტებად იქცევიან. შემდეგ კი ამ მეტადონით, რომელიც თავისი ზემოქმედებით რამდენჯერმე აღემატება ჰეროინს, 5-10 წელიწადს ცოცხლობენ და კვდებიან ახალგაზრდები”, _ ასეთია ექსპერტების დასკვნა. აშშ-ის რამდენიმე შტატში უკვე ლეგალიზებულია მარიხუანა, თითქოსდა “სამკურნალო მიზნით”. ასეთი ექსპერიმენტი ბევრ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის შვედეთსა და საფრანგეთში, მაგრამ, საბოლოოდ, თავი შეიკავეს ამ ნაბიჯისგან, ექსპერიმენტმა აჩვენა მხოლოდ ის, რომ ნარკოტიკები სიკვდილია.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ეაანისნავი პოსტია, ჭკუის სასწავლებელი, ”ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს”. გმადლობთ ინფორმაციისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here